რა უნდა იცოდე პერფერატორის შესახებ |
რა უნდა იცოდე პერფერატორის შესახებ |
პერფერატორთან ერთად სირთულეები მარტივად დაძლევადია. ისეთი სამუშაოც კი როგორიც კედლების ჩამოშლაა. მნიშვნელობა არ აქვს როგორ და როდისაა აშენებელი. საუკუნის წინანდელ კედელსაც მოერევა და ახალსაც. ხელსაწყოს უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს. ჩვენი დახმარება ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია. მთავარია სწორად შეარჩიოთ და საქმეს ზედმიწევნით მოერგოს. ამაში კი რთული არაფერია. არჩევნის გამარტივებაში ჩვენ დაგეხმარებით.
ზოგჯერ გადაწყვეტილებამდე ფიქრი გვჭირდება. თითოეულ დეტალს გულისყურით განვიხილავთ და ნაბიჯს შემდეგ ვდგამთ. ხელსწყოების შეძენამდეც ასეა, თუ კი სპონტანურ გადაწყვეტილებებს არ ჩავთვლით. ამისთვის მაღაზიაში წასვლა, მახასიათებლების ჩანიშვნა და სხვა დამღლელი აქტივობა გვიწევს. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. მახასიათებლებს თვალს საიტზე გადაავლებთ და საფიქრალადაც ბევრი დრო გექნებათ. Holst.ge - ზე დეტალური მონაცემები ყველა ინსტრუმენტს აწერია. ამიტომ, თუ კი შერჩევის პრცესის გამარტივება გსურთ, ამ ხერხს უნდა მიმართოთ. მანამდე კი თუ პერფერატორები გაინტერესებთ, ბლოგი ბოლომდე ჩაიკითხეთ. დეტალურ ინფორმაციას სწორედ აქ ამოიკითხავთ.
პერფერატორებს ბევრი განმასხვავებელი თვისება აქვს. როგორც უკვე ვთქვით, ხელსაწყო კედლების ჩამოსაშლელად გამოიყენება, მაგრამ მხოლოდ ეს დანიშნულება არ აქვს. ინსტრუმენტს მხოლოდ ბურღვაც შეუძლია. შეძენამდე კი სწორედ ეს უნდა გაითვალისინოთ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ხელსაწყოს სიმძლავრესა და ფუნქციებს უნდა დაუკვირდეთ. ზოგიერთ პერფერატორს დიდი ძალა აქვს და კედლებს ანგრევს. ზოგს კი პირიქით, დაბალი სიმძლავრისაა და მხოლოდ ბურღვა შეუძლია. არის შემთხვევები, როცა ორივე საქმეს ერთი ხელსაწყო ასრულებს. პირველ რიგში, პერფერატორი ამის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ.
პერფორატორი მარტოც მშვენივრად მუშაობს, მაგრამ დამხმარე ძალა მაინც სჭირდება. ასე საქმეს უკეთ ასრულებს. საჭირო ხელსაწყოები კი კომპლექტაციაში მოყვება. მაგალითად, შეიძლება სიღრმის მარეგულირებელი დასჭირდეს. მსგავსი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება უჭირს. სწორედ ამ დროს სჭირდება დამხმარე მარეგულირებელი. შესაძლოა დამატებითი სახელურიც გამოადგეს. მეტად მოქნილად რომ იმუშაოს. ქეისი და ელემენტიც მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ზოგიერთ ხელსაწყოს კი საჭრისები მოყვება. ზოგსაც მხოლოდ ქეისი ახლავს და სხვა არაფერი. ყველაფერი ინსტრუმენტზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, კომპლექტაცია ზედმეტი არასდროსაა და ნივთებს ბევრ რამეში გამოიყენებთ. ამიტომ, უმჯობესია დამატებითი ხელსაწყოების მქონე პერფერატორი შეიძინოთ.
ხელსაწყოების ონლაინ ჰიპერმარკეტი შეთავაზებებით დატვირთულია. მრავალფეროვნებას ბრენდებშიც ვაწყდებით. რაც შეეხება პერფერატორებს, სხვადასხვა სახეობებს გვთავაზობს. ამჯერად, 4 ბრენდის ხელსაწყო უნდა განვიხილოთ. ესენია: Dewalt, Stanley, Crown და Tolsen. თითოეულს სპეციფიკური თვისებები აქვს და ყველა გამართულად ფუნქციონირებს. ზოგი მძლავრია, ზოგიც კი ნაკლები ძალით ხასიათდება. თუმცა, ხარისხი ყველას მაღალი აქვს. დეტალურად კი ერთად გავყვეთ.
18 V - იანი Dewalt - ის პერფერატორი გამართულად მუშაობს და საქმეს კარგად უმკლავდება. ფუნქციების მხრივ კი ბურღვა და დარტყმისას ბურღვა შეუძლია. დარტყმის სისწრაფესა და ბრუნვის სიჩქარეს კარგად ავითარებს. ინსტრუმენტი სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონზე, ხესა და მეტალზე. თუმცა, ყველასთან ერთნაირდ ახლოს არ არის. განსხვავებები ბურღვის სიღრმეში იკვეთება. ბეტონსა და ხეზე უფრო უკეთ მუშაობს, ვიდრე მეტალზე. თუმცა, ძალიან დიდი განსხვავება არ არის. ხელსაწყოს კომპლექტაცია მოყვება. ეს კი საკმაოდ ბევრ ნივთს მოიცავს. კონკრეტულად, ქეისს, დამატებით სახელურს, სიღრმის მარეგულირებელს, ელემენტსა და დამტენს. ნივთები მუდამ გამოსადეგია. მათ სხვადასხვა საქმეში გამოიყენებთ. ხელსაწყოს კვების წყარო ელემეტია, ამიტომ, დამტენი და სათადარიგო მოწყობილობა საჭიროა. ინსტრუმენტი არც მძიმეა და არც მსუბუქი. საშუალო წონა დისკომფორტს არასდროს შეგიქმნით.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Stanley - ის ელექტრო სანგრევი ჩაქუჩი, დაკისრებულ საქმეს საუკეთესოდ ასრულებს. მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს - დარტყმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კედლის ჩამოსაშლელად ყველა უნარს ფლობს. ბურღვა ნაკლებად გამოსდის. ძალა ერჩის და ძირითადად სანგრევად გამოიყენება. არც სისწრაფეშია სუსტი. დამატებით კომპლექტაციაში ქეისი მოყვება. წონით 14.3 კილოგრამია. საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ამ მახასიათებლების მქონე ხელსაწყო, მსუბუქი ვერ იქნება. ძალა და სხვა მაღალი მონაცემები წონაზე აისახება. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ტალონით სარგებლობა კი ქარხნული დეფექტის შემთხვევაში შეიძლება.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown - ის პერფერატორი უფრო ნაკლები სიძლავრისაა. ამიტომ, დარტყმა, დარტყმისას ბურღვა და ცალკე ბურღვა შეუძლია. კედელსაც ანგრევს, მაგრამ უფრო რთულად, ვიდრე წინა მოდელი. ხელსაწყო ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. კომპლექტაციაში კი საკმაოდ ბევრი ნივთი მოყვება. ესენია: ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და საჭრისები. თითოეული ნივთი გამოსადეგია და როდის დაგჭირდებათ არავინ იცის. ამიტომ, მუდამ თქვენთან იქნება და საჭირო დროს დაგეხმარებათ. პერფერატორს ხელმისწვდომი ფასი აქვს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Tolsen - ის პნევმატური დრელი, წინა მოდელზე დაბალი სიმძლავრისაა. ამის მიუხედავად, დარტყმა, ბურღვისას დარტყმა და მხოლოდ ბურღვაც შეუძლია. ცოტას ყველაფერს ახერხებს და რაც მთავარია, კარგად გამოსდის. ხელსაწყოს კომპლექტაცია მოყვება, კერძოდ, ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და 5 საცვლელი პირი. ინსტრუმენტი ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ამას კი მარტივად შეძენაც ემატება. ამისთვის Holst.ge - დან უნდა გამოიწეროთ.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები: