რა უნდა გაითვალისწინოთ ლაზერული თარაზოს შერჩევისას

აშენებთ, არემონტებთ თუ უბრალოდ, კედელი გაქვთ გასახვრეტი, იდეალური სიზუსტე ძალიან ბევრი რამისთვის დაგჭირდებათ. ადრე ამისთვის ჩვეულებრივ თარაზოს ვიყენებდით, აუცილებლად გემახსოვრებათ, მაგრამ ტექნოლოგიამ წინ წაიწია და დღეს საქმე ბევრად გამარტივდა - სცენაზე ლაზერული თარაზო გამოჩნდა!

ლაზერული თარაზო პატარა, ჭკვიანი ხელსაწყოა, რომელიც წითელი ან მწვანე სხივით ზუსტად გაჩვენებს, სად გადის იდეალურად სწორი ხაზი. თაროების გასწორება, კედლის მოპირკეთება, ან თუნდაც სურათების ჩამოკიდება - ყველაფერი უფრო მარტივი და სასიამოვნო ხდება, როცა გვერდით ასეთი „ელექტრონული ასისტენტი“ გიდგას.

როგორ უნდა შეარჩიოთ საჭირო ლაზერული თარაზო

ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების, დახრის კუთხეების პროექტირებაში ლაზერულ თარაზოს ბადალი არ გააჩნია, მაგრამ სანამ ამ ხელსაწყოს შეიძენთ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა გქონდეთ განსაზღვრული, რა სამუშაოები გაქვთ ჩასატარებელი. რაღა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, პირადი მოხმარებისთვის შეიძინოთ თარაზო პროფესიონალური ფუნქციონალით, თუმცა, პროფესიონალს კი ასეთი ინსტრუმენტი უდიდეს დახმარებას აღმოუჩენს.

დავალებების სპეციფიკის გარდა, ლაზერულ თარაზოებს კიდევ რამდენიმე კრიტერიუმით განასხვავებენ:

- სხივების მიმართულება და რაოდენობა - პროფესიონალი მშენებლებისთვის მოიძიება მოწყობილობები 4-7 ლაზერული სხივით. ასეთი თარაზოს მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ კვების წყაროს ენერგიას შედარებით სწრაფად მოიხმარს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მოდელი საშუალებას იძლევა, სხივების რაოდენობა საჭიროების მიხედვით შეამციროთ ან გაზარდოთ. საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის შეიძლება 1-2 სხივიანი ინსტრუმენტიც შეარჩიოთ.

- ცდომილების დასაშვები მაჩვენებელი - გარკვეულ უზუსტობას, შესაძლოა, ჰქონდეს ადგილი, თუმცა იმდენად უმნიშვნელოს, რომ საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენს. მაგალითად, საყოფაცხოვრებოს შემთხვევაში, ცდომილება 0,5-1,5 მმ-ია, ხოლო პროფესიონალურის შემთხვევაში - 0,5 მმ.

- გაზომვის დიაპაზონი - ეს არის მანძილი ობიექტსა და ლაზერულ მოწყობილობას შორის, როცა სხივი კარგად ჩანს. მაგალითად, შიდა სამუშაოების წარმოებისთვის ბინების შემთხვევაში, აბსოლუტურად საკმარისია 15 მ, ხოლო პროფესიონალური სამუშაოებისთვის კერძო სახლებში, სასურველია ლაზერული თარაზო, რომლის მანძილი მინიმუმ 20 მ-ია.

- კვების ტიპი - ლაზერული თარაზო შეიძლება მუშაობდეს როგორც ელემენტებზე, ისე აკუმულატორზე. პირველის გამოყენება უმჯობესია საშინაო პირობებში, სადაც არ არის საჭირო მრავალსაათიანი ავტონომიურობა, თუმცა სათადარიგო ელემენტები კი ხელთ ყოველთვის უნდა გქონდეთ.

პროფესიონალი ხელოსნებისთვის, უმჯობესია, აკუმულატორიანი მოდელები, რათა ერთჯერადი დატენით თარაზომ დიდხანს მუშაობს შეძლოს.

ძველი მეთოდებით ვისაც უმუშავია, ისიც ეცოდინება, რომ ხშირ შემთხვევაში, მონიშვნების გაკეთებისთვის დამხმარეა საჭირო.

განვიხილოთ ასეთი მაგალითი: მოგივიდათ იდეა, რომ აგარაკზე ააგოთ მორიგი ნაგებობა, უბრალოდ, გათვლები გაქვთ გასაკეთებელი და გვერდზე არავინ გყავთ, არადა გადასაწყვეტი გაქვთ ფუნდამენტთან დაკავშირებული დეტალები. საამისოდ, როგორც მინიმუმ, საჭირო ჰიდრო ან ოპტიკური თარაზო, რომელთან გამკლავებაც ერთ ადამიანს არ გამოუვა.

რაც შეეხება ლაზერულ თარაზოს, თავისუფლად შეძლებთ ყველა წერტილის ერთმანეთთან დაკავშირებას იმის დადგენას, რამდენად ემთხვევა ეს წერტილები ერთმანეთს სიმაღლეში და ასე შემდეგ, სხვისი დახმარების გარეშე.

STANLEY STHT77502-1 ლაზერული თარაზო Cross 90 Red

Stanley lazeruli tarazo

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 12 m
  • გარანტია - 0.585
  • შტრიხ-კოდი - 3253561775024
  • წონა (კგ) - 1 წელი
  • კვების წყარო - 2xAA ელემენტი
  • სიზუსტე - ± 5mm / 10m
  • ლაზერი - II კლასი
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - წითელი

CROWN - CT44091-R IMC ლაზერული თარაზო 2V-2H,4X360

Crown lazeruli tarazo

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 30 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640186209010
  • წონა (კგ) - 3.1
  • კვების წყარო - 3.7V ლითიუმის ელემენტი, 4Ah
  • ლაზერის პროექცია - 2V(360°) 2H(360°)
  • სიზუსტე - ვერტიკალური: ±1.5 mm / 5m; ჰორიზონტალური: ±1mm / 5m
  • ლაზერი - 515Nm, II კლასი
  • შტატივის ხრახნი - 1/4"
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o

Dewalt DCE074D1R-QW - ლაზერული თარაზო

Dewalt lazeruli tarazo

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 45m/450 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048657850
  • წონა (კგ) - 7.86
  • კვების წყარო - 1 x 18V 2.0Ah
  • კომპლექტაცია - ლაზერული მიმღები + სათვალე + სამაგრი + ელემენტი + დამტენი + ქეისი
  • სიზუსტე - +/-3mm@30m
  • შტატივის ხრახნი - 5/8"
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - ± 8°
  • ლაზერის ფერი - წითელი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება