რა უნდა იცოდე ბენზო სათიბელაზე?

საქმის ხარისხიანად შესრულებას, ბევრი შრომა სჭირდება. გაზონის მოვლაც ზუსტად ასეთი ამბავია. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია, ინსტრუმენტი ხელს მაქსიმალურად გიწყობდეთ. ამ საქმიანობისთვის სხვადასხვანაირი ხელსაწყოა განკუთვნილი და რა გასაკვირია, რომ ხშირად ისმის კითხვა: რომელი სჯობს ? ბენზო სათიბელა უკონკურენტოა. გაზონის მოვლაში ბადალი არ ჰყავს.

რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს სათიბელა ?

გაუმართავი სათიბელა არაფერში გამოგადგებათ. ცხადია, ეს ყველამ ვიცით, საინტერესო ის არის, შეძენამდე როგორ უნდა გავიგოთ? საქმე არც ისე რთულადაა. ხელსაწყოს აუცილებლად მაღალი სამუშაო რესურსები უნდა ჰქონდეს. ასეთი სათიბელა ყველანაირად გამართულია და შესაბამისად, დიდხანს მუშაობის გარანტიაც ხელთ გვაქვს. რაც არ უნდა ვთქვათ, გამძლეობა მაინც ნომერ პირველ ადგილას იქნება. ხელსაწყომ დროს და სხვადასხვა საქმეს უნდა გაუძლოს. დაბალი სამუშაო რესურსების მქონე ინსტრუმენტი კი, ამას ვერ გაუმკლავდება.

რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება სიმძლავრეს ?

საყურადღებო მახასიათებლებს შორის, სიმძლავრე მოწინავე პოზიციაზეა. როცა უშუალოდ ფუნქციებზე გადახვალთ, პირველ რიგში თვალი ამ უკანასკნელს მიადევნეთ. რას გაიგებთ სიმძლავრის მეშვეობით ? ახლა სწორედ ამაზე უნდა გიამბოთ. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი სიმძლავრის მქონე სათიბელა. თითოეული თავის საფეხურზე დგას, ამიტომ ვერცერთს გამოვყოფთ. ყველა სხვადასხვა ტიპის საქმისთვის გამოიყენება. შეძენამდე სწორედ ამაში უნდა გავერკვათ, კერძოდ, თუ რომელი სახის ინსტრუმენტი გვჭირდება. მძლავრი ბენზო სათიბელა რთულ სამუშაოზე უნდა განამწესოთ. მთელი დღე რომ გამოიყენოთ და მაშინაც კი მყარად იდგება. ასევე, შეგიძლიათ ნებისმიერი დონის საქმე მიანდოთ. რთულს მარჯვედ უმკლავდება, ხოლო მარტივს წამებში ასრულებს. საშუალო სიმძლავრის სათიბელა ასეთივე სამუშაოზე განამწესეთ. ძალიანაც რომ არ გადაიტვირთოს და პერიოდულად, შესვენებებიც რომ მოუწიოს. რაც შეეხება დაბალი მონაცემების მქონე ხელსაწყოს, უმჯობესია თუ წვრილმანებისთვის გამოიყენებთ. მაგალითად, პატარა ეზოში სამუშაოდ იდეალურია. მცირე ტერიტორიას კარგად ითვისებს.

კიდევ რომელი მახასიათებელია მნიშვნელვანი ?

ავზის მოცულობა დასავიწყებელი არ არის. კარგი იქნება, თუ ტევადობას გაითვალისწინებთ. თავად უნდა გადაწყვიტოთ დიდი ავზის მქონე სათიბელა გსურთ, თუ პატარა. პირველ კატეგორიაში ბევრი საწვავი ეტევა და ხშირად ჩამატება არ გჭირდებათ. მეორე შემთხვევაში კი მცირე ბენზინს იტევს. პატარა ტერიტორიაზე სამუშაოდ, ასეთი სრულიად საკმარისია. დიდი სივრცისთვის კი, უმჯობესია მოცულობაც ასეთივე იყოს. ბრუნვის სიჩქარეც საყურადღებო მახასიათებელია. პრინციპი უცვლელია. როგორც სიმძლავრეზე, აქაც იგივე წესებია. თუ პროფესიონალი ხართ, მაშინ მაღალი ბრუნვის სიჩქარე უფრო მისაღები იქნება. თუმცა, დამწყებთათვის დაბალიც საკმარისია.

რა უპირატესობები აქვს ჩამოთვლილ ინსტრუმენტებს ?

პირველ რიგში, ყველას მაღალი ხარისხია აერთიანებს. ამას რომ თავი დავანებოთ, კიდევ ბევრი უპირატესობაა. ჩამოთვლილ ხელსაწყოებს ორ ტაქტიანი მოტორი და ამავდროულად, გაგრილების სისტემაც თან აქვს. ეს კი  მხოლოდ კარგს ნიშნავს. ძლიერი მოტორი დიდხანს იმუშავებს და საქმეს პრობლემის გარეშე შეასრულებს. გაგრილების სისტემა კი, გადახურებისგან დაიცავს. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ზოგჯერ ბენზო სათიბელა ცხელდება და დროებით შესვენება გვიწევს. გაგრილების სისტემის მეშვეობით კი, ყველაფერი უპრობლემო იქნება. გაცხელებისთანავე სისტემა ამოქმედდება და ხელსაწყოს დაეხმარება. გარდა ამისა, თითოეულ ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. მუშაობის პროცესში ზოგჯერ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. შეძენის დროს კი ამის დადგენა შეუძლებელია. ამიტომ, ერთ წლიანი გარანტია ყველა ხელსაწყოს ახლავს. ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში, სათიბელას სერვის ცენტრში მიიტანთ, სადაც გულდასმით მიხედავენ. უკან კი შეკეთებულს ან ახალ მოდელს დაგიბრუნებენ.

CROWN CT20051-ბალახის სათიბი საწვავზე

მძლავრი ინსტრუმენტით დავიწყოთ და მის უნარებზე ვისაუბროთ. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ საქმე გამორჩეულ ხელსაწყოსთან გვაქვს. ამას შესაძლებლობებზე დაყრდნობით ვამბობთ. მაღალი მახასიათებლები ყველაფერში ხელს უწყობს. სათიბელა მძლავრია და ეფექტურობისთვის საჭირო უნარებს ფლობს. მაღალი ბრუნვის სიჩქარე და ორ ტაქტიანი მოტორი აქვს. ტევადი ავზი და ძლიერი ძრავა, არ გამოგვრჩეს. ინსტრუმენტს კომპლექტაცია ახლავს, კერძოდ, ქამარი და სამი საცვლელი პირი. ხელსაწყოს გამოყენება ნებისმიერი სახის საქმეზე შეგიძლიათ. როგორც მარტივ, ასევე რთულ სამუშაოს თავისუფლად უმკლავდება. უფრო მეტიც, სწორედ გადატვირთული გრაფიკისთვისაა განკუთვნილი.

Crown benzo satibela

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა         
  • სიმძლავრე - 1400W
  • გარანტი - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 8   
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 51.7cc 
  • ავზის მოცულობა - 1.1 L     
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/26mm
  • ძუა - 2.5mm   
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

კომპლექტაცია:      

  • ქამარი
  • 3 საცვლელი პირი

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • ძრავის მოცულობა
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე

TOLSEN TOL1592-79620 ბენზო სათიბელა INDUSTRIAL 1200W/1.7HP

Tolsen - ის ბენზო სათიბელაზე რა შეიძლება ვთქვათ ? სიმძლავრე არც ამ მოდელს აკლია და ასევე, სხვა მახასიათებლებიც მაღალი აქვს. ორ ტაქტიანი მოტორი, გაგრილების სისტემით, კიდევ ერთი უპირატესობაა. ასევე, ტევადი ავზი და ბრუნვის სიჩქარეც უნდა ვახსენოთ. ორივე მაჩვენებლი მაღალია და შესაბამისად, ეფექტურობაში ეჭვი არ შეგვაქვს. ხელსაწყოს სამი საცვლელი პირი და ქამარი მოყვება. დამატებითი ნივთები მუშაობას კიდევ უფრო გაამარტივებს.

Tolsen benzo satibela

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა         
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 12
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 43cc     
  • ავზის მოცულობა - 1.2 L     
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/26mm
  • ძუა - 2.4mm   
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

კომპლექტაცია:      

  • 3 საცვლელი პირი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • ტევადი ავზი
  • გამძლეობა
  • ორ ტაქტიანი მოტორი
  • გარანტიასიმძლავრე

SCHPINDEL ბენზო სათიბელა EXP-5200 Industrial

ამჯერად, მხოლოდ მძლავრ ინსტრუმენტებს წარმოგიდგენთ. შემდეგი ბენზო სათიბელა Schpindel - საა. გერმანული ბრენდი ყოველთვის მოწინავე პოზიციას იკავებს. ხელსაწყოს სამი საცვლელი პირი და ქამარი მოყვება. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარნატია. საშუალო წონისაა და კომპაქტურობითაც გამოირჩევა.

Schpindel benzo satibela

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა         
  • სიმძლავრე - 1650W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 8.66         
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 52cc     
  • ავზის მოცულობა - 1.6 L     
  • ბრუნვის სიჩქარე - 7000 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/28mm
  • ძუა - 2.5mm   
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით         

კომპლექტაცია:      

  • 3 საცვლელი პირი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ფუნქციები
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • გარანტია

Lux Garden ბენზო სათიბელა EXP-5200

კიდევ ერთი ბრენდი უნდა წარმოგიდგინოთ. Lux garden - ის შესახებ ბევრი კარგი გვსმენია. ბენზო სათიბელა ბევრ საჭირო ფუნქციას ფლობს. საქმის პროფესიონალობაში ხელი არასდროს ეშლება. ორ ტაქტიანი მოტორი აქვს და გაგრილების სისტემაც ადგილზეა. ასევე, დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, ორი საცვლელი პირი და ქამარი.

LuxGarden benzo satibela

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა         
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 8.43         
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 52cc     
  • ავზის მოცულობა  - 1.2 L     
  • ბრუნვის სიჩქარე - 7500 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/26mm
  • ძუა - 2.5mm   
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

კომპლექტაცია:      

  • 2 საცვლელი პირი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • მაღალი რესურსები
  • კომპლექტაცია
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება