რა სხვაობაა ბენზინსა და დიზელზე მომუშავე გენერატორებს შორის და რომელია უკეთესი?

სიბრაზე - როცა მეორე დღეა, სიბნელეში ზიხარ, მეზობელს კი დენი არ გათიშვია;

შური - როცა დენი არც მეზობელს აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, აქვს გენერატორი;

წინდაუხედაობა - ერთი ჭიქა ჩაი რომ დალიო, მთელ ჩაიდანს ადუღებ, მით უმეტეს, თუ ეს ჩაიდანი გენერატორის წყალობით გაქვს ჩართული...

სიბრაზეცა და შურიც იქით გადავდოთ, მაგრამ რაც შეეხება წინდაუხედაობას, გენერატორთან მიმართებაში მსგავსი რომ არაფერი დაგვემართოს, აგერ, ჩამოვსხდეთ 3-4 წუთი და დავილაპარაკოთ გულისყურით.

კერძო სახლში მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროს არსებობა და პრინციპში, არა მხოლოდ კერძო სახლში. გენერატორის შერჩევისას, პირველ რიგში, უნდა დავაზუსტოთ, ამ დანადგარის რომელი მახასიათებელია ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს პირობებში:

  • სიმძლავრე;
  • მასა;
  • გაბარიტები;
  • მუშაობის დრო;
  • ხმაურის დონე;
  • ჩართვის სიმარტივე;
  • რეზერვის ავტომატურად ამოქმედების შესაძლებლობა;
  • ღირებულება.

გენერატორის სიმძლავრე - პირველია, რაზეც შეძენისას საფუძვლიანად უნდა დაფიქრდეთ. საჭირო სიმძლავრის გამოთვლა მარტივად ხდება: უნდა დაიანგარიშოთ ელექტრომოწყობილობების საერთო სიმძლავრე, რომლებიც გენერატორის მეშვეობით უნდა ამუშაოთ.

სიმძლავრის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია გენერატორის ძრავა. საწვავის ტიპის მიხედვით, გენერატორები შემდეგნაირად იყოფა: ბენზინისა და დიზელის.

დიზელის გენერატორი

დიზელზე მომუშავე გენერატორის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ბენზინთან შედარებით, ნაკლებ საწვავს მოიხმარს. მეორე თავისებურება ფასია: ბენზინთან შედარებით, დიზელის გენერატორი დაახლოებით ორჯერ ძვირი ღირს.

დიზელის გენერატორი აქტუალურია უფრო იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ენერგიის მუდმივი წყარო.

თუკი დანადგარი უნდა გამოიყენოთ როგორც კვების ავარიული წყარო, უმჯობესია, არჩევანი ბენზინის მოდელზე გააკეთოთ.

ბენზინის გენერატორი

პირველ რიგში, ბენზინზე მომუშავე გენერატორები გაცილებით ნაკლები წონის არის და რაც მთავარია, იაფია.

ძრავის დაცვის თვალსაზრისით, ყველა მოდელს არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიც ზეთის კონტროლის სენსორია. სენსორი არ დაუშვებს ძრავის ამუშავებას, როცა კარტერში ზეთის დონე დაბალია.

ზოგადად, პერიოდულად მოტორის ზეთის კონტროლი და გამოცვლა აუცილებელია.

გენერატორის ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე

პრაქტიკულად ყველა გენერატორს ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი აქვს: ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე:

  • ნომინალური - ეს არის გენერატორის რეალური (სამუშაო) სიმძლავრე. ნომინალური სიმძლავრის ფარგლებში, დანადგარს საკმაოდ დიდხანს მუშაობა შეუძლია, თუ დავაზუსტებთ, იქამდე, სანამ ავზში საწვავი არ გათავდება;
  • მაქსიმალური - მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობას სხვადასხვა მოდელის შემთხვევაში სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს: მუშაობს რამდენიმე წამიდან 20-30 წუთამდე. შემდეგ აქტიურდება თერმული დაცვა და გენერატორი ითიშება.

რამდენი საათი მუშაობს გენერატორი შეუჩერებლად

შევთანხმდეთ, რომ ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ეს იმით აიხსნება, რომ ბაზარზე ერთმანეთისგან განსხვავებული უამრავი დანადგარია წარმოდგენილი, რომელთაც განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლები აქვთ, რაც პირდაპირ მოქმედებს ექსპლუატაციის ეფექტიანობასა და მუშაობის მაქსიმალურ დროზე.

პირველ რიგში, შესვენების გარეშე მუშაობის ხანგრძლივობა დატვირთვაზეა დამოკიდებული, ასევე, გაგრილების სისტემაზე. როგორც წესი, ეს ინფორმაცია ყველა მოდელის ინსტრუქციას ახლავს თან, მაგრამ კანონზომიერება ყველას შემთხვევაში ერთია: რაც მეტია დატვირთვა, მით ნაკლებია მუშაობის ხანგრძლივობა.

ყველაზე მარტივ მოდელს შეუძლია დაახლოებით 10 საათიანი შეუჩერებელი მუშაობა. მძლავრი მოდელების შემთხვევაში, საუბარია მინიმუმ ორჯერ მეტ დროზე.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 2.8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869022156616
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 15 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 196cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 6.5 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 6.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869022002883
  • წონა (კგ) - 90
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 420cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 7.7 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 8.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869002019948
  • წონა (კგ) - 94
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 458cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება