რა უნდა გაითვალისწინოთ ელექტრო დრელის შეძენამდე

Holst.ge- ზე ბევრნაირი ხელსაწყო დაგხვდებათ. სხვადასხვა დანიშნულების ინსტრუმენტები კრიტერიუმებად ლაგდება. ზოგიერთი მათგანის შეძენა, მხოლოდ ვიწრო ჭრილში გამოგადგებათ. მაგალითად, შედუღების აპარატი მასალას ერთმანეთთან აერთებს, ამიტომ, ამ საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს დასჭირდებათ. ზოგიერთ ხელსაწყო კი სახლში ყველას უნდა ჰქონდეს. მნშვნელობა არ აქვს პროფესიონალი ხართ თუ არა. ეს ინსტრუმენტი ელექტრო დრელია. სხვა ხელსაწყოების მსგავსად, მასაც კონკრეტული დავალება, კედლის გახვრეტა აქვს.  ეს კი მეტად დაგჭირდებათ, ვიდრე სხვა საქმიანობისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები.

რაში გამოიყენებთ ელექტრო დრელს ?

ელექტრო დრელის ფუნქცია კედლის გახვრეტა და დანგრევაა. სახლის კუთხეში ნებისმიერი ზომის ფორმას ამოჭრით. რაც მთავარია, კედლის ძირითადი ნაწილის დაუზიანებლად. სწორედ ამიტომ, მუდმივად შეგძლიათ ნახატებს ადგილი შეუცვალოთ, ან დამატებითი დეკორაციებით გააფორმოთ. ნივთების კედელზე დამაგრება პრობლემა აღარ იქნება. ალტერნატიული ინსტრუმენტები ფუნდამენტსაც აზიანებს. ახალგარემონტებულ კედელს კი იერსახეს უცვლის. მსაგვსი სურათი რომ თავიდან აიცილოთ, დრელი გჭირდებათ. გარდა კედლის უბრალო გახვრეტისა, ხელსაწყოს მისი ჩამონგრევაც შეუძლია. აქ მთავარი უკვე სიმძლავრეა. მაღალი მონაცემების მქონე ხელსაწყო, ამ საქმესაც ოსტატურად ასრულებს.

რომელი ბრენდია საუკეთესო ?

ერთი არა, მაგრამ რამდენიმე საუკეთესო ბრენდი უკვე თქვენს ხელთაა. Bosch, Dewalt, Stanley, და Crown ხარისხის გარანტია. გარდა ამ უკანასკნელი მახასიათებლისა, ყველას სხვადასხვა თვისება აქვს. განსხვავებაა სიმძლავრეში, სიჩქარესა და დანარჩენ მაჩვენებლებში. გამძლე დრელები სამუშაო მოტივაციასაც ზრდის. კომპაქტური ინსტრუმენტის გამოყენება არ დაგღლით, არამედ პირიქით. კომფორტული ხელსაწყოთი მუშაობას კი არაფერი სჯობს.

BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 700W GSB 1600 RE

უკვე დიდი ხანია Bosch წარმატებული ბრენდია. წლებია სავაჭრო ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს. ეს კი ხარისხიანი პროდუქტის დამსახურებაა. ელექტრო დრელის შემთხვევაშიც უცვლელი სურათია. ამასთანავე, ინსტრუმენტი 700W სიმძლავრისაა. ამიტომ, დრელს არა მხოლოდ  გახვრეტა, არამედ კედლის ჩამონგრევაც შეუძლია. ძლიერ დატვირთვას კარგად უძლებს და დიდხანს მუშაობს. ხელსაწყო ბეტონის, ხისა და მეტალის მასალისთვის გამოიყენება. თითოეულს სხვადასხვა სიღრმით ხვრეტს. ყველაზე მეტად ხესთან, ხოლო ნაკლებად, მეტალთან ურთიერთობს. კომპლექტაციაში ქეისი, დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი  ახლავს. სიმსუბუქე კიდევ ერთი უპირატესობაა. ხელსაწყო ერთდროულად  ხარისხიანი, მძლავრი და კომპაქტურია.

Bosch dreli

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 701W
  • გარანტია - 1 წელი
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-48000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/30mm/12mm
  • წონა (კგ) - 1.9

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • სისწრაფე
  • ხარისხი
  • სიმძლავრე

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

სიმძლავრე და ბრუნვის სიჩქარე - ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მუშაობს ხელსაწყო. როცა დრელის პირი მაღალი სიჩქარით მოძრაობს, ზედაპირს მაქსიმალური ეფექტურობით ხვრეტს. Dewalt- ის ინსტრუმენტს პროფესიონალობა არასდროს ეშლება. მუდმივად სამუშაო მზადყოფნაშია. ამას ხელსაწყოს ძლიერი მონაცემები განაპირობებს. ფუნქციურად ბურღვა და ბურღვისას დარტყმა შეუძლია. ხშირად ელექტრო დრელი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს ასრულებს, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ხელსაწყო 3 სახის მასალაზე მუშაობს. ყველაზე ღრმად ხეს ბურღავს (25 mm) საშუალოდ ბეტონს (16 mm) ხოლო, შედარებით ნაკლები სიღრმით მეტალს (13mm) კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. აღნიშნული ხელსაწყოებით კი ბევრად უკეთ იმუშავებთ.

Dewalt dreli

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 650W
  • გარანტია - 1 წელი
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm
  • წონა (კგ) - 2.63

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • ფუნქციები

STANLEY STDR5510C-RU ელ. დრელი 550W

Stanley - ის ელექტრო დრელი 550W სიმძლავრისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელსაწყო არც ძალიან ძლიერია და არც სუსტი. ამაზე მეტი და ნაკლები სიმძლავრის დრელებიც არსებობს. ამიტომ, მოცემული სიმძლავრე საშუალო მაჩვენებელია. სხვადასხვა მასალის სახვრეტად კარგად გამოიყენებთ, მაგრამ უფრო დიდი საქმეებისთვის მძლავრია საჭირო. ელექტრო დრელი ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. პრობლემა არც ერთ მასალაზე არ ექმნება. სამივეს ეფექტურად ამუშავებს. განსხვავება მხოლოდ ბურღვის სიღრმეშია. ყველაზე უკეთ კი ხესთან მეგობრობს. ხელსაწყოს მაღალი ვაზნის დიამეტრი და ბრუნვის მაჩენებელი აქვს. ფუნქციურად მხოლოდ ბურღვა შეუძლია. ამასთან ერთად დარტყმის ძალა არ შესწევს. ამიტომ, გაითვალისინეთ რომ ამ მხრივ, ნაკლებად ეფექტურია.

STANLEY dreli

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე - 550W   
  • გარანტია - 1 წელი
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-10mm
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/25mm/10mm
  • წონა (კგ) - 2.11

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • დიამეტრი
  • გარანტია
  • ხელმისაწვდომი ფასი

CROWN CT10125-ელექტრო დრელი 300W

Crown - ის დრელი სწორედ ის არის, რაც დასაწყისში ვახსენეთ. ხელსაწყო, რომელიც ყველა სახლში ადგილს უნდა იკავებდეს. მსუბუქი ინსტრუმენტი კომპაქტურია და დიზაინიდან გამომდინარე, მცირე სივრცეს იკავებს. ამიტომ, შენახვაც კი არ იქნება პრობლემა. 300W სიმძლავრის ელქტრო დრელი, ჩამოთვლილთაგან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, ამაზე ნაკლები დრელებიც არსებობს, მაგალითად, 280W და სხვა. მსგავსი მონაცემების ხელსაწყოები კი საუკეთესოა წვრილმანი საქმეებისთვის. კონკრეტულ მოდელს მხოლოდ ბურღვის ფუნქცია აქვს. სამუშაო მასალა კი ბეტონი, ხე და მეტალია. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მარტივი გამოსავალია. ამავდროულად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. თუ დანარჩენ ელექტრო დრელებზე თავს ფასის გამო იკავებდით, ამ საკითხის გვერდზე გადადება შეგიძლიათ.

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 300W   
  • გარანტია - 1 წელი                           
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.5-6.5mm       
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/13mm/6.5mm
  • წონა (კგ) – 1

უპირატესობები:

  • მუშაობის სიღრმე
  • სიმსუბუქე
  • გარანტია
  • ხელმისაწვდომი ფასი

მაინც რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ელექტრო დრელი ?

ყველაფერი საკუთარ თავში გარკვევით იწყება. სად გიწევთ მუშაობა ? რამდენად რთულია საქმე? სწრაფად უნდა შეასრულოთ, თუ საკმარისი დრო გაქვთ ნელი ტემპით სამუშაოდ ? როცა ამ კითხვებზე პასუხს მიიღებთ, მაშინ დრელსაც მარტივად შეარჩევთ. როგორც უკვე ვნახეთ, ყველა მათგანი განსხვავებულია. ზოგიერთს კომპლექტაცია მოყვება, ზოგს კი არა. ასევე, შეიძლება მხოლოდ ბურღვის ფუნქცია ჰქონდეს, ან ბურღვასთან ერთად დარტყმისაც. სწორედ ასეთი დრელი გამოგადგებათ რთული საქმისთვის. მაღალ სიმძლავრეს სხვა თვისებებიც ემატება და მკაფიო სურათს ქმნის. თვალსაჩინოა რომ ასეთი ინსტრუმენტები ბევრად ეფექტურად მუშაობს. საქმე იმაშია, თუ რამდენად დიდია მუშაობის მასშტაბი. დეტალებისთის კი პირიქით , სულაც არ გჭირდებათ ყველაზე მძლავრი დრელი. ამ შემთხვევაში დაბალი მახასიათებლებიც საკმარისია.  

რა სახის მასალაზე მუშაობს ელექტრო დრელი ?

ძირითადად, ელექტრო დრელი სამი სახის მასალას ბურღავს. ესენია ბეტონი, მეტალი და ხე. თითოეულს განსხვავებული სიღრმით ხვრეტს. ყველაზე ეფექტურად ხეზე მუშაობს. მაჩვენებლები მაინც სხვადასხვაა, ამიტომ, ზუსტ ყურადღებას მოითხოვს. ხარიხიანი ელექტრო დრელების შეძენა, სახლიდან გაუსვლელად, Holst.ge- დან შეგიძლიათ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება