რა სხვაობაა ბეტონის ვიბრატორსა და გრუნტის სატკეპნში და როგორ უნდა შეარჩიოთ ეს ინსტრუმენტები

ერთმანეთისთვის არც მთლად უცხოებზე ვაპირებთ ახლა საუბარს და პრინციპში, არც მთლად ტყუპებზე, თუმცა, მთავარი სათქმელი მაინც ის არის, რომ როგორც ბეტონის ვიბრატორი, ისე გრუნტის სატკეპნი სამშენებლო ობიექტებზე უზომოდ საჭირო და პრაქტიკული ინსტრუმენტებია.

რა სხვაობა და მსგავსებაა მათ შორის და როგორ უნდა შეარჩიოთ, როგორც ყოველთვის, Holst.ge საჭირო და გამოსადეგ მომენტებზე მოგიყვებათ.

სამშენებლო ობიექტი უკვე კი ვახსენეთ და ისევ ამით გავაგრძელოთ: როგორც ბეტონის ვიბრატორი, ისე გრუნტის სატკეპნი სწორედ სამშენებლო ობიექტებზე გამოიყენება, მთავარი დანიშნულება კი ნიადაგისა თუ საშენი მასალის გამკვრივებაა.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ეს ინსტრუმენტები ერთმანეთში ერევათ, სინამდვილეში კი სხვაობა პრინციპულია, რაც ერთგვარად, მათი წარმატებით გამოყენებას განსაზღვრავს.

გარეგნული სხვაობა

ბეტონის ვიბრატორი - ეს არის ვიბრაციული დანადგარი, რომლის დანიშნულებაც საშენი მასალის გამკვრივებაა. ბეტონის ვიბრატორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი სამუშაო „ორგანოა“ - ფართო პლატფორმა.

გრუნტის სატკეპნი - უფრო კომპაქტური ვიბრაციული აღჭურვილობა, რომლის გამოყენებაც განსაკუთრებით მოსახერხებელია თხრილებსა და რთულად მისადგომ ადგილებში. სხვათა შორის, ამ ინსტრუმენტს ბევრი სხვა სახელიც აქვს. მაგალითად, ვიბროფეხი, ვიბროშტამპი, ვიბროქუსლი და ასე შემდეგ.

მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი

ბეტონის ვიბრატორის მუშაობას ლილვი განაპირობებს, რომელიც სამუშაო პლატფორმაზეა დაფიქსირებული და ერთგვაროვანი რყევების გავრცელებას უზრუნველყოფს. წონისა და ძლიერი ვიბრაციის ხარჯზე, ინსტრუმენტი ზედაპირს იმგვარად ასწორებს, როგორც უთო ქსოვილს, რითაც დასამუშავებელ ტერიტორიას ზედმეტ ჰაერსა და ტენიანობას აშორებს.

გრუნტის სატკეპნი განსხვავებულად არის მოწყობილი და მოქმედებაც სხვაგვარი აქვს. კერძოდ, ენერგია დგუშის ვიბრაციულ ბლოკზე გადაიცემა, რომელზეც მცირე, მაგრამ მძიმე პლატფორმაა დამაგრებული. დგუშის უკუქცევით-წინსვლითი მუშაობა ძირის რიტმულ მოძრაობებს უზრუნველყოფს.

ამ ორი მოწყობილობის მთავარი განსხვავება ის გახლავთ, რომ ბეტონის ვიბრატორის გამოყენებისას მასალის გამკვრივება მაღალსიხშირიანი ვიბრაციულ-დარტყმითი ზემოქმედების შედეგად ხდება დიდ ფართობზე, ხოლო გრუნტის სატკეპნის შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაბალ სიხშირიან დარტყმით ზემოქმედებაზე, რომელიც შედარებით მცირე ფართობზე ვრცელდება.

სამუშაო ეფექტი

იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე გვაქვს ანალოგიურ წონასა და დარტყმით ძალაზე, ბეტონის ვიბრატორი და გრუნტის სატკეპნი ზედაპირზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედებენ. დარტყმის ძალის მცირე ფართობზე გავრცელება გამკვრივების უფრო დიდ ეფექტს იძლევა.

ფართო სამუშაო პლატფორმის წყალობით, ბეტონის ვიბრატორით დიდი ტერიტორიის უფრო სწრაფად დამუშავება არის შესაძლებელი. თუმცა, მისი რხევითი მექანიზმი უფრო მეტად ზედა ფენებზე ზემოქმედებს. რაც შეეხება გრუნტის სატკეპნს, ის უკვე დასამუშავებელ ტერიტორიას საფუძვლიანად ამკვრივებს. ერთი კია, დაფარვის ზონა და დამუშავების სიჩქარე მნიშვნელოვნად ნაკლები გამოდის. თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ დარტყმის დიდი ძალა ყოველთვის საჭირო სულაც არ არის.

მაინც რომელი უნდა აირჩიოთ?

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია დასამუშავებელი ტერიტორიის ზომები, ამ ტერიტორიაზე ტექნიკით მანევრირების შესაძლებლობა, მასალის თავისებურებები და სასურველი შედეგი. ასე მაგალითად, დიდ ტერიტორიაზე ვიბროფეხის (გემახსოვრებათ, გრუნტის სატკეპნის ერთ-ერთი სახელია) გამოყენება კი შეიძლება, თუმცა, წარმადობა არც ისე შთამბეჭდავია. ხოლო გზის საფარის დაგებისას, მისი ენერგიული მუშაობით შეიძლება გამოუსწორებელი შედეგიც კი დადგეს. ამ შემთხვევაში, საჭიროა გზის საფარის ფენების თანმიმდევრული და ერთგვაროვანი დატკეპნა ფართო ვიბრაციული ინსტრუმენტის გამოყენებით. დიახ, აქ ბეტონის ვიბრატორი იგულისხმება.

კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, გრუნტის სატკეპნისთვის საუკეთესო პირობებია - რთულად მისადგომი ადგილები, სადაც ბეტონის ვიბრატორით მანევრირება მარტივი საქმე არ გახლავთ. საუბარია, მაგალითად, კომუნიკაციებისთვის საჭირო თხრილებზე, ხიმინჯოვან საძირკვლებზე, სადრენაჟო ღარებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ვიბროფეხის დარტყმის დიდი ძალა გრუნტის სქელი ფენების საიმედო დატკეპნას უზრუნველყოფს. ამდენად, მისი შეცვლა რთულია იქ, სადაც აუცილებელია ზემოქმედება მაქსიმალურ სიღრმეებზე.

დასკვნა

რომელი უკეთესია: ბეტონის ვიბრატორი თუ გრუნტის სატკეპნი? უკაცრავად პასუხია, მაგრამ არც თუ მთლად კორექტული კითხვაა. მსგავსებამ, რომელიც ერთი შეხედვით, მათი დანიშნულებიდან ჩანს, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ორივე ინსტრუმენტი განსხვავებულად არის მოწყობილი და შესაბამისად, ერთმანეთის მსგავსი დავალებები ერთნაირად ვერ შესრულდება. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ უნდა შეარჩიოთ სწორედ ის ტექნიკა, რომელიც თქვენს მიზნებს ყველაზე მეტად უპასუხებს.

ვიბროფეხი შესაფერისია, მაგალითად, გზისპირა სამუშაოებისთვის, საძირკველთან და კედლებთან ახლოს, ჭაბურღილებისა და ხიმინჯების ირგვლივ, ბეტონის ბზარების ბიტუმით შევსებისთვის. ვიბრატორი კი საჭიროა საძირკვლის მომზადებისთვის, საგზაო სარემონტო სამუშაოებისთვის, სათამაშო მოედნებისთვის, ლანდშაფტის გასწორებისთვის და ასე შემდეგ.

როგორც შევთანხმდით, ორივე ინსტრუმენტი საჭიროა, მთავარი ის გახლავთ, რა ტიპის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი - ეს არის და ეს.

TOLSEN TOL1823-86141 ბეტონის ვიბრატორი ბენზინზე 4.8Kw

Tolsen betonis vibratori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ბეტონის ვიბრატორი
  • სიმძლავრე - 4.8kw
  • შტრიხ-კოდი - 6933528783626
  • წონა (კგ) - 23

TOLSEN TOL1818-86102 გრუნტის სატკეპნი დანადგარი ბენზინზე 4.0kw (Honda)

Tolsen gruntis satkepni

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - სატკეპნი
  • სიმძლავრე - 4.0kw
  • ზომა - 50x36cm
  • შტრიხ-კოდი - 6933528783411
  • წონა (კგ) - 63
  • ეფექტურობა - 450m²/hr
  • დატკეპნის სიღრმე - 20cm
  • ვიბრაცია - 5600VPM

TOLSEN TOL1821-86124 ბენზო სატკეპნი 4.0kw

Tolsen benzo satkepni

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - სატკეპნი
  • სიმძლავრე - 4.0kw
  • ზომა - 34.5×28.5cm
  • შტრიხ-კოდი - 6933528783527
  • წონა (კგ) - 81
  • ვიბრაცია - 450-650vpm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება