რა სხვაობაა ბარომეტრსა და მანომეტრს შორის?

ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე რომ ნერვებს უშლიდა ფოსტალიონს, ხომ გახსოვთ? ჰოდა, დაახლოებით ასეთივე ნერვების მომშლელი ხელსაწყოებია ბარომეტრი და მანომეტრი - ზედმეტად ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, ამ ამბავსაც მოევლება. ესე იგი, ბარომეტრი გახლავთ ხელსაწყო, რომლის დანიშნულება ჰაერის წნევის შესწავლა, შეფასება და ინფორმაციის ადამიანისთვის მიწოდებაა. მოკლედ, ბარომეტრი გახლავთ ჰაერის წნევის საზომი. რაც შეეხება მის „ნათესავ“ მანომეტრს, იგი დახშულ სივრცეში გაზის ან სითხის წნევას ზომავს.

ვიზუალურადაც კი ხელსაწყოები ლამის „კაპიროვკით არიან გადახატულები“ და ბევრიც ბარომეტრს მანომეტრს უწოდებს, მანომეტრს - ბარომეტრს.

მოკლედ, ამით დიდად არც არაფერი ფუჭდება, სულ რამდენიმე ბგერაშია სხვაობა, მით უმეტეს, ხელსაწყოების მუშაობის პრინციპი ერთმანეთის მსგავსია.

რა სარგებლობა მოაქვს ბარომეტრს?

ალბათ, ჯერ იმის თქმა ჯობს, რომ ბარომეტრი სხვადასხვა სახის არსებობს. კერძოდ, დაბალი და მაღალი წნევის. ჩვეულებრივ, ხელსაწყო მოთავსებულია მცირე ზომის კორპუსში, რათა მისი მოხმარება კომფორტული იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ მეცნიერება ერთ ადგილზე არ დგას, სულ წინ მიდის, უკვე არსებობს მანომეტრების სახეობა, რომელსაც დამატებული აქვს ტემპერატურის სკალა - თერმომეტრი, ვაკუუმმეტრი და ასე შემდეგ.

უმცირეს დეტალებში ჩასვლას, ახლა ის ვთქვათ, რომ ხელსაწყო მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია ნებისმიერი ავტომოყვარულისთვის, ან გნებავთ, მოყვარული სულაც არ იყოს, მაგრამ საჭესთან უწევდეს ჯდომა.

ავტომობილებში, რომლებსაც საბურავში წნევის კონტროლის სისტემა არ აქვთ, პროფილაქტიკისთვის მიზანშეწონილია კვირაში ერთხელ მაინც, ან შორეული მგზავრობის წინ, საბურავებში არსებული წნევა შემოწმდეს. იმისთვის, რომ ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრა აღმოვაჩინოთ, სულაც არ არის სავალდებულო, პროფესიონალური ხელსაწყო შევიძინოთ, მარტივიც კი თავის საქმეს სათანადოდ შეასრულებს.

როგორ შეარჩიოთ საჭირო ბარომეტრი?

საბურავებში წნევის გასაზომი ხელსაწყოს შერჩევისას, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ საშუალო საფასო კატეგორიის ხარისხიან მოდელს. იაფფასიანი მოდელის შეძენა არც ისე გონივრულია, რადგან დაბალი სიზუსტე სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ. ამასთან, არც ძვირადღირებულის შეძენა იქნება რაციონალური.

ბარომეტრი უნდა შეირჩეს ისე, რომ საჭირო სამუშაო წნევა ხვდებოდეს ხელსაწყოს მიერ მაქსიმალურად გასაზომი ნიშნულის 1/3 და 2/3 დიაპაზონში. თუკი სამუშაო წნევა 1/3-ზე ნაკლებია, მოსალოდნელია დიდი ცდომილება, ხოლო თუკი 2/3-ს აჭარბებს, მოწყობილობა დიდი დატვირთვით იმუშავებს და შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს;

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • ტექნიკურ მახასიათებლებს და თქვენს მოთხოვნებთან მათ თავსებადობას;
  • ხელსაწყო ახალი უნდა იყოს. ყოველთვის შეიძლება გამოშვების თარიღის დადგენა, ვიდრე შეიძენთ;
  • უმჯობესია, შეიძინოთ სანდრო მომწოდებელთან, როგორიც, დიახ, ნამდვილად არის Holst.ge, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.

არ შეიძლება ხელსაწყოს გამოყენება, თუკი შემდეგი დეფექტები აქვს:

  • დაზიანებულია შუშა, რომლის მიღმაც მოწყობილობის ისარი მდებარეობს;
  • არ აქვს შემოწმების პლომბი ან შტამპი, გასულია ექსპლოატაციის ვადა;
  • წნევის გაზომვის შემდეგ, ისარი საწყის ნულოვან ნიშნულთან არ ბრუნდება;
  • საბურავზე მიერთებისას ისარი არ მოძრაობს, ან პირიქით, ნიშნულებზე ზედმეტად სწრაფად ხტება.

საუბარი იმით დავასრულოთ, რომ საბურავი ავტომობილის ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გამართულობასაც მუდმივი კონტროლი სჭირდება, ხოლო ბარომეტრი ის ხელსაწყოა, რომელიც ამ დავალების შესრულებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

აბა, მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!

TOLSEN TOL1613-73193 ჰაერის წნევის საზომი 40cm

Tolsen haeris wnevis sazomi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • ზომა - 1/4''
  • შტრიხკოდი - 6933528773214
  • წონა (კგ) - 0.4
  • მოცულობა - 0-12bar&0-170psi

CROWN CT38007-ბარომეტრი

Crown barometri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • ზომა - 65-120mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - CT38007
  • წონა (კგ) - 0.4
  • წნევა - 0-4 bar

STANLEY STHT80874-0 წნევის საზომი ციფრული

STANLEY barometri

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • შტრიხკოდი  - 3253560808747
  • წონა (კგ) - 0.095
  • მოცულობა - 3-150psi, 0.21-10.5Kg/cm2, 0.2-10.3Bar and 20.7-1034Kpa

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება