| რა უნდა იცოდე, ელექტრო სახრახნისის შეძენამდე? |
| რა უნდა იცოდე, ელექტრო სახრახნისის შეძენამდე? |
ზოგიერთი ხელსაწყოს მეშვეობით, ყოველდღიურობა უფრო მარტივია. ასეთი ტიპის ინსტრუმენტები რთულ სამუშაოსაც კი თვალის დახამხამებაში ასრულებს და სრულყოფილ შედეგს დებს. ელექტრო სახრახნისი ზუსტად ამ სიაში ეწერება. ხელსაწყო ნებისმიერ დროს, წვრილმანი საქმეებიდან დაწყებული და დიდი პროექტებით დასრულებული, მუდამ თქვენი მარჯვენა ხელი იქნება. თუმცა, სანამ შეიძენთ, უმჯობესია, ინსტრუმენტის შესახებ ცოტაოდენ ინფორმაციას ფლობდეთ.
სახრახნისი ყველგან დაგჭირდებათ, სადაც საქმე კედლის გახვრეტას, ხრახნების კედელზე დამაგრებასა თუ სხვა სახის ინტერიერის საკითხს ეხება. აქედან გამომდინარე, ინსტრუმენტი ბევრ ადგილას შეიძლება დაგჭირდეთ, მათ შორის სახლში. მაგალითად, კედელზე ნახატის ან რაიმეს ჩამოკიდება თუ მოგინდებათ, სახრახნისზე მეტად ვერავინ და ვერაფერი დაგეხმარებათ. ინსტრუმენტი კედელს გახვრეტს და მთავარი საქმე სწორედ ეს არის. თუ ხშირად მუშაობთ მშენებლობებსა და მსგავსი ტიპის პროექტებზე, ელექტრო სახრახნისი აუცილებლად დაგჭირდებათ. ახლა კი რჩევების ჯერია. ყველაზე მნიშვნელოვანით დავიწყოთ.
როგორი საქმისთვის გჭირდებათ სახრახნისი? ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით თუ იმოქმედებთ, მაშინ ინსტრუმენტს სწორად შეარჩევთ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კარგად განსაზღვრეთ, შედარებით მსუბუქი საქმისთვის გჭირდებათ, თუ უფრო რთული? პირველი პასუხის შემთხვევაში, შეგიძლიათ საშუალო ან დაბალი მონაცემების ელექტრო სახრახნისი შეიძინოთ. მსგავსი ტიპის ინსტრუმენტების გადატვირთვა სასურველი არ არის, მაგრამ მსუბუქ საქმეებს არაჩვეულებრივად ასრულებს. რაც შეეხება მეორე პასუხს, ანუ თუ ინსტრუმენტს წინ რთული საქმე ელის, გირჩევთ, მაქსიმალურად მძლავრი და მაღალი მონაცემების სახრახნისი შეიძინოთ. დიდ პროექტებს შესაბამისი ინსტრუმენტი სჭირდება. ამ ტიპის სახრახნისი, საქმეს სწრაფად ასრულებს, რაც დიდი უპირატესობაა.
ბურღვის პარამეტრები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ელექტრო სახრახნისი, ძირითადად, ხესა და მეტალს ბურღავს. თუმცა, თითოელ მასალაზე სხვადასხვა სიღრმით მუშაობს. სახრახნისების უმეტესობა ხესთან უფრო კარგად მეგობრობს, ვიდრე სხვა მასალასთან, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. გარდა ამისა, მონაცემები ისედაც ცვლადია. ზოგიერთი ინსტრუმენტი ხეს 30 mm-ით ბურღავს, ზოგი 50 mm-ით და ა.შ. სწორედ ამიტომ, ამ მახასიათებელს კარგად დააკვირდით და შემდეგ შეიძინეთ. ყველაფერი იმის მიხედვით განსაზღვრეთ, თუ რომელ მასალაზე მუშაობთ აქტიურად და რა ტიპის ბურღვის პარამეტრების მქონე სახრახნისი დაგჭირდებათ.
მართალია, რამდენიმე მონაცემი განსაკუთრებულად გამოვყავით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენები უნდა დაივიწყოთ. უმჯობესია, თუ თვალს ყველაფერს გადაავლებთ. დეტალებშიც კი ბევრი ინფორმაცია იმალება. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, თვალი თითოეულ მახასიათებელს გადაატაროთ და განსაკუთრებული ყურადღება კი ზემოთ ჩამოთვლილებზე გაამახვილოთ.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტს ბევრი უპირატესობა აქვს და თუ კომფორტი გიყვართ, თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. იმით დავიწყოთ, რომ Holst.ge-ზე შეძენის შემთხვევაში, ნივთები პირდაპირ კარის ზღურბლთან მოგიტანთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენთან მხოლოდ ხარისხიანი ინსტრუმენტები დაგხვდებათ და თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, განვადებით სარგებლობაც შეგიძლიათ.
Dewalt-ის ელექტრო სახრახნისი ყველა საჭირო ფუნქციით აღჭურვილია. ინსტრუმენტს მაღალი მონაცემები აქვს, შესაბამისად, დიდ პროექტებზე გამოგადგებათ. სახრახნისი ხესა და მეტალზე მუშაობს.

უპირატესობები:
საშუალო სიმძლავრის სახრახნისს თუ ეძებთ, Tolsen-ის ინსტრუმენტი საუკეთესოა. ხელსაწყო გამართულად მუშაობს და სწრაფად იმუხტება. ასევე, დამატებითი ელემენტი და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
წვრილმანი საქმეებისთვის ამ სახრახნისსზე უკეთესს რთულად იპოვით. Crown-ის ინსტრუმენტი მაღალი სამუშაო რესურსებითა და ფუნქციებით გამოირჩევა, თუმცა, სიმძლავრიდან გამომდინარე, სჯობს ნაკლებად გადატვირთოთ. სახრახნისს დამტენი, ქეისი და საცვლელი პირი მოყვება.

კომპლექტაცია:
უპირატესობები: