რა ტიპის სასოფლო-სამეურნეო იარაღები არსებობს?

სასოფლო-სამეურნეო იარაღები მუდამ საჭიროა. ამ ტიპის ხელსაწყოები ნებისმიერ სეზონზე შეიძლება გამოიყენოთ, თუმცა შემოდგომაზე რომ ორმაგად კარგად მოიხმართ, ორი აზრი არ არსებობს. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. სამზთრისთვის მიწა უნდა დამუშავდეს, დაიფოცხოს, გაითოხნოს და ა.შ. ამ საქმეებს კი თავიანთი ხელსაწყოები სჭირდება. ინსტრუმენტების გარეშე, შეუიარაღებელი ხელებით საქმეს ვერ შეასრულებთ, გამორიცხულია. სწორედ ამიტომ, ყველა სამუშაოს თავისი ხელსაწყო უნდა მოუძებნოთ. ამ ყველაფერში ჩვენ დაგეხმარებით, ხარისხიან ინსტრუმენტებსაც გულდასმით შეგარჩევინებთ და მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც მოგაწვდით.

რომელი ინსტრუმენტები მოიაზრება სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების სიაში?

ამ კატეგორიაში რამდენიმე ძალიან გამოსადეგი ინსტრუმენტი მოიაზრება. თითოეული მათგანი სხვადასხვა საქმისთვისაა შექმნილი, ამიტომ, შეძენამდე მონაცემებს კარგად უნდა გადახედოთ და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიოთ კონკრეტული მოდელი. ამ სიაში კი თოხი, ნიჩაბი, ფიწალი და ფოცხი შედის. ყველა ხელსაწყო გამოსადეგია, ოღონდ სხვადსხვა სამუშაოების დროს. სიმართლე რომ ითქვას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას, ოთხივე ინსტრუმენტი შეიძლება დაგჭირდეთ, ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუ ყველას შეიძენთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ ინსტრუმენტების შერჩევისას?

ხელსაწყო მაქსიმალურად უნდა მოირგოთ, რათა მუშაობისას რაიმე დისკომფორტი არ შეგექმნათ. ბევრნაირი სახის ინსტრუმენტი არსებობს, ამიტომ, მონაცემებს კარგად უნდა გადახედოთ და თქვენთვის შესაფერისი იპოვოთ. სასოფლო-სამეურნეო ინსტრუმენტების იმ კატეგორიას, რომელსაც ბლოგში გთავაზობთ, სიმძლავრე, ბრუნვის სიჩქარე და სხვა მსგავსი ტიპის მახასიათებლები არ აქვს. ამ ხელსაწყოების შეფასებისას უფრო სხვა კრიტერიუმებს უნდა დაეყრდნოთ. პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ ზომა. ამ მონაცემების მეშვეობით, მარტივად მიხვდებით, თუ რამდენად დიდი ან პატარაა ინსტრუმენტი. შესაბამისად, იმასაც უპრობლემოდ დაასკვნით, კარგად გამოიყენებთ კონკრეტულ მოდელს თუ უფრო სხვა სახის ხელსაწყო გჭირდებათ. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ტარის სიგრძე. ზოგიერთ ინსტრუმენტს გრძელი ტარი აქვს, ზოგს საშუალო, ზოგსაც შედარებით პატარა. ეს საკითხი უკვე გემოვნების ამბავია. რომლითაც უფრო კომფორტულად იმუშავებთ, ზუსტად ის უნდა აირჩიოთ. მესამე გასათვალისწინებელი მახასიათებელია წონა. სიმართლე რომ ითქვას, მძიმე არცერთი მსგავსი ტიპის ინსტრუმენტი არ არის. თუმცა, მცირედი სხვაობები მაინც არის, ამიტომ, თუ მსუბუქ ინსტრუმენტს ეძებთ, კარგად დააკვირდით წონას.

ორიოდე სიტყვა ხარისხის შესახებ

ერთხმად ვთანხმდებით, რომ ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. უხარისხო ინსტრუმენტს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ასეთი ხელსაწყო საქმეს ვერ ასრულებს და მსგავსი სიტუაცია ვის რაში სჭირდება?! ნამდვილად არავის არაფერში. სწორედ ამიტომ, ბრენდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. მაინც რომელია ასეთი ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო ხაზის ინსტრუმენტები? სად შეიძლება მათი პოვნა? გამძლე და ყველანაირად გამართულ ხელსაწყოებს ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში - Holst.ge-ზე იპოვით. რამდენიმე მათგანს დეტალურადაც განვიხილავთ, თუმცა, მანამდე გეტყვით, რომ საქმე ნამდვილად საუკეთესო ბრენდებთან და ინსტრუმენტებთან გაქვთ. აქედან გამომდინარე, თამამად შეუდექით შერჩევას, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენს ხელთ არაჩვეულებრივი ხელსაწყო იქნება.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ის?

წინა აბზაცში უკვე ვახსენეთ, რომ Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია. მართლაც ასეა და ეს იმის მანიშნებელია, რომ აქ სრული კომფორტი დაგხვდებათ. პირველ რიგში, ეს იმაში გამოიხატება, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. დაივიწყეთ მაღაზიამდე მისასვლელი დამღლელი გზა, საცობი, რიგი და ყველა სხვა მსგავსი უსიამოვნება. ყველაფერი გამარტივდა და დისკომფორტი საჭირო არ არის. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებშიც მოქმედებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ, ერთიანი თანხის არ ქონის შემთხვევაში, განვადებით ისარგებლოთ.

Lux Garden LXG-2639 ფიწალი მინაბოჭკოვანი სახელურით 4

Lux garden-ი სახელგანთქმული ბრენდია. კონკრეტული ფიწალი უმაღლესი ხარისხისაა და მინაბოჭკოვანი სახელური აქვს. ინსტრუმენტი საშუალო სიგრძის ტარითაა აღჭურვილი და კომპაქტური ზომისაა.

Lux-Garden fiwali

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - ფიწალი
  • ზომა - 210x330mm   
  • წონა (კგ) - 2.24         
  • ტარის სიგრძე - 1535mm

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ტარის სიგრძე
  • ზომა
  • კომპაქტურობა

Lux Garden LXG-2943 პლასმასის ფოცხი ხის სახელურით

ფოცხი საჭირო ინსტრუმენტია. სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება. რაც შეეხება Lux garden-ის ამ კონკრეტულ მოდელს, მაღალი ხარისხისაა და მარტივად არ ცვდება. ასევე, კომპაქტური ზომისაა და მარტივად გამოსაყენებელია.

Lux-Garden focxi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - ფოცხი 
  • ზომა - 435x390mm   
  • წონა (კგ) - 1.04         
  • ტარის სიგრძე - 1550mm

უპირატესობები:

  • კომფორტულობა
  • გამძლეობა
  • კომპაქტური ზომა
  • ხელმისაწვდომი ფასი

TOL1786-58002ნიჩაბი ხის მოკლე სახელურით

Tolsen-ის ნიჩაბი მოკლე სახელურითაა აღჭურვილი, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტულობას ანიჭებს. ხელსაწყო ძალიან მსუბუქია და დისკომფორტს არასდროს შეგიქმნით.

Tolsen nichabi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ნიჩაბი 
  • ზომა - 280X235mm   
  • წონა (კგ) - 1.67         
  • ტარის სიგრძე - 1025mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ფუნქციები
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა

STAL TPK003-თოხი+გასაფხვიერებელი პლასტმასის სახელურით

თოხი არანაკლებ საჭირო ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ, ამ კონკრეტულ ხელსაწყოს გირჩევთ. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი და პლასტმასის სახელური აქვს. ასევე, მუშაობისას ძალიან კომფორტულია.

STAL toxi

  • ბრენდი - STAL         
  • პროდუქტის ტიპი - თოხი   
  • წონა (კგ) - 0.8
  • ტარის სიგრძე - 1500mm

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • მაღალი მონაცემები
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება