რა უნდა გაითვალისწინოთ წყლის გამაცხელებლის შეძენამდე |
რა უნდა გაითვალისწინოთ წყლის გამაცხელებლის შეძენამდე |
ხარისხი ნებისმიერ ხელსაწყოს სჭირდება. უკეთ ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კომპონენტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მაშინაა, როცა საქმე გაზის წყლის გამათბობელს ეხება. გამართულად მომუშავე ინსტრუმენტი, უსაფრთხოების მთავარი გარანტია. ხარისხიანი წყლის გამაცხელებლის მეშვეობით, თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ.
Holst.ge- ზე თავმოყრილ ბრენდებს, უხარისხო ხელსაწყოებთან საერთო არაფერი აქვს. თითოეული მათგანი ხარისხითა და მაღალი სამუშაო რესურსით გამოირჩევა. ფართო არჩევანი კარგად დაფიქრებისა და მახასიათებლების შედარების საშალებას გაძლევთ. უამრავ გაზის გამათბობელს შორის, აუცილებლად გადააწყდებით თქვენთვის სასურველ მოდელს. ამჯერად, მხოლოდ Midea- სა და Winger- ს განვიხილავთ. Holst.ge- ზე კი ბევრად მრავალფეროვანი ჩამონათვალი დაგხვდებათ. ორივე ბრენდი ხარისხიან პროდუქტს ქმნის. მათი ხელსაწყოები დიდხანს ძლებს და შეუფერხებლად მუშაობს. არჩევა კი სიმძლავრისა თუ დიზაინის მიხედვით შეგიძლიათ. ყველაფერი თქვენს გემოვნებასა და საჭიროებაზეა დამოკიდებული.
Midea- ს წყლის გამაცხელებელი დაბალანსებული ტიპისაა და ორ კამერიანი საკვამური აქვს. ხელსაწყოს სისტემას ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, კერძოდ , მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება. გაზის კალონკები ერთმანეთისგან ავზის მოცულობითაც განსხვავდება. Midea- ს მოდელს კი 12L ტევადობა აქვს. საკმარისი სივრცე დიდი რაოდენობით წყალს იტევს. ყველაფერი კიდევ უფრო მარტივდება, ტემპერატურის სენსორული რეგულატორით. ღილაკების გადაწევაც კი არ მოგიწევთ, არამედ, შეხების მეშვეობით სასურველ ტეპერატურაზე გადაირთვება. ასევე, მნიშვნელოვანი კომპონენტია გამაცხელებლის წნევა. რაც უფრო მაღალი აქვს, ხელსაწყო მეტად მძლავრად მუშაობს. Midea- ს გაზის წყლის გამაცხელებელს კი ძლიერი მონაცემები აქვს. კომპლექტაციაში საკვამური მოყვება. ერთგვარი ფილტრი, რომელიც მუშაობისას გამოყოფილი ნივთიერება გარეთ გააქვს. ოთახში დაგროვება უსაფრთხო არ არის, ამიტომ, საკვამური ამ საქმეს თავად მიხედავს. გაზის გამაცხელებელი ოქროსფერია და დახვეწილი დიზაინი აქვს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
მეორე გაზის გამაცხელებელი მცირედით განსხვავდება. საერთო ბრენდი და შესაბამისად, ხარისხია. წყლის გამათბობელს მაღალი სიმძლავრე და ორი კამერა აქვს. ეფექტურად მომუშავე ხელსაწყო უსაფრთხო და კომფორტულია. ტევადი ავზი უპირატესობას მატებს. დიდი მოცულობა მეტად მოსახერხებელია. ტემპერატურის მაჩვენებელი Led Display, ხოლო რეგულატორი სენსორული აქვს. ამიტომ, სისტემას მარტივად შეცვლით და სასურველ ნიშნულზე დააყენებთ. ხელსაწყოს 1.5 წლიანი გარანტი აქვს. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთვევაში, პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. კომპლექტაციაში საკვამური მოყვება. ცალკე რომ არ შეიძინოთ, სწორედ ამიტომ, გამაცხელებელთან ერთად თქვენთან აღმოჩნდება. ინსტრუმენტი თეთრი ფერისაა. გამორჩეული დიზანის გამო, ნებისმიერ კედელს დაამშვენებს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Winger- ის ვერცხლისფერი გაზის კალონკა დიზაინითაც გამორჩეულია. ამავდროულად, მძლავრი და გამართულად მუშაობის დიდოსტატია. ორ კამერიანი ხელსაწყო მაქსიმალურად კომფორტულია. დანარჩენების მსგავსად, მუდმივი ტემპერატურის სისტემა და ძლიერი წნევა აქვს. რეგულატორი მექანიკურია. იქნებ სულაც არ მოგწონთ სენსორული სისტემა და ასეთი გირჩევნიათ. ამ შემთხვევაში ტემპერატურას ღილაკზე ხელის დაჭერით შეცვლით. კომპლექტაციაში საკვამური მოყვება. ამ ყველაფერთად ერთად კი, ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ხარისხიან და უსაფრთხო გაზის წყლის გამათბობელს, Holst.ge- ზე მარტივად შეიძენთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ბოლოს ისევ Midea- ს საუკეთესო პროდუქტს დავუბრუნდეთ. ამჯერად, ერთ კამერიან წყლის გამაცხელებელს გთავაზობთ. ხელსაწყო შედარებით ნაკლები მოცულობისაა. თუ დიდი ტევადობის ავზი არ გჭირდებათ, მაშინ კონკრეტული მოდელი კარგი ალტერნატივაა. ტემპერატურის მაჩვენებელი Led Display, რეგულატორი კი მექანიკური აქვს. თეთრი შეფერილობა განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ასე რომ, ყველანაირ კუთხეს დაამშვენებს. სიმძლავრე და წნევის მაჩვენებელი საკმარისად მაღალი აქვს. ამიტომ, შეუფერხებლად მუშაობაში ხელს არაფერი უშლის. ხელმისაწვდომი ფასი მეტ უპირატესობას ანიჭებს. გამძლე გაზის გამათბობელს სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ.
უპირატესობები:
გაზის წყლის გამათბობელი დიდი კომფორტია, მაგრამ სიფრთხილე სჭირდება. პირველ რიგში, ხელსაწყოს ადგილდებარეობა სწორად უნდა განსაზღვროთ. გამაცხელებლის აბაზანაში დამონტაჟება საფრთხის შემცველია. მსგავს სივრცეში ხშრად მოწყობილობა მწყობრიდან გამოდის. საბოლოოდ, ყველაფერი უარყოფითად მთავრდება. მუშაობისას გამოყოფილი ნამწვი, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ასეთი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად, წყლის გამათბობელი გარეთა კედელზე უნდა დამონტაჟდეს.
გაზის წყლის გამათბობლის შემთხვევაში, კამერების რაოდენობა საყურადღებო მახასიათებელია. ორივეს თავისი დანიშნულება აქვს. ერთკამერიანი გამაცხელებელი გარე სივრცეში უნდა დამონტაჟდეს. ორკამერიანის შემთხვევაში კი, განთავსება შიდა ტერიტორიაზეც შესაძლებელია. თუმცა, მაინც აუცილებლად სააბაზანოს გარეთა კედელზე. ასე სრულიად უსაფრთხო და საიმედოა.
ზოგიერთ წყლის გამათბობელს დამატებითი საკვამური სჭირდება. ინსტრუმენტი ჰაერს ფილტრავს. კონკრეტულად, გამოყოფილი სპეციფიკური ნამწვი გარეთ გააქვს და ოთახში არ ტოვებს. ეს კი მეტი დაცულობისთვისაა საჭირო. ამიტომ, თუ დამონტაჟებას რომელიმე ოთახის კედელზე აპირებთ, მაშინ აუცილებლად გაითავლისწინეთ. ასეთ შემთხვევაში ორ კამერიანი და საკვამურის მქონე გამაცხელებელი დაგჭირდებათ.
აქამდე წონაზე ყურადღება არ გამახვილებულა, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია. გაზის წყლის გამათბობლების უმეტესობა, დაახლოებით 12 კილომდეა. მყარი კედელის შემთხვევაში, სიმძიმე პრობლემა არ არის.
ყველაფერი სწრაფი ტემპით ციფრულდება და უკეთესობისკენ იცვლება. სახლიდან გაუსვლელად უკვე სხვადასხვა აქტივობაა შესაძლებელი. ხელსაწყოების შეძენასაც ასე მარტივად შეძლებთ. ზოგიერთი მადგანი საკმაოდ მძიმეა და მაღაზიიდან სახლამდე მიტანა ჭირს. Holst.ge- დან გამოწერის შემთხვევაში, უფასო საკურიერო მომსახურებით ისარგებლებთ. შეძენილი ინსტრუმენტები კი სულ რამდენიმე დღეში თქვენთან აღმოჩნდება.