რა სარგებლობა მოაქვს მაგიდის სანათს - ეს უნდა იცოდეთ!

უჰ, ალბათ, რამდენჯერ გაუღვიძებიხართ ძახილს, თან მაინცდამაინც კვირა დილით: მალინა, მალინააა... მაწონი, მაწონიიი... პრინციპში, არახალი ამბავია და ჩვეულებრივიც კი, მაგრამ თქვენ ის წარმოიდგინეთ, ერთ სისხამ დილით ასეთი ხმა ჩაგესმათ: მაგიდის სანათები, მაგიდის სანათებიიი...

იმედია, ასეთი დრო მინიმუმ ძალიან შორს არის, მაგრამ ის კი უნდა ვთქვათ, რომ მაგიდის სანათი ძალიანაც საჭირო ნივთი გახლავთ.

რატომ?

ახლავე მოგახსენებთ!..

რატომ არის სასარგებლო მაგიდის სანათი?

მაგიდის სანათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ შეუძლია კითხვის დროს კარგი განათებით უზრუნველგვყოს. რა თქმა უნდა, ტორშერსაც იგივე შეუძლია, მაგრამ მისთვის ადგილს ყოველთვის ვერ იპოვით.

ზოგადად, საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ მაგიდასთან მუშაობისას და არა მხოლოდ იქ, განათების ნაკლებობას განვიცდით. რაღა თქმა უნდა, ეს ამბავი არც ისე სასარგებლოა. გარდა იმისა, რომ შესაძლოა, შრომისუნარიანობა დაგვიქვეითოს, მხედველობას რომ აზიანებს, კი გეცოდინებათ.

როგორ შეარჩიოთ მაგიდის სანათები მუშაობისა და სწავლისათვის?

სამუშაო მაგიდისა თუ მერხისთვის სამაგიდო სანათები შემდეგი პარამეტრების მიხედვით შეარჩიეთ:

  • კონსტრუქცია, რომელიც საშუალებას იძლევა, შეარჩიოთ საჭირო სიმაღლე და განათების კუთხე;
  • ყურადღება მიაქციეთ ნათურის ვაზნას, ე.წ. პატრონას. უმჯობესია, იყოს კერამიკული, რომელიც გახურებას უკეთ უძლებს;
  • ბავშვებისთვის რეკომენდებულია ისეთი სინათლის წყარო, რომელიც თბილ განათებას გამოსცემს;
  • მხედველობისთვის ყველაზე კომფორტულია ზომიერი სინათლე. ამასთან, სხივები უნდა ეცემოდეს ფართო კუთხით, რათა მთელი ზედაპირი გაანათოს;
  • სადენის (შნურის) სიგრძე - ამ უნდა გახსოვდეთ, რომ სანათი უნდა განათავსოთ თქვენი „სამუშაო ხელის“ საპირისპიროდ (ცაციებისთვის - მარჯვნივ, მემარჯვენეებისთვის - მარცხნივ).

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ახლა ისიც ვთქვათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მაგიდის სანათის შერჩევისას. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია შემდეგი:

  • კონსტრუქცია;
  • სინათლის წყარო;
  • ფერთა ტემპერატურა;
  • გარეგნობა;
  • კორპუსის მასალა.

ნახსენებიდან განსაკუთრებული ყურადღება მაინც ფერთა ტემპერატურას უნდა დაუთმოთ. სანათებისთვის, რომელთაც ნათურები ეცვლებათ, ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მისი გამოცვლა ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ. რაც შეეხება შუქდიოდურ სანათებს, აქ უკვე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- ცივი ნათება საკმაოდ სპეციფიკურია და მუშაობა ასეთ პირობებში ყველასთვის კომფორტული ნამდვილად არ გახლავთ. ამასთან, ცისფერი სპექტრი მხედველობისთვის არც ისე სახარბიელოა. მეორე მხრივ, მცირე დეტალებთან მუშაობისას, ცივი ნათება უკეთ კონცენტრირებაში გვეხმარება.

- ნეიტრალური ნათება მუშაობისთვის ოპტიმალურია. ოფისებში ხშირად სწორედ ნეიტრალური თეთრი ნათების მქონე განათებას ირჩევენ, რასაც იმით ხსნიან, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლები ბევრად კონცენტრირებულები არიან.

- თბილი ნათება - თვალებისთვის სასიამოვნოა და შესაბამისად, მისაღებია მაგიდის სანათებისთვისაც. ერთი კია, ასეთი შეფერილობა უფრო მომადუნებელია და შესაძლოა, სამუშაოზე კონცენტრირება ნაკლებად კომფორტული გახდეს.

LEDEX-72136 მაგიდის სანათი Sparrow ლურჯი

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ტიპი - E27
  • კორპუსის ფერი - ლურჯი
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4874221572136
  • წონა (კგ) - 0.55

LEDEX-72131 მაგიდის სანათი Moard შავი

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ტიპი - E27
  • კორპუსის ფერი - შავი
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4834221872131
  • წონა (კგ) - 0.55

LEDEX-70992 მაგიდის სანათი Robotop ვერცხლისფერი

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ტიპი - E27
  • კორპუსის ფერი - ვერცხლისფერი
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869321870992
  • წონა (კგ) -1.6

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება