რა შემთხვევაში გამოიყენებთ შალაშინს? |
რა შემთხვევაში გამოიყენებთ შალაშინს? |
შალაშინის გარეშე საქმე არ კეთდება. უფრო მართებულად კი ასე იქნება: ინსტრუმენტის გარეშე ხესა და ბეტონზე მუშაობა შეუძლებელია. ამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია. ხელსაწყო აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ ამ ორ მასალასთან გაქვთ შეხება. ელექტრო შალაშინი საბოლოო შტრიხებს ავლებს და საქმე ბოლომდე მიჰყავს. ხისა და ბეტონის ზედაპირს ამუშავებს, მასალას ზედმეტ დანამატებს აცლის, ხვეწს და საქმეს პროფესიონალურად ასრულებს. ჩამოთვლილებიდან გამომდინარე, ალბათ, ეჭვიც აღარ გეპარებათ, რომ სალაშინი თქვენს თაროზე ადგილს იმსახურებს. თუ კი ამ სფეროში ხართ, ისედაც გეცოდინებათ და თუ დამწყები ბრძანდებით, უმჯობესია გაითვალისწინოთ და ჩვენთან ერთად შეარჩიოთ.
უხარისხო ხელსაწყო ერთი დიდი თავის ტკივილია. ნებისმიერი ინსტრუმენტის შემთხვევაში ასეა და რა გასაკვირია, რომ შალაშინზეც იგივე წესი მოქმედებს. დაბალი რესურსების მქონე ხელსაწყო, მარტივად გაცვეთასა და ბევრ წვალებას ნიშნავს. ასეთი ამბისთვის არავინ გვემეტება, ამიტომ, ჩვენთან მხოლოდ ხარისხიან ხელსაწყოებს გადააწყდებით. გარდა ამისა, არსებობს წესები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. სწორედ ამ ყველაფერზე დაყრდნობით უნდა შეარჩიოთ შალაშინი. თუ რა მონაცემებზეა საუბარი, ახლავე მოგახსენებთ.
ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელიაო და არც ჩვენ უარვყოფთ. დიახ, ზუსტად ასეა და აუცილებელია, რომ ამ მონაცემს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. წარმოიდგინეთ, არასწორად შერჩეული ინსტრუმენტი როგორ უკან დახევს საქმეს. ისე ვერ იმუშავებს, როგორც საჭიროა და ყველაფერს სანახევროდ შეასრულებს. მსგავსი უსიამოვნება რომ თავიდან ავირიდოთ, ამისთვის საჭიროა სიმძლავრე გავაკონტროლოთ. მოკლედ, საკითხი შემდეგნაირად დგას: თუ შალაშინი ხანგრძლივი დროით გჭირდებათ და ყოველდღე იყენებთ, მაშინ მაღალი მონაცემების მქონე ხელსაწყო დაგჭირდებათ. არსებობს მეორე შემთხვევა, როცა დროგამოშვებით გჭირდებათ და ისიც მსუბუქი საქმისთვსი, ასეთ სიტუაციაში დაბალი სიმძლავრე საქმეს თავს კარგად ართმევს. ძირითადად, სწორედ ამის გამო უნდა მიაქციოთ სიმძლავრეს ყურადღება. სულ ეს არის, მარტივად გადასაჭრელი საკითხია.
ყველა ხელსაწყო სხვადასხვანაირად მუშაობს, ზოგი ზედაპირულად, ზოგიც მასალას მეტად ღრმად ამუშავებს. პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ როგორი სახის ხელსაწყო გჭირდებათ. Holst.ge - ზე ყველანაირი ტიპის სალაშინია, მთავარია ზუსტად მოარგოთ თქვენს სამუშაოს. თუ კი საქმე ზედაპირულია, ასეთი ინსტრუმენტები მრავლად გვაქვს და რამდენიმეს დეტალურადაც განვიხილავთ. გარდა ამისა, სიღრმისეულად მომუშავე ელექტრო შალაშინიც ბევრი მოიძებნება. მოკლედ, ჩვენთან ყველაფერს იპოვით, მთავარია მონაცემებს ყურადღებით გადახედოთ და ხელსაწყოები მახასიათებლებზე დაყრდნობით შეარჩიოთ.
კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი ბრუნვის სიჩქარეა. აქ კი შეეცადეთ ისე იხელმძღვანელოთ, როგორც სიმძლავრეზე. რაც უფრო რთული საქმე იქნება, მით მეტი ძალა დასჭირდება. შრომატევადი სამუშაოებისთვის, უპირატესობას მაღალი ბრუნვის სიჩქარის მქონე ინსტრუმენტს ანიჭებენ. სწორიცაა, რადგან ასეთი სალაშინი საქმეს უკეთ ასრულებს. დაბალი მონაცემები კი, მსუბუქ სამუშაოზეა გამოსადეგი. ამ შემთხვევაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა არ არის, თუმცა, რთულ საქმეს ვერ შევატოვებთ.
ზოგიერ ელექტრო შალაშინს დამატებითი ნივთები მოყვება, რაც მხოლოდ კარგის ნიშანია. ხელსაწყოები მეგზურობას სხვადასხვა სიტუაციაში გაგიწევთ და სირთულეებიც მარტივად დაიძლევა. რა ნივთებს მოიცავს კომპლექტი ? ესენია: დანა ორმხრივი საჭრელი პირით, პარარელური მიმართველი, გადამყვანი მტვერსასრუტისთვის, მტვრის შემგროვებელი და სამი ცალი სახეხი ფურცელი. ყველა ხელსაწყოს კომპლექტაცია არ ახლავს, ან თუ მოყვება, ჩამოთვლილი ნივთებიდან, მხოლოდ რამდენიმეს მოიცავს.
შესანიშნავი ამბები უნდა გამცნოთ, Holst.ge - ზე უამრავი უპირატესობით ისარგებლებთ. პირველ ადგილს სახლიდან გაუსვლელად შეძენა იკავებს. დიახ, ნივთები თქვენთან თავად მოდის. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ხელსაწყოებს საიტიდან იწერთ. ეს კი დიდი კომფორტია, რადგან დროს ზოგავთ და თავიდან ირიდებთ უსიამოვნო მოვლენებს, მაგალითად, რიგში დგომას და ა.შ. რაც შეეხება საკურიერო მომსახურებას, 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასოა და სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. გამოდის რომ მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის რომელ ქალაქში ხართ, ჩვენ ყველგან მოგწვდებით და ნივთებს უვნებლად ჩაგაბარებთ. უპირატესობებს შორის ეწერება, ხარისხიანი ბრენდები და ხელმისაწვდომი ფასი. Holst.ge- ზე საქმე ამ მხრივაც კარგადაა. ჩამოთვლილების გარდა, კიდევ ბევრი წვრილმანია, რომელიც დადებით თვისებებს გვმატებს და უმჯობესია, თავად აღმოაჩინოთ.
Dewalt- რომ ბევრი ქება არ სჭირდება, ხომ იცით?! დიახ, ნამდვილად ასეა, რადგან ერთი შეხედვითაც ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოდელს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მძლავრია და ნებისმიერ საქმეზე შეგიძლიათ დაიხმაროთ. მარტივ სამუშაოს სწრაფად ასრულებს და არც რთულს თაკილობს. მასალას საკმაოდ ღრმად და სწრაფად ამუშავებს, რადგან ბრუნვის სიჩქარე და სხვა მონაცემები ამაში ხელს უწყობს. ინსტრუმენტს დანა, პარალელური მიმართველი და მტვერსასრუტის გადამყვანი მოყვება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown - ის შალაშინს გამძლე ელემენტი აქვს და დიდხანს მუშაობს. ხელსაწყო მაღალი ბრუნვის სიჩქარითა და სიმძლავრითაა აღჭურვილი. სხვა მონაცემებიც მწყობრში აქვს და მწვერვალების დასაპყრობად სრულ მზადყოფნაშია. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტი მხოლოდ მუშაობის დროს ვლინდება, საგარანტიო ტალონი კი სწორედ ამიტომ ახლავს. პრობლემის შემთხვევაში შალაშინს სერვის ცენტრში მიიტანთ, გარანტიასაც წარადგენთ და ყველაფერი მარტივად მოგვარდება, ინსტრუმენტს შეაკეთებენ ან ახლით ჩაგინაცვლებენ.
უპირატესობები:
Holst.ge - ზე ერმანეთზე უკეთესი ხელსაწყოებია. ამჯერად, ოდნავ სხვანაირ შალაშინს წარმოგიდგენთ. Crown - ის ინსტრუუმენტი საშუალო სირთულის საქმეზე გამოგადგებათ. ხელსაწყოს მტვრის შემგროვებელი და სახეხი ფურცლები მოყვება. გარდა ამისა, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
აი, Black and decker - ის შალაშინი ნამდვილად მსუბუქი საქმისთვისაა განკუთვნილი. ასე მონაცემებზე დაყრდნობით ვამბობთ. სიმართლე ითქვას, ხელსაწყო შედარებით დაბალი სიმძლავრისაა და მარტივ საქმეს ალღოს უკეთ უღებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ერთი არაჩვეულებრვი ფუნქცია აქვს, მისი დაერთება მტვერსასრუტზეც შეგიძლიათ.
უპირატესობები: