რა უნდა გაითვალისწინო ხელსაწყოების ნაკრების შეძენამდე

ხელსაწყოების ნაკრები ჯადოსნურ ყუთს ჰგავს. ინსტრუმენტები მაგიური ჯოხივით, მუდამ თქვენს გვერდითაა. რთულ წუთებში კი სინათლის სხივს დაგანახებთ, გამოსავალს გაპოვნინებთ. რაც უნდა გამოუვალი მდგომარეობა ჩანდეს, ნაკრებში შემავალი ხელსაწყოები უპირობოდ მოაგვარებს. მერწმუნეთ, ამის დიდოსტატია.

რატომ არ წერია მახასიათებლებში სიმძლავრე ?

ხელსაწყოების ნაკრები სიმძლავრით, სიჩქარითა და მსგავსი თვისებებით არ განსხვავდება. მეტიც, ჩამოთვლილი არცერთი მახასიათებელი არ აქვს. კომპლექტში შემავალი ინსტრუმენტები ხელით სამართავია. ამიტომ, საქმის სისწრაფე თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია კომპაქტური იყოს და რთულ ადგილებსაც მარტივად მიწვდეს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი მარჯვე ხელებზეა.

რა განსხვავებაა ნაკრებებს შორის ?

ხელსაწყოების ნაკრებს სტანდარტული მახასიათებლები არ აქვს, მაგრამ ერთმანეთისგან მაინც განსხვავებულია. ეს კი კომპლექტაციაში შემავალი ინსტრუმენტების წყალობით. მაგალითად, შეიძლება ქანჩის გასაღებების ნაკრები იყოს ან სათადარიგო პირებიც ახლდეს. ანდა, მხოლოდ ინსტრუმენტების კომპლექტი. განსხვავება რაოდენობას შორისაც იკვეთება. შეიძლება 94, 89, 46 ან სულაც 9 ცალიანი ნაკრები იყოს. ამ მხრივ, Holst.ge - ზე ფართო არჩევანია. ყველაზე დიდი რაოდენობის, Schpindel - ის  219 ცალიანი კომპლექტია. მასში უამრავი საჭირო ნივთია მოთავსებული. ამის სანახავად საიტს უნდა ეწვიოთ.

სად გამოიყენებთ ინსტრუმნტების ნაკრებს ?

ხელსაწყოების ნაკრების გამოყენებას კონკრეტული ადგილები არ სჭირდება. ყველგან გამოგადგებათ. ამავდროულად, საჭიროა, როგორც პროფესიონალისთვის, ასევე მოყვარულებისთვის. ინსტრუმენტები დიდი თუ პატარა საქმეებისთვის, ერთნაირად საჭიროა. ფართომასშტაბიანი პროექტებზე აუცილებელიც კია. სახლში შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ. ამიტომ, სულ გვერდით უნდა გქონდეთ.

რა როლს თამაშობს ნაკრების წონა ?

ეს ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში ასეა. რაც უფრო ნაკლებია წონა, მით კომპაქტურია ინსტრუმენტი. თუმცა, ამას ყურადღება სხვა დროს უფრო მიექცევა, ვიდრე ახლა. ხელსაწყოების ნაკრებს მახასიათებლებში საერთო წონა უწერია. თავად ინსტრუმენტები კი ძალიან მსუბუქია. სათითაოდ ჩამოსათვლელად არც კი ღირს. ამიტომ, მთლიანი წონით ანგარიშდება. ერთადერთი პრობლემა შეიძლება კომპლექტის გადაადგილებამ წარმოშვას. თუ შორ გზაზე მიდიხართ და ხელით გადატანა გიწევთ, მაშინ მძიმდება. თუმცა, ალბათ ასეთი შემთხვევა იშვიათი იქნება.

რა დაგხვდებათ Holst.ge - ზე ?

დაახლოებით ოცამდე ინსტრუმენტების ნაკრები, თქვენს განკარგულებაშია. ზემოთ  ჩამოთვლილ განსხვავებებს ბრენდებიც ემატება. ამ მხრივ მრავალფეროვანი არჩევანია. შთაბეჭდილების მოხდენას Tolsen, Stanley  და Schpindel შეეცდება. სამივე მათგანი ხარისხს მაქსიმალურად ინარჩუნებს. ინსტრუმენტები გამძლე მასალისგანაა დამზადებული. ეს კი ყველაფერზე მეტყველებს. არჩევნის მხრივ  შეუზღუდავი ხართ. კომპლექტში შემავალი ხელსაწყოების მაქსიმალური რაოდენობა 219, ხოლო მინიმალური 9 ცალია. რა თქმა უნდა, შუალედებიც მოიძებნება. ამიტომ, რომელიმე მათგანი, თქვენს მოთხოვნებს უპრობლემოდ მოერგება.

რას გთავაზობთ კონკრეტულ ბლოგში ?

ამჯერად, მხოლოდ Tolsen - ის ხელსაწყოების ნაკრებს განვიხილავთ. ოთხი რადიკალურად განსხვავებული კომპლექტი, ბევრი კარგი თვისებით გამოირჩევა. თავად ბრენდი ბაზარზე დიდი ხანია პოზიციონირებს. თუ საქმის პროფესიონალებს ყურს დაუგდებთ, დადებით კონტექსტში მოხსენიებას მრავალჯერ გაიგებთ. სანდოობა კი ხარისხმა ჩამოაყალიბა. Tolsen - ის ნებისმიერი ინსტრუმენტი ასეთია. თვალდახუჭულმა რომ ხელი ნებისმიერს დაადო, კარგის მეტს ვერაფერს იტყვი. ამიტომ, გამონაკლისი არც ხელსაწყოების ნაკრებია.

TOLSEN TOL1672-15145 ქანჩის გასაღბის ნაკრები სათადარიგო პირებით 94

ხელსაწყოების ნაკრები რაოდენობის კლების მიხედვითაა დალაგებული. ასე რომ, ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი, ეს კონკრეტული გამოდის. კომპლექტი 94 ინსტრუმენტს მოიცავს. ნაკრებში ქანჩის გასაღები და სათადარიგო პირები შედის. ასეთი რამ კი სახლში ბევრი მოიძებნება. ქანჩი მრავალ ნივთს სჭირდება, ამიტომ, მისი შეკეთების საჭიროებაც ხშირად ჩნდება. ნაკრებს ბევრი სათადარიგო პირი მოყვება. თითოელი მათგანი ხშირად გამოყენებადია. ერთმანეთისგან კი სრულიად განსხვავევბული. ამიტომ, საჭირო ხელსაწყოს პოვნა, არ გაგიჭირდებათ. რაოდენობა ნამდვილად კარგი უპირატესობაა, მაგრამ ამასთანავე, ზომითაც კომპაქტურია. ასე რომ, ყველა მარტივად გამოსაყენებელია. რაც უნდა იყოს, ხარისხის მაჩვნებელი მაინც უმნიშვნელოვანესია. Tolsen - ის ნაკრები კი ამის დანაკლისს ნამდვილად არ განიცდის.

Tolsen qanchebis nabori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • ზომა - 1/4'';1/2''                     
  • რაოდენობა - 94 ცალიანი ნაკრები
  • წონა (კგ) - 6.5

უპირატესობები:

  • რაოდენობა
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • ზომა

TOLSEN TOL1688-85352 ხელსაწყოების ნაკრები 89ც

ნაკრებში შემავალი ინსტრუმენტების რაოდენობა, თანდათან მცირდება. ამჯერად,  89 ცალიან კომპლექტს წარმოგიდგენთ. ინსტრუმენტებს  წვრილმანი საქმეებისთვის გამოიყენებთ. განსაკუთრებით მაშინ დაგჭირდებათ, თუ სანტექნიკოსი ან მსგავსი პროფესიის წარმომადგენელი ხართ. კომპლექტში შემავალი ინსტრუმენტები ამ საქმის პროფესიონალია. კომპაქტურობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ადგილისთვის გამოდგება.  თუ ონკანი, კარის საკეტი ან მსგავსი რამ შესაკეთებელი იქნება, ყველაფერში დაგეხმარებათ. ამასთანავე, გამძლეობა არ დაგვავიწყდეს. როცა ხელსაწყოს დიდი ძალა აწვება, დაზიანების, გადატეხვის შესაძლებლობა იზრდება. თუ მასალა უხარისხოა, მარტივად ფუჭდება. ჩამოთვლილ ნაკრებებს კი ამის საშიშროება არ აქვს, რადგან მასალა სრულიად ხარისხიანია. პირველთან შედარებით ფასიც მეტად ხელმისაწვდომია.

Tolsen instrumentebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • რაოდენობა - 89 ცალიანი ნაკრები
  • წონა (კგ) - 4.25          

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL34-15138 ქანჩის გასაღების ნაკრები სათადარიგო პირებით 46ც.-იანი

Tolsen კიდევ ერთ ქანჩის გასაღების ნაკრებს გთავაზობთ. პირვლი მოდელისგან რაოდენობა განასხვავებს. ნაკლები, კერძოდ, 46 სათადარიგო პირი მოყვება. ხელსაწყოები ყველანაირად გამართული და გამოსადეგია. კომპლექტი მსუბუქია, ამიტომ, შორ მანძილზე გადაადგილებაც კი უპრობლემოა. ზომა 1/4 - ია. დამატებით კომფორტს სწორედ ეს მატებს. დამაბრკოლებელ ფაქტორად არც ფასი მოგევლინებათ. ხელსაწყოების ნაკრებს საშუალო ღირებულება  აქვს. მხოლოდ 219 ცალინია ნაკრებია შედარებით ძვირი. თუმცა, ამ კონკრეტულ მოდელს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ამიტომ, ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს და თუ უკვე შეძენა გადაწყვიტეთ, Holst.ge - ის უნდა ეწვიოთ.

Tolsen qanchis gasaghebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • ზომა - 1/4''               
  • რაოდენობა - 46 ცალიანი ნაკრები
  • წონა (კგ) - 1.45          

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • გამძლეობა
  • კომფორტულობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

TOLSEN TOL656-85301 ხელსაწყოების ნაკრები 9ც.-იანი

როგორც შეგპირდით, ბოლოს ყველაზე მცირე რაოდენობის ნაკრებს მივადექით. Tolsen - ის კიდევ ერთი კომპლექტი 9 ცალიანია. განხილულ ხელსაწყოებზე შეგვიძლია ვთქვათ, თუ პროფესიულად არ გჭირდებათ, შეიძლება არც გქონდეთ. თუმცა, იმავეს ამ მოდელზე ვერ ვიტყვით. ნაკრებში საზომი და ბევრი ისეთი ხელსაწყო შედის, რომელიც სახლში სულ საჭიროა. სამოყვარულო დონეზეც კარგად გამოიყენებთ. თუ ასეთი საქმიანობით დაინტერესებული ხართ, ამ ინსტრუმენტებზე თავისუფლად გავარჯიშდებით. დარწმუნდებით, რაც გინდათ ის საქმეა, თუ არა. ხარისხი, რა თქმა უნდა, უმაღლესია. ზუსტად ისეთივე გამძლეა, როგორც წინა მოდელები. ამავდროულად, ჩამოთვლილთაგან ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი აქვს. გზა წინაღობებისგან თავისუფალია, ამიტომ, შემდეგ ნაბიჯად Holst.ge - ზე სტუმრობა დარჩა.

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • რაოდენობა - 9 ცალიანი ნაკრები
  • წონა (კგ) - 1.4

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე
  • ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი

რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ხელსაწყოების ნაკრები ?

ხელსაწყოების ნაკრების შერჩევისას, ყურადღება ხელსაწყოებისკენ უნდა მიმართოთ. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. ყველა კომპლექტს სხვადასხვა ინსტრუმენტი მოყვება. რამდენიმე შეიძლება განმეორდეს კიდეც. თუმცა, ძირითადი მასა განსხვავებულია. ამიტომ, საჭიროების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. Tolsen - ის პირველი მოდელი ქანჩის გასაღების ნაკრებია. საცვლელი პირებიც შესაბამისი მოყვება. ასე რომ, მსგავსი საქმიანობისთვის ეს მოდელი უნდა გამოიწეროთ. მაგალითად, ბოლოს განხილული კომპლექტი კი უფრო სხვა საქმისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, სამუშაოს უნდა მოარგოთ და ისე შეიძინოთ.

რატომ Holst.ge ?

Holst.ge მარტივი წესებით თამაშობს. გამართული საიტი, ხარისხიანი ხელსაწყოები, უფასო საკურიერო მომსახურება და სახლიდან გასუვლელად შეძენა. ჩამოთლილი ყველასთვის მარტივია. წესებიც ასეთივეა. ხელსაწყოს არჩევთ, კალათში აგდებთ და თანხას იხდით. დანარჩენზე არ იდარდოთ. ჩვენი კურიერი ნივთს სახლში მოგიტანთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება