რა უნდა გაითვალისწინოთ ბეწვა ხერხის შეძენამდე? |
რა უნდა გაითვალისწინოთ ბეწვა ხერხის შეძენამდე? |
ბეწვა ხერხი ის ხელსაწყოა, ხესა და ბეტონს რომ ამუშავებს და საქმეს გიმარტივებთ. ეს თვისება ნამდვილად აქვს და რომ დავუკარგოთ, არასწორი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ინსტრუმენტის უპირატესობა სწორედ ესაა. უფრო ზუსტად, საქმის სწრაფად და პროფესიონალურად შესრულება. კიდევ ბევრი ისეთი თვისება აქვს, რაშიც ბადალი არ ჰყავს, მაგრამ ეს მაინც გამორჩეულია.
ლობზიკის შერჩევა რთული არ არის, მაგრამ ამისთვის რამდენიმე საკითხში უნდა ერკვეოდეთ. ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რომელ მახასიათებელს მიაქციოთ ყურადღება. ახლა კი რჩევებს სწორედ ამ მიმართულებით გავცემთ. პირველ რიგში, ბეწვა ხერხის სიმძლავრე შეამოწმეთ. ხშირად ხდება, როცა ხელსაწყოს ვიძენთ და მერე აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი საქმისთვის ზედგამოჭრილი არ არის. თქვენთანაც ანალოგიურად რომ არ მოხდეს, ინსტრუმენტი სიმძლავრის მიხედვით შეარჩიეთ. მაგალითად, შესაძალოა მაღალი მონაცემების მქონე ლობზიკი გსურდეთ, ან სულაც დაბალი სიმძლავრეც გამოსადეგი იყოს.
დიდი პროექტზე მუშაობთ და ბევრი საქმე გაქვთ ? ორი აზრი არ არსებობს, აუცილებლად მძლავრი ლობზიკი დაგჭირდებათ. ასეთი ინსტრუმენტი სრულყოფილად დაგეხმარებათ. მასალას უკეთ დაამუშავებს და რაც მთავარია, საქმეს მუდამ პროფესიონალურად შეასრულებს. დღის განმავლობაში დიდხანს მუშაობისთვის, ძალა სჭირდება. სწორედ ამიტომ, ბევრი საქმეს მძლავრი ხელსაწყო უფრო უმკლავდება. არის შემთხვევები, როცა ასეთი ინსტრუმენტი აუცილებელი არ არის და საქმე დაბალი სიმძლავრის ლობზიკითაც კარგად სრულდება. მსგავსი ტიპის ხელსაწყო, ძირითადად, მცირე საქმეებისთვის გამოიყენება. მაგალითად, სახლისთვის იდეალურია, ან თუ დამწყები ხართ, ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ.
ყველაფერი სიმძლავრეს მივაწერეთ, მაგრამ მუშაობის სიღრმეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თითოეულ ხელსაწყოს განსვხავებული მაჩვენებელი აქვს. ამ მახასიათებელზე კი ბევრი რამეა დამოკიდებული. პირველ რიგში ის, თუ რამდენად ღრმად ამუშავებს ხესა და მეტალს. ძირითადად, სამი კატეგორია გამოიყოფა. არსებობს ზედაპირულად მომუშავე ხელსაწყო, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიძინოთ, თუ მასალის მცირედით შესწორება გსურთ. მეორე კატეგორიას საშუალო სიღრმეზე მომუშავე ლობზიკები იკავებს. ასეთ ინსტრუმენტებს კარგად გამოიყენებთ. ბოლოს კი ყველაზე ღრმად მომუშავე ბეწვა ხერხი შემოვიტოვეთ. რა გასაკვირია, რომ ამ კატეგორიის ლობზიკებს არაფერი აშინებს. მასალას გულდასმით ამუშავებს და კმაყოფილს გვტოვებს.
რაც უფრო ბევრი საქმე გვაქვს, მით მეტად ვაფასებთ დროს. გასაფრთხილებელი რამეა და სწორად უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ შეიძლება რომ ნივთები გამოიწეროთ და მაღაზიაში წასასვლელი დრო სხვა საქმეს მოახმაროთ, მართლაც კარგი ვარიანიტია. ამაში Holst.ge, ონალინ ჰიპერმარკეტი დაგეხმარებათ. თქვენ ხელსაწყოს იწერთ და ჩვენ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგვაქვს. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი სრულიად უფასოდ. მხოლოდ რამდენიმე დღიანი ლოდინი და ინსტრუმენტი თქვენთანაა. ასე ბევრად კომფორტულია. მთავარი ის არის, რომ ხელსაწყოები ხარისხიანია და მათი ნდობა შეიძლება. ნებისმიერი ბრენდის შემთვევაში ასეა, რადგან სხვა შემთხვევაში Holst.ge - ზე ვერ მოხვდებოდა.
ამ სასიამოვნო ამბავს დასაწყისშივე გაგიმხელთ. მხოლოდ ერთის კი არა, ოთხი ბრენდის ხელსაწყოებს განვიხილავთ. Bosch, Stanley, Crown და Black and decker გამართულ ინსტრუმენტებს გთავაზობთ. მაღალი სამუშაო რესურსი დიდხანს საქმიანობაში ეხმარება. ეს კი ბეწვა ხერხისთვის უმთავრესია. ხისა და ბეტონის დამუშავება შრომატევადია და შესაბამის უნარებს მოითხოვს. ლობზიკი ყველა სჭირო ფუნქციას ფლობს და გამძლეობა ერთ-ერთია. ამას კი ხარისხი განაპირობებს. მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ჩამოთვლილი ბრენდები კი სწორედ ასეთ პროდუქტს გთავაზობთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, ყველაფერი სიმართლეა.
ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი ხელსაწყო უამრავ საქმეს ითავსებს. Bosch - ის ბეწვა ხერხი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. გემახსოვრებათ, ხელსაწყოები სამი კატეგორიის მიხედვით რომ დავყავით. ამ კონკრეტულ მოდელს კი ყველანაირი საქმე შეუძლია. მონაცემები ამის შესაძლებოლობას ანიჭებს. ინსტრუმენტს როგორც მარტივ, ასევე რთულ სამუშაოზეც კარგად გამოიყენებთ. ხელსაწყო სამი სახის მასალაზე საქმიანობს. ყველაზე ღრმად ხეს ამშავებს, შემდეგ ლითონს და შედარებით ნაკლებად მეტალს. ლობზიკი მძლავრია და ბრუნვის მაღალი სიჩქარე აქვს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება, რომელიც ქარხნული დეფექტის შემთხვევაში დაგეხმარებათ.
უპირატესობები:
Stanley - ის ბეწვა ხერხი კიდევ უფრო მძლავრია. 600W ცოტა არ არის, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ინსტრუმენტი ხესა და მეტალზე მუშაობს. ორივე მასალის შემთვევაში, კარგი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ხეს მაინც გადაწონის და მეტი სიღრმით ამუშავებს. ბრუნვის მაღალი სიჩქარე სისწრაფეში ეხმარება. ხელსაწყო კომაპქტურია და საქმეს ესეც ამარტივებს. ასევე, მაღალია ხერხვის კუთხე აქვს. სწორედ ასეთი უნდა იყოს კარგი ბეწვა ხერხი. Stanley - ის ლობზიკი ამის თვალსჩინო მაგალითია.
უპირატესობები:
Crown ყველასთვის ნაცნობი ბრენდია. როგორც წესი, მომხმარებლებს დადებითად ამახსოვრდებათ. სხვანაირად არც შეიძლება, რადგან ხელსაწყოები გამართული და ხარისხიანია. ზუსტად ასეთივეა ბეწვა ხერხიც. 550W სიმძლავრის ინსტრუმენტი კარგად მუშაობს და სრულყოფილ შედეგს დებს. შესრულებულ საქმეში წუნს ვერ შეიტანთ, ყველაფერს პროფესიონალურად ეკიდება. ხელსაწყო ფერად ლითონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. ასევე, კომპლექტაცაც ახლავს, კერძოდ, საცმი და მტვერსასრუტის ადაპტერი. დამატებითი ნივთები საქმეს გაგიმარტივებთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Black and decker კიდევ ერთი ხარისხიანი ბრენდია. ამჯერად, დაბალი სიმძლავრის ლობზიკს გთავაზობთ. 400W ძალა აქვს და უმჯობესია, თუ შედარებით მარტივ საქმეზე დაიხმართ. სამი სახის მასალას ამუშავებს, კერძოდ, ხეს, ფერად ლითონსა და მეტალს. ასევე, საცვლელი პირი მოყვება. ინსტრუმენტს ხელმსიაწვდომი ფასი აქვს. კონკრეტულ ბეწვა ხერხს სახლისთვის კარგად გამოიყენებთ. თუ კი დამწყები ხართ, ამ შემთხვევაშიც საუკეთესო არჩევანია.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: