რა უნდა იცოდე ონკანის შეძენამდე |
რა უნდა იცოდე ონკანის შეძენამდე |
ონკანი ხშირად გამოსაცვლელ ნივთების სიას არ ეკუთვნის. ამიტომ, თავიდანვე სწორად უნდა შეარჩიოთ. უპირველესად ხარისხი მოეთხოვება. ხელსაწყომ დიდხანს უნდა გაძლოს და აქა- იქ დატვირთულ რეჟიმში მუშაობაც აიტანოს. ასეთ დროს კი ზოგჯერ მილები ზიანდება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში როცა საქმე უხარისხო პროდუქტს ეხება. თუმცა, აქ ამისთვის სასაუბროდ არ ვართ. რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ონკანები.
პირველ რიგში უნდა გაერკვათ თუ როგორი ონკანი გჭირდებათ. ეს კი ძალიან მარტივია. ყველა სველ წერტილს განსხვავებული ხელსაწყო ერგება. არსებობს აბაზანის, ხელსაბანისა და სამზარეულოს შემრევები. თითოეული საჭიროების მიხედვით ნაწილდება. მაგალითად, ხელსაბანის შემრევი სამზარეულოსთვის არ გამოდგება და ა.შ.
როცა უკვე იცი თუ რომელი ადგილისთვის გჭირდებათ და დიზაინიც წარმოდგენილი გაქვთ, ყურადღება კარტრიჯზე უნდა გადაიტანოთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ძირითადად, კერამიკული ტიპისაა. საკმაოდ გამძლე და ყველაფრის მიმართ ამტანია. ონკანის კორპუსიც ყურადსაღები ნაწილია. აქ უკვე ცინკის მასალას ვაწყდებით. რაც მთავარია, ორივე ხარისხიანია და შეგიძლიათ ენდოთ. ასევე, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ონკანებიც არსებობს. ასეთოი ინსტრუმენტები წყალთან მეტად უკეთ ურთიერთობს, დიდხანს ძლებს და ფერს არ იცვლის.
Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და უამრავ ხარისხიან ხელსაწყოს გთავაზობთ. ონკანების მხრივაც ზუსტად ასეა. ფართო არჩევანი და გამძლე პროდუქცია თქვენს ხელთაა. ამჯერად, მხოლოდ ერთი ბრენდის ხელსაწყოებს წარმოგიდგენთ. Kettler - საუკეთესო შეთავაზებები აქვს. რაც მთავარია, საუბარი ხარისხიან ონკანებზეა. განსხვავებების მიუხედავად საერთოც აქვთ და ეს გამძლეობაა.
პირველად აბაზანის შემრევით დავიწყოთ და გეტყვით რომ საქმე დახვეწილ ვიზუალთან გვაქვს. გარდა ამისა, ბევრ დადებით თვისებას მოიცავს. ონკანს კერამიკული კარტრიჯი და ცინკის კორპუსი აქვს. ორივე გამძლეობითაა ცნობილი. ხარისხიანი მასალაა და პრობლემებსაც არ ქმნის. ხელსაწყო მსუბუქი და მარტივად დასამონტაჟებელია. ინსტრუმენტს შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრო მოყვება. ჩამოთვლი ნივთები აბაზანისთვის აუცილებელია. დამატებით ყიდვა კი აღარ მოგიწევთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ხელსაბანის შემრევს განსაკუთრებული გამძლეობა მოეთხოვება, რადგან ხშირად მოვიხმართ. Kettler- ის ონკანი კი სწორედ ასეთი საიმედოა. ცინკის კორპუსი გამძლეობას მატებს. ხელსაწყოს კომპლექტაციაც თან ახლავს, ეს კი მოქნილ მილს მოიცავს. ონკანს ხელმისაწვდომი ფასი აქვს, რაც დამატებითი სარგებელია.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
სამზარეულოში მუდამ წესრიგია საჭირო. ონკანმა კი ხელი უნდა შეგვიწყოს. Kettler - ის შემრევი საქმის დიდოსტატია. ხარისხიანი ხელსაწყო დიდხანს ძლებს და უკმაყოფილოს არავის ტოვებს. კომპლექტაციაში მოქნილი მილი მოყვება. ინსტრუმენტი ძალიან მსუბუქია. ასევე, ფასის მხრივაც ხელმისაწვდომია. მარტივად და სახლიდან გაუსვლელად კი Holst.ge - ზე შეიძენთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: