| რა უნდა იცოდე, ბეწვა ხერხის შეძენამდე? |
| რა უნდა იცოდე, ბეწვა ხერხის შეძენამდე? |
ლობზიკი ის უნიკალური ხელსაწყოა, ხისა და ბეტონის დასამუშავებლად რომ გამოიყენება. უძველესი დროიდან მოყოლებული, მასალებს სხვადასხვანაირად ამუშავებდნენ. რა მეთოდს აღარ მიმართავდნენ, მაგრამ ყველაფერი ისეთი მარტივი როდი იყო, როგორც ბეწვა ხერხის გამოგონების შემდეგ. მთავარი ის არის, რომ სამყარომ სიმარტივისკენ იბრუნა პირი და ახლა მასალების დამუშავება უფრო კომფორტული გახდა. მოკლედ, ლობზიკი ნამდვილად საჭირო ხელსაწყოა და კარგი იქნება თუ მასზე ცოტაოდენი რამ გეცოდინებათ. ჩვენ კი სწორედ ამისთვის ვართ. მაშ, დავიწყოთ!
უმჯობესია, თუ ყველა მახასიათებელს გულდასმით გადახედავთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენთ. თუმცა, მაინც არსებობს ისეთი ფუნქციები, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია და მათი გათვალისწინება აუცილებელია. პირველი ასეთი მახასიათებელი სიმძლავრეა. ამ უკანასკნელის გარეშე არაფერი გამოვა. მთელი ძალა მასზე დგას და ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. ამ კუთხით, სამი სახის ინსტრუმენტებს ვაწყდებით, კერძოდ, მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონეებს. თითოეულს თავისი სამუშაო არეალი აქვს და სწორად შერჩევა ამიტომაა მნიშვნელოვანი. ასე თქვენს საქმეს უკეთ მოარგებთ და ზუსტად იმ მონაცემების ლობზიკს შეიძენთ, რომელიც გჭირდებათ. პირველ კატეგორიაში შემავალი, ანუ მძლავრი ხელსაწყოები რთული საქმისთვის გამოგადგებათ. თუ კი ამ სფეროსთან ყოველდღიური შეხება გაქვთ და ბეწვა ხერხს ხშირად იყენებთ, მაშინ მაღალი სიმძლავრის ბეწვა ხერხი დაგჭირდებათ. ასეთი სახის ინსტრუმენტები, ნებისმიერი ტიპის საქმეზე, ეფექტურად მუშაობს. საშუალო ძალის ლობზიკები ასეთივე სამუშაოსთვის გამოგადგებათ. რაც შეეხება დაბალი სიმძლავრის ინსტრუმენტებს, უმჯობესია მსუბუქი საქმეებისთვის შემოიტოვოთ. ნაკლებად რთულ სამუშაოს კარგად უმკლავდება, აი, ზედმეტად გადატვირთვა კი არ უყვარს. სიმძლავრეზე მთავარი ინფორმაცია ესაა. გაითვალისწინეთ და ინსტრუმენტსაც მარტივად შეარჩევთ.
სიმძლავრიდან მუშაობის სიღრმეზე უნდა გადავინაცვლოთ. ეს კონკრეტული მახასიათებელი ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული ინსტრუმენტი სხვადასხვა სიღრმით მუშაობს. ზოგი უფრო მძლავრად ამუშავებს, ზოგიც მხოლოდ ზედაპირულად. თქვენ რომელი სახის ლობზიკი გჭირდებათ? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემით, ხელსაწყოს სწორად შეარჩევთ. შეგახსენებთ, რომ Holst.ge - ზე ყველანაირი სახის ინსტრუმენტს იპოვით, ამიტომ, რომელიც არ უნდა გჭირდებოდეთ, პრობლემა არ იქნება.
რომელ მასალას ამუშავებს ბეწვა ხერხი? ხელსაწყო, ძირითადად, ხეზე, ფერად ლითონსა და მეტალზე მუშაობს. მუშაობის სიღრმე კი თითოეულზე განსხვავებულია. უმეტესად, ხესთან უფრო მეგობრობს. ყველაზე მეტი სიღრმით ამ უკანასკნელს ამუშავებს, თუმცა, ინსტრუმენტის ტიპსაც გააჩნია. შედარებით ნაკლებად კი მეტალზე მუშაობს. სანამ ლობზიკს შეიძენთ, ამ მახასიათებელს თვალი კარგად მიადევნეთ.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი, სუპერ კომფორტული მომსახურებითაა აღჭურვილი. იქედან დავიწყოთ, რომ ინსტრუმენტებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ, ყოველგვარი მაღაზიაში მისვლისა და დროის კარგვის გარეშე. მარტივად, საიტიდან იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. სერვისით სარგებლობა როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებშიც შესაძლებელია. Holst-ის კიდევ ერთი უპირატესობა ხარისხიანი პროდუქციაა. ჩვენთან მხოლოდ ყველანაირად გამართულ ინსტრუმენტებს იპოვით. გარდა ამისა, მრავალფეროვანი არჩევანია და თქვენთვის საჭირო ხელსაწყოს აუცილებლად გადააწყდებით.
Crown-ი დიდი ხანია სახელგანთქმული ბრენდია. კონკრეტულ ლობზიკს რაც შეეხება, მძლავრია, სამი ტიპის მასალას ამუშავებს, გამძლე ელემენტი აქვს, უნახშირო მოტორითაა აღჭურვილი და ბრუნვის მაღალი სიჩქარით გამოირჩევა. რთული საქმისთვის, ყველა უანრს ფლობს.

უპირატესობები:
Dewalt-ის ლობზიკი საშუალო ძალის მქონეა, მაგრამ მაინც ყველანაირ საქმეს ყოჩაღად ასრულებს. ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

უპირატესობები:
Crown-ის კონკრეტული ბეწვა ხერხი, დანარჩენებთან შედარებით, დაბალი სიმძლავრისაა. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები, კერძოდ, საცმი და მტვერსასრუტის ადაპტერი მოყვება. სჯობს კონკრეტული ბეწვა ხერხი, შედარებით მსუბუქი საქმისთვის გამოიყენოთ.

კომპლექტაცია:
უპირატესობები: