რა უნდა იცოდე რეისმუსის შესახებ? |
რა უნდა იცოდე რეისმუსის შესახებ? |
ხისა და ბეტონის დასამუშავებელ ინსტრუმენტს თუ ეძებთ, მაშინ სწორ დროსა და სწორ ადგილას ხართ. რეისმუსი ზუსტად ამ საქმეს ასრულებს და თან იმდენად კარგად, რომ რეკომენდაციას თამამად ვუწევთ. ხელსაწყოს მთავარი ფუნქცია მასალების დამუშავებაა, კერძოდ ხისა და ბეტონის. რეისმუსი ხარისხიანად მუშაობს, ხარვეზებს არ ტოვებს და საქმეს გულდასმით ეკიდება. ზუსტად ისეთია, როგორიც მაღალი სამუშაო რესურსების მქონე ინსტრუმენტი უნდა იყოს. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. ხელსაწყოს შერჩევისას რამდენიმე საკითხის გათვალისწინება, ურიგო არ იქნებოდა. ახლა სწორედ ამ ყველაფერზე გიამბობთ.
ხელსაწყოები ერთმანეთისგან ბევრი თვისებით განსხვავდება. რამდენიმე მახასიათებელი კი ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად გულდასმით უნდა გადახედოთ. სიმძლავრე ასეთ საპატიო ადგილს იკავებს. ხელსაწყოს შერჩევისას ეს კითხვა დასვით: როგორი საქმისთვის გჭირდებათ რეისმუსი, რთული თუ მარტივი? როცა პასუხი გექნებათ, უფრო კარგად შეარჩევთ. ჩვენ კი გირჩევთ, რომ შრომატევადი საქმისთვის რაც შეიძლება მძლავრი რეისმუსი შეიძინოთ. როცა სამუშაო ბევრია და დრო ცოტა, მაღალი მონაცემების ინსტრუმენტი ყოველთვის კარგი იდეაა. იმ შემთხვევაში თუ ხელსაწყოს უფრო მსუბუქი საქმე ექნება შესასრულებელი და ნაკლები დატვირთვა მოუწევს, დაბალი ძალა სრულიად საკმარისია.
ინსტრუმენტი ხესა და მეტალს სრულყოფილად ამუშავებს, ამაში მოიაზრება საკმაოდ ღრმად დამუშავებაც. თითოეულ ხელსაწყოს სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს. არსებობს ისეთი რეისმუსები, რომლებიც უფრო ზედაპირს ამუშავებს, ან საშუალო სიღრმეზე საქმიანობს. ასევე, ისეთებიც მოიპოვება, რომლებიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას ედება და სიღრმისეულდ მუშაობს. თქვენ რომელი გჭირდებათ? სწორედ ამის მიხედვით უნდა შეარჩიოთ რეისმუსი, რათა საქმეს ზუსტად მოერგოს.
ხისა და ბეტონის დამუშავება მარტივი როდია. დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. თუმცა, რეისმუსი ხომ ყველანაირად არჩვეულებრივი ხელსაწყოა?! სწორედ ამიტომ, ორივე მასალას, შეძლებისდაგვარად, სწრაფად ამუშავებს. განსხვავება კი აქაც არსებობს. ზოგიერთი ინსტრუმენტი ბრუნვის მაღალი სიჩქარით გამოირჩევა, ზოგი შედარებით ნაკლებად სწრაფად მუშაობს. კარგი იქნება, თუ იგივე მარტივი წესით იხელმძღვანელებთ, როგორც სიმძლავრეზე.
ყველა რეისმუსს შეიძლება არა, მაგრამ Holst.ge-ზე არსებულს, დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, მტვრისგან დამცავი და ორი ცალი ქანჩის მოსახსნელი. პირველი ნივთი აუცილებელია, რადგან ხისა და ბეტონის დამუშავებისას, უამრავი მტვრის ნაწილაკებია ჰაერში მიმოფანტული. ეს ყველაფერი კი არ უნდა შეისუნთქოთ, პირიქით, სახე და თვალები მაქსიმალურად კარგად უნდა დაიცვათ. სწორედ ამას უზრუნველყოს მტვრისგან დამცავი. ხოლო რაც შეეხება მეორე ინსტრუმენტს, ქანჩის მოსახსნელი პირები საქმეს გაგიმარტივებთ. თუ რა სამუშაოს ასრულებს, ამას სიტყვა გვეუბნება და კი, ზუსტად მაგისთვის გამოიყენება.
სიმართლე ითქვას და ქარხნული დეფექტი არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენაა. როგორც წესი, წუნი მუშაობის დროს ვლინდება. მაღაზიაში შეთვალიერებით დეფექტს ვერ აღმოაჩენთ. ამ ყველაფრის გამოსავლენად, ცოტახანს მისი მუშაობაა საჭირო. რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუ ხელსაწყოს ქარხნულ წუნს აღმოუჩენთ? არაფერზე იდარდოთ, პრობლემას სწრაფად გადაჭრით, რადგან თქვენ ხელში გარანტიაა. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში თითოეულ ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თუ ინსტრუმენტს წუნი გამოუვლინდება, ტალონი პრობლემას მოაგვარებს. ინსტრუმენტი, საგარანტიო ფურცელთან ერთად, სერვისს ცენტრში უნდა წარადგინოთ, სადაც ხელსაწყოს შეაკეთებენ, ან ახლით ჩაანაცვლებენ.
რა სჯობს იმას, როცა მუშაობა, შოპინგი და საერთოდ ყველაფრის კეთება სახლიდან გაუსვლელად რომ შეგიძლიათ?! თანამედროვე სამყარო ზუსტად ასე დალაგდა, რომ უმეტესი სერვისით სარგებლობა სახლიდანაა შესაძლებელი. ეს კი მხოლოდ კარგის მომტანია, რადგან დროსა და ენერგიას ზოგავავთ. ასევე, თავიდან იცილებთ საცობებს, მაღაზიის რიგებს და ყველა იმ უსიამოვნებას, რაც ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ზუსტად ასეთ მომსახურებას გთავაზობთ. სასურველ ნივთებს საიტზე არჩევთ, იწერთ და კურიერს ელოდებით. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. გამოწერილ ნივთებს კი ყველგან მოგაწვდით, მთასა თუ ბარში, თითოეულ ადგილას სწრაფად ჩამოგიტანთ და უვნებელს ჩაგაბარებთ.
Dewalt-ის შესახებ ყველამ იცის. მომხმარებლები ბრენდს ენდობიან, რადგან მუდამ ხარისხიან ინსტრუმენტებს გვთავაზობს. ეს კონკრეტული რეისმუსი მაღალი სიმძლავრისაა და ასეთივე ბრუნვის სიჩქარე აქვს. ხელსაწყო ხესა და ბეტონს საკმაო სიღრმით ამუშავებს და რაც მთავარია, ძალიან ხარისხიანად. რეისმუსს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, მტვრისგან დამცავი და ორი ცალი ქანჩის მოსახსნელი. ინსტრუმენტი საუკეთესოა მათთვის, ვისაც კარგად შესრულებული საქმე უყვარს.