რა უნდა გაითვალისწინო წყლის ტუმბოს შეძენამდე

წყლის ტუმბოს საჭიროებას არც სეზონი და სხვა ფაქტორი აქვს. ხლსაწყო ნებისმიერ დროს გამოსადეგია. ინსტრუმენტის ფუნქცია წყლის ზედაპირზე ამოტანა ან გადანაწილებაა. ეს კი წელიწადის ოთხივე სეზონზე თანაბრად მნიშვნელოვანია. ზაფხულში წყალი სახლის ყველა კუთხეში საჭიროა. ზამთარში კი საკუთარი ძალებით მოპოვება რთულია. შემოდგომასა და გაზაფხულზეც ყველაფერს ტენი სჭირდება და წყალი მუდამ საჭიროა. ამიტომ, მისი მოპოვება ძვირად რომ არ დაგვიჯდეს, ამისთვის წყლის ტუმბო არსებობს. ინსტრუმენტს გარკვეული სიღრმიდან წყალი ამოაქვს, მეორე ტიპის ტუმბო კი სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს.

რა სახის წყლის ტუმბოები არსებობს ?

გადაკვრით ვახსენეთ და აქვე ნათლად ვთქვათ, რომ ორი სახის ტუმბო არსებობს. კერძოდ, ჩასაძირი და ზედაპირის. რთული გამოსაცნობი არ არის თუ რომელი როგორ საქმეს ასრულებს. ჩასაძირი ტუმბო  ჭის სიღრმეში მონტაჟდება და მთავარი ფუნქცია წყლის ამოტანაა. ამით თავიდან რთულ საქმეს აირიდებთ. საკუთარი ძალით სავსე ჭურჭლის ამოტანა აღარ მოგიწევთ. ზედაპირის ტუმბო კი უკვე გამანაწილებლის ფუნქციას ითავსებს და უკვე ამოტანილ წყალს სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ესეც არანაკლებ კომფორტულია, რადგან სახლის ნებისმიერ კუთხეში უზრუნველყოფილი იქნებით. წყლის ტუმბოს შერჩეევისას ამ განსხვავებას დაუკვირდით. არასწორად შერჩეული ხელსაწყო თქვენს საჭიროებებს ვერ მოერგება. ამიტომ, მახასიათებლები დასაწყისშივე გაითვალისწინეთ.

კიდევ რა განსხვავებაა ტუმბობებს შორის  ?

რა განსხვავებაც უკვე ვთქვით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ყველაფერი ეს არ არის. წყლის ტუმბოები ბევრი სხვა მახასიათებლებითაც განსხვავდება. მაგალითად, ამოტუმბვის სიღრმე. კონკრეტული მახასიათებელი შესაძლოა ერთნაირი იყოს, ან მკვეთრად განსხვავდებოდეს. შემსვლელსა და გამომსვლელსაც ყურადღება მიაქციეთ. მუშაობის სისწრაფესა და ეფექტურობაში ყველა მახასაითებელი მონაწილეობს. ზოგიერთი ტუმბო საწვავზე მუშაობს. აქ კი ავზის მოცულობა ემატება. კვების წყარო ყველას ერთნაირი აქვს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია ნებისმიერ წყლის ტუმბოს მოყვება. კიდევე ერთი საერთო მახასიათებელი ხარისხია. Holst.ge - ზე მხოლოდ გამძლე ხელსაწყოები ერთიანდება.

აქვს თუ არა ხელმისაწვდომი ფასი ?

ხელსაწყოები ამ მხრივაც განსხვავებულია. თუმცა, უმეტესობას ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ღირებულება ბრენდსა და მახასიათებლებზეა დამოკიდებული. მძლავრი და ბევრი ფუნქციების მქონე ტუმბოს, შედრებით მაღალი ფასი აქვს. თუმცა, თუ ასეთი გჭირდებათ, დაბალ ფუნქციური ინსტრუმენტის ყიდვა არ ღირს. ასეთ დროს განვადებით სარგებლობა შეგიძლიათ. თანხას ერთიანად კი არა, ნაწილობრივ გადაიხდით. საშუალო სიმძლავრის ტუმბოებს კი მეტად ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

რატომ არის Holst.ge კომფორტული ?

წყლის ტუმბო დიდი და მძიმე ხელსაწყოა. შესაბამისად, გადაადგილება არც ისე მარტივია. მაღაზიიდან სახლში მიტანა ხშირად დისკომფორტთან ასოცირდება. მითუმეტეს, თუ რეგიონში უნდა წაიღოთ. Holst.ge კი ონლაინ ჰიპერმარკეტია და საკურიერო სერვისით უზრუნველყოფილია. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასო მიტანა ვრცელდება. ამიტომ, ხელსაწყოები თქვენთან უპრობლემოდ აღმოჩნდება. თან სულ რამდენიმე დღეში. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეიძენთ და მრავალფეროვან ინსტრუმენტებსაც იხილავთ.

რომელი ბრენდებია წარმოდგენილი ?

ამჯერად, ორი საუკეთესო ბრენდი გამოვარჩიეთ. საუბარია Schpindel- სა და Leo - ზე. აქ როგორც ჩასაძირ, ასევე ზედაპირის ტუმბობესაც გადააწყდებით. მახასიათებლებში ბევრი განსხვავებაა, თუმცა ხარისხი ყველასთვის საერთოა. ხელსაწყოებს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და ეფექტურობას ხანგრძლივად ინარჩუნებს.

Schpindel - წყლის ტუმბო ბენზინზე 196cc 3" (80mm)

Schpindel - ით დავიწყოთ და უპირველესად სიმძლავრე ვახსენოთ. სიღრმიდან წყლის ამოტუმბვა ჩვეული საქმიანობაა და ეფექტურადაც უმკლავდება. ხელსაწყოსთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი რთულად მოიძებნება. მაღალი სამუშაო რესურსი დიდხანს ამუშავებს და პირვანდელ ძალას უნარჩუნებს. წყლის ტუმბო საწვავით მუშავდება. ავზის მოცულობა კი საკამოდ დიდი, კერძოდ, 3.6 ლიტრია. ტევადობა და სიმძლავრე დასაწუნი არ აქვს. ამას თან ერთვის ამოტუმბვის სიღრმე, 8 მეტრი. მაღალი აქვს შემომსვლელისა და გამომსვლელის მაჩვენებელიც. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. იშვიათ შემთხვევაში თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. ამის წინასწარ გამოცნობა კი შეუძლებელია. მხოლოდ მუშაობის პროცესში მჟღავნდება. თუ კი ასეთი შემთხვევა იქნება, საგარანტიო ტალონი ამ პრობლემას სწრაფად მოაგვარებს.

Schindel wylis tumbo benzinze

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე         
  • სიმძლავრე - 196cc   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 27.34       
  • კვების წყარო - ბენზინი       
  • ავზის მოცულობა - 3.6 l       
  • წარმადობა (Max) - 60.0m3/h
  • სიმაღლე (Max) - 28   
  • შემსვლელი - 80mm(3'')       
  • გამომსვლელი - 80mm(3'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m       
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ამოტუმბვის სიღრმე
  • სიმაღლე
  • ხარისხი

LEO - წყლის ტუმბო ACm150

მეორე წყლის ტუმბო ბრენდ Leo- ს ეკუთვნის და ზედაპირზე მონტაჟდება. მისი ფუნქცია წყლის გადანაწილებაა. ამ საქმეს პირნათლად ასრულებს. თითოეულ  ადგილს მარტივად და სწრაფად ამარაგებს. ინსტრუმენტი გამძლეა და მწყობრიდან მალე არ გამოდის. ეს აუცილებელი პირობაა და ჩამოთვლილი ყველა ტუმბო ასეთია. თუ ხელსაწყოს საკმარისი ამტანობა არ ექნება, მაშინ მუდმივად პრობლემას შეგიქმნით. არავინ იცის რომელი ნაწილი გაუფუჭდება და სულ ამის მოლოდინში ხომ არ იქნებით?! ამიტომ, ყოველთვის ხარისხიანი ტუმბო უნდა შეიძინოთ. Leo- ს ნდობა კი ნამდვილად შეიძლება. ხელსაწყო 22 კილოგრამს იწონის, თუმცა ეს დისკოფორტს არ ქმნის. ტუმბოს გადაადგილება არ გიწევთ. ზედაპირზე ადგილს უცვლელად იკავებს. ასევე, მაღალი აქვს ამოტუმბვის სიღრმე, შემომსვლელი, გამომსვლელი და წარმადობა. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.

LEO wylis pompa

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 1.5kw/2HP       
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 22.8         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 8.4m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 48   
  • შემსვლელი - 31mm(1.25'')   
  • გამომსვლელი - 25mm(1'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • გარანტია

LEO - წყლის ტუმბო QDX1.5-15-0.37A

ზედაპირის წყლის ტუმბოდან ჩასაძირზე გადავინაცვლოთ. ბრენდი ისევ იმავეა. ამჯერად, Leo განსხვავებულ ინსტრუმენტს გთავაზობთ. საშუალო სიმძლავრის ხელსაწყო  ოსტატურად მუშაობს. თქვენი დახმარება საერთოდ არ სჭირდება. ამიტომ, საქმე თამამად მიანდეთ. წყლის პომპას ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. თუ სხვა შემთხვევაში ასე არ იყო, კონკრეტული მოდელი ყველანაირად ხელმისაწვდომია.

LEO wylis tumbo

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო         
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 11.5         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 7.5m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 15   
  • გამომსვლელი - 25mm(1'')

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია
  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • სიმაღლე

Schpindel - წყლის ტუმბო QB60

Schpindel - ის მეორე წყლის პომპა გამძლე მასალისგანაა დამზადებული. ხელსაწყო მსუბუქია, თუმცა დიდი პრობლემა არც სიმძმეა. ამოტუმბვის სიღრმე 8 მეტრი, მაქსიმალური სიმაღლე კი 35- ია. ხელსაწყო მარტივად დასამონტაჟებელია, დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ტუმბოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. წინა მოდელის მსგავსად, მასაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიძენთ. ამისთვის საჭიროა Holst.ge - ის ეწვიოთ.

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 5.97         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 35   
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • მუშაობის სიღრმე
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება