რა სახის ფანრები არსებობს? - განვიხილოთ თითოეული ხელსაწყო

იცით თუ არა, ყველაფერი ფანრების ტიპების შესახებ? ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ბევრნაირი სახის ხელსაწყო არსებობს და საჭიროა მაქსიმალურად მოირგოთ. სწორედ ამიტომ, ბლოგში სხვადასხვა ფანარს განვიხილავთ. რაც აქ ვერ მოხვდება, საიტზე გადააწყდებით. მოკლედ, ყველაფერს პასუხი გაეცემა და თუ ინსტრუმენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ, კითხვა განაგრძეთ.

რა სახის ფანრები არსებობს?

უშუალოდ მახასიათებლებზე გადასვლამდე, თვალი გადავავლოთ ფანრების აგებულებას. ინსტრუმენტები ამ კუთხითაც მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველ კატეგორიაში, ძირითადად, ისეთი ხელსაწყოები შედის, რომლებიც ხელში უნდა გეჭიროთ, ან მაგიდაზე მოათავსოთ. ფანარი აბა სხვანაირად როგორ უნდა გამოიყენოთ? - აქ ალბათ, ეს კითხვა გაგიჩნდებათ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. მანამდე კი გეტყვით, რომ ფანრების უმეტესობა ძალიან მსუბუქია, ამიტომ არც დაგამძიმებთ და არც რაიმე სახის დისკომფორტს შეგიქმნით. ახლა კი კითხვას დავუბრუნდეთ. არსებობს ისეთი ინსტრუმენტებიც, რომლებიც შუბლზე მაგრდება და ხელები თავისუფალი გაქვთ. ამაზე კომფორტული რა უნდა იყოს?! ნებისმიერი სახის საქმე შეგიძლიათ შეასრულოთ იდეალურად, არაფერზე აიშალოთ ნერვები და სამუშაოც კარგად აეწყობა. მოკლედ, ორივე ტიპის ფანარს სრულ რეკომენდაციას ვუწევთ, თქვენ რომელიც უფრო გეკომფორტულებათ, ის შეიძინეთ.

კიდევ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

ახლა კი უშუალოდ მახასიათებლებზე გადავიდეთ. პირველ რიგში, ყურადღება სიმძლავრესა და ნათების მანძილს მიაქციეთ. ეს ორი მახასიათებელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათზე მთელი სამუშაო პროცესია დამოკიდებული. თუ გსურთ, რომ ფანარმა დიდი ტერიტორია გაანათოს, მაშინ რაც შეიძლება მაღალი მონაცემების მქონე უნდა შეიძინოთ, სხვა შემთხვევაში კი საშუალო მაჩვენებლიანი ხელსაწყოც სრულიად საკმარისია.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს ?

იმით დავიწყოთ, რომ Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და საუკეთესო მომსახურებას გთავაზობთ. ჩვენთან უმაღლესი ხარისხის ინსტრუმენტებს ხელმისაწვდომ ფასად გადააწყდებით და კომფორტული მიტანის სერვისითაც ისარგებლებთ. დიახ, სასურველი ნივთების შესაძენად, მაღაზიაში წასვლა, რიგში დგომა და სხვა დამღლელი პროცედურების გავლა არ გჭირდებათ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც.   

LEDEX-22128 ფანარი 7W LED 20hrs

Ledex - ის ფანარი განათების სიმძლავრით, გამძლე ელემენტითა და ნათების მანძილით გამოირჩევა. ინსტრუმენტი ყველა საჭირო უნარს ფლობს იმისთვის, რომ თქვენს გვერდით ნებისმიერ დროს იგულოთ. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი დაგეხმარებათ და პრობლემას სწრაფად აღმოფხვრით.

LEDEX fanari

  • ბრენდი - LEDEX       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:275lm სუსტი ნათება:94lm 
  • ნათების მანძილი - 250m     
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:5 სთ სუსტი ნათებით:20 სთ         
  • ელემენტი - 4V 4000mAh     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ         
  • ზომა - 226X126X148mm       
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4869141422128         
  • წონა (კგ) - 0.95         
  • სიმძლავრე (W) - 7   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

უპირატესობები:

  • განათების სიმძლავრე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მუშაობის ხანგრძლივობა
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლე ელემენტი
  • სიმსუბუქე

LEDEX-23115 ფანარი თავზე დასამაგრებელი 5W LED 35hrs

როდის იყო Ledex-ი მხოლოდ ერთ ხელსაწყოს გვთავაზობდა? თუ პირველი ინსტრუმენტი თქვენს საჭიროებებს ვერ მოერგო, იქნებ ეს კონკრეტული ფანარი უფრო მოგეწონოთ. ხელსაწყოს გამძლე ელემენტი აქვს, ძლიერი და სუსტი ნათებით გამოირჩევა, ასევე 250m მანძილს ანათებს, ეს კი საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

LEDEX fanari

  • ბრენდი - LEDEX       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:295.6lm სუსტი ნათება:120.4lm         
  • ნათების მანძილი - 250m     
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:10 სთ         
  • ელემენტი - 4V 2000mAh     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ         
  • ზომა - φ95X100mm   
  • მასალა - პლასტმასი
  • დამატებითი მახასიათებლები - თავზე დასამაგრებელი
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4869151423115         
  • წონა (კგ) - 0.45         
  • სიმძლავრე (W) - 5   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

უპირატესობები:

  • ერთ წლიანი გარანტია
  • თავზე დამაგრების ფუნქცია
  • კომპაქტური ზომა
  • მაღალი სიმძლავრე
  • გამძლეობა

LEDEX-01137 ფანარი 3W LED 120Lm 4hrs

მესამე ტიპის ფანარი ძალიან მსუბუქი და კომპაქტურია, რაც კიდევ უფრო მარტივს ხდის გამოსაყენებლად. ინსტრუმენტს ორგვარი ნათება აქვს: ძლიერი და სუსტი. თუ გინდათ უფრო სხვა სტილის ფანრები, საიტს კიდევ გადაავლეთ თვალი.

LEDEX fanari

  • ბრენდი - LEDEX       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:120lm სუსტი ნათება:40lm 
  • ნათების მანძილი - 150m     
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:4 სთ           
  • ელემენტი - 4V 900mAh       
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ         
  • ზომა - φ78*230mm   
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4869151401137         
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 3   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

უპირატესობები:

  • გამძლე მასალა
  • ნათების მანძილი
  • დიდხანს მუშაობის უნარი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება