რა სახის სამუშაოებს შეასრულებთ მოტობლოკის დახმარებით |
რა სახის სამუშაოებს შეასრულებთ მოტობლოკის დახმარებით |
მოდით, ამჯერად პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ყოველგვარი შესავლების გარეშე, სათანადო წარმოდგენა დასაწყისშივე რომ შეგვექმნას, რას წარმოადგენს მოტობლოკი, შემდეგ კი ყველაფერს უფრო დეტალურად
გრუნტის პირველადი დამუშავების ოპერაციები:
- ფრეზირება - ნიადაგის ფრეზით;
- ხვნა;
- კულტივაცია
თესვა და რგვა:
- მარცვლეულისა და სხვა კულტურების თესლის თესვა;
- კარტოფილის, სხვა ბოლქვოვანი მცენარეების თესვა;
ნათესების მოვლის კომპლექსური სამუშაოები:
- მარგვლა;
- სარეველა მცენარეებთან ბრძოლა;
- გამეჩხერება;
- მიწის შემოყრა;
- მინერალური სასუქების შეტანა...
ბალახის თიბვის სამუშაოები;
ტვირთის ბუქსირება;
ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები...
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არის იმ შესაძლებლობების არასრული, ძალიან მცირე ჩამონათვალი, რასაც ხელის ტრაქტორი უმკლავდება.
როგორც წესი, მოტობლოკის შერჩევის დროს შემდეგ ძირითად პარამეტრებს ითვალისწინებენ: მიწის ფართობი და სამუშაოების სახეობა.
ტექნიკის არასათანადო ექსპლუატაცია მოტორის სწრაფად ცვეთას იწვევს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გრუნტის ტიპსაც. ზედმეტად მყარი ნიადაგი, რომელიც მრავალი წელი დამუშავების გარეშე იყო მიტოვებული, მძიმე ტექნიკით უნდა დამუშავდეს, ვინაიდან დიდია ალბათობა, რომ მოტობლოკს ძალიან მალე დააზიანებს.
ყურადღება უნდა მიექცეს მოტორს, გადაბმულობას (ე.წ. სცეპლენია), სიჩქარეს, მართვას, წონას. გრუნტის დამუშავების ხარისხზე მოქმედებს ფრეზის ჩაღრმავება და კულტივაციის სიგანე. ასევე, დანადგარის შერჩევისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ნაკვეთის ფართობი, არამედ ხეებს შორის არსებული მანძილი.
საბოლოო ჯამში, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ შესაძლებლობების გათვალისწინებით, აბსოლუტურად მისაღები ფასი აქვს. ამასთან ერთად, გამორჩეულია წარმადობით, შეუძლია უამრავი ფუნქციის შეთავსება, რაზეც ზემოთ, პრინციპში, საკმაოდ დეტალურად უკვე ვისაუბრეთ.
რთული საქმისა და დიდი ტერიტორიის კულტივაციისთვის იდეალურია მძლავრი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ დიზელის მოტობლოკი ბენზინისაზე მძლავრია ხოლმე, უფრო ხშირად მაინც ბენზინზე მომუშავე მოდელს ყიდულობენ. სეზონური გამოყენებისთვის და ასევე, საშუალო ფართობის დამუშავებისთვის სწორედ ბენზინის მოდელია უმჯობესი და ფასითაც ბევრად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება აქტიურ და ყოველდღიურ საქმიანობას, დიდი ფერმებისთვის დიზელის ვერსია ჯობიაო, საქმეში ჩახედული ხალხის რჩევაა...
მოტობლოკის მოდელები წონის მიხედვით სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველში შედის ზემსუბუქი და მსუბუქი მოდელები, რომელთა წონა 40 კილოგრამამდე მერყეობს. საშუალო კატეგორიაა მოდელები 40-დან 80-90 კილოგრამამდე, ხოლო მესამე, მძიმე კატეგორიაში უკვე ადგილს იკავებენ მოდელები, რომელთა წონაც 90 კილოგრამს აღემატება. მძიმე ტექნიკის მასა შესაძლოა, 350 კილოგრამსაც აღწევდეს და როგორც წესი, დიდ მეურნეობებში, საკმაოდ რთული დავალებების შესასრულებლად გამოიყენება.
მოტობლოკის სიჩქარეების დიდი რაოდენობა საშუალებას იძლევა, გარკვეული სამუშაოები კიდევ უფრო იოლად და კომფორტულად შესრულდეს. მაგალითად, პირველი სიჩქარე უნდა იყოს ნელი და რაც შეიძლება მაღალი ბრუნვის, მყარი და მკვრივი ნიადაგის ხარისხიანი დამუშავებისთვის.
მოტობლოკის სიჩქარეთა გადაცემის კოლოფებს შეიძლება ჰქონდეს: 2+1 - ორი წინა და ერთი უკანა სიჩქარე, 3+1 - სამი წინა სიჩქარე და ერთიც - უკანა. ასეთი ვარიანტი საკმაოდ ხშირად გვხვდება. ასევე, 4+2 - ანუ ოთხი წინა და ორი კი - უკანა სიჩქარე, რაც ყველაზე უფრო რთული ოპერაციების შესრულების საშუალებას იძლევა.
უკანა სიჩქარის არსებობა მოტობლოკს უფრო მანევრირებადს ხდის და ხელს უწყობს, შეზღუდულ სივრცეებშიც იმუშაოს.