რა უნდა იცოდე წყლის ტუმბოს შესახებ |
რა უნდა იცოდე წყლის ტუმბოს შესახებ |
ადამიანის ცხოვრებაში წყალს შეუცვლელი ადგილი უჭირავს. პირველ რიგში, ჯანმრთელობის მხრივ. მაგალითად, სამუშაო მაგიდაზე ისეთივე ადგილს უნდა იკავებდეს, როგორც სხვა ატრიბუტები. დღის უმეტეს მონაკვეთში, წყლის მიღება აუცილებელია. მეორე მხრივ კი წარმოიდგინეთ, როგორ გვეცლება ფეხქვეშ მიწა, როცა ონკანიდან მხოლოდ რამდენიმე წვეთი მოდის. გარდა იმისა, რომ წყალი ყოველთვის საჭიროა, ასევე მნიშვნელოვანია მისი სწორად განაწილება. თუ გინდათ რომ მთელ სახლში მოგეწოდებოდეთ, მაშინ წყლის ტუმბო დაგჭირდებათ. თითოეული წვეთის დაზოგვა მნიშვნელოვანია. ხელსაწყო კი დანაკარგის გარეშე ანაწილებს, თან სრულიად კომპაქტურად. შედეგად, ბუნებრივ რესურს მოუფრთხილდებით. ასევე, წყალი ყოველთვის მაღალი წნევით მოგეწოდებათ და არა თითზე ჩამოსათვლელი წვეთებით.
ტუმბოები წყლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადამტანია. ან შეიძლება მხოლოდ ამოსატუმბი იყოს და ზედაპირზე ამოჰქონდეს. ხელსაწყო ამ რთულ საქმეს, მარტივად ასრულებს. თქვენ კი შრომაში გეხმარებათ. წყლით სავსე კასრის გადაადგილება დიდ ძალას მოითხოვს. ინსტრუმენტი ამას საკუთარი ძალით აკეთებს. ხელსწყოს გამოყენების არეალი ფართოა. გამოგადგებათ ყველგან, სადაც მსგავსი საქმიანობა გიწევთ. განსაკუთრებით კომფორტული დიდ ტერიტორიაზეა. მაგალითად, თუ აგარაკი გაქვთ, მაშინ წყლის ტუმბო უდავოდ გჭირდებათ. ინსტრუმენტი იმის გარანტია, რომ მთელს ტერიტორიაზე წყალი თანაბრად გადანაწილდება.
ორი სახის წყლის პომპა არსებობს: ზედაპირის და ჩასაძირი. მთავარია კარგად გაერკვეთ, თუ რომელი გჭირდებათ. პირველი ხელსაწყო ზედაპირზე მონტაჟდება. მთავარი ფუნქცია კი წყლის გადატანაა. სითხეს სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს და მთელს ტერიტორიას უზრუნველყოფს. ჩასაძირი ინსტრუმენტი კი სიღრმეში მონტაჟდება და წყლის ზემოთ ამოტანას ემსახურება.
საიტზე ყველანაირ წყლის ტუმბოს გადააწყდებით. განსხვავება როგორც ბრენდებში, ასევე მახასაითებლებში იკვეთება. Holst.ge - ზე კიდევ უფრო მეტი ბრენდია, მაგრამ სტატიაში მხოლოდ Schpindel - ის ხელსაწყოებს განვიხილავთ. თუ პირველი თქვენს კრიტერიუმებს ვერ მოერგება, მაშინ შეგიძლიათ დანარჩენებს გადახედოთ.
Schpindel - ის წყლის პომპა საწვავით მუშაობს. ტევადობა ბევრ რამეში ხელს უწყობს. პირველ რიგში კი ეფექტურად მუშაობაში. ხელსაწყო ამოტუმბვის სიღრმითაც გამოირჩევა. 8m - ზე საქმიანობს და დაკისრებულ მოვალეობას ზედმიწევნით ასრულებს. თუმცა, რომ არა სიმძლავრე, ასეთი ვერ იქნებოდა. საბოლოოდ, წნევა, სამუშაო რესურსი და სხვა თვისებები უსაზღვრო ძალას მატებს. მაღალი მაჩვენებელი აქვს შემომსვლელსა და გამომსვლელში. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება.
უპირატესობები:
ზედაპირის წყლის ტუმბო კომპაქტური ხელსაწყოა. მარტივად მონტაჟდება და სირთულეებს თავიდან გაშორებთ. Schpindel - ის ინსტრუმენტი მძლავრია. ჩამოთვლილებს შორის ამით ლიდერობს. შემსვლელი და გამომსვლელი 25 mm აქვს. ამოტუმბვის სიღრმე 8m. ხელსაწყო ფართო მასშტაბს სწვდება. აქედან გამომდინარე, ინსტრუმენტი დიდ ტერიტორიას მოამარაგებს. აგარაკებს, სასტუმროებსა და მსგავს დაწესებულებებს, გულითად დახმარებას გაუწევს.
უპირატესობები:
გამძლეობა ნებისმიერ ხელსაწყოს მოეთხოვება. შესაბამისად ჩასაძირი ტუმბოც ასეთი უნდა იყოს. წყალთან ხანგრძლივი კავშირი, ზოგჯერ კრახით სრულდება. მაგალითად, უხარისხო ონკანი იჟანგება და აღარაფერი შველის. ჩასაძირ პომპა კი წყალთან უნდა მეგობრობდეს. სწორედ ასეთია Schpindel - ის ხარისხიანი ხელსაწყო. ყველა სიკეთესთან ერთად, მონაცემებითაც გამოირჩევა. სიმძლავრიდან გამომდინარე, წყალი სწრაფად ამოაქვს და დაბრკოლებას არ ქმნის.
უპირატესობები:
Schpindel კიდევ ერთ ზედაპირის ტუმბოს გთავაზობთ. განხილულებთან შედარებით, ნაკლები სიმძლავრისაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმეს ვერ ასრულებს. აქ მთავარი გამოყენების არეალია, თუ სად მოიხმართ და რამდენად ხშირად. კონკრეტული მოდელი კარგი ფუნქციებითაა აღჭურვილი. ამოტუმბვის სიღრმე როგორც დანარჩენებს, 8m - აქვს. სწორედ ესაა მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამის მეშვეობით ხელსაწყო მაქსიმალურ სიღრმეზე მუშაობს. თუ კი სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში ფასი დამაბრკოლებელია, ამ შემთხვევაში ასე არ იქნება. Schpindel - ის წყლის ტუმბოს ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
უპირატესობები:
თეორიულად ხელსაწყოებს უკვე გავეცანით, ახლა მხოლოდ პრაქტიკაში გამოცდა დარჩა. ჯერ კიდევ ყოყმანობთ და გვირილის ფურცლებზე ითვლით, შეიძინოთ თუ არა ? მაშინ ისევ უპირატესობებს გადავხედოთ. ჩამოთვლილ ხელსაწყოებს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტრუმენტები დიდხანს და გამართულად იმუშავებს. ასევე, მნიშვნელოვანია გარანტია. თითოეულ მათგანს ერთ წლიანი საგარანტიო ტალონი მოყვება. იშვიათია, მაგრამ მაინც შეიძლება დაგჭირდეთ. ზოგჯერ მუშაობის პროცესში თავს ქარხნული წუნი იჩენს. შეძენამდე ამის შემოწმება შეუძლებელია. როგორც წესი აქტიური ამუშავებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება. შეიძლება უფრო მეტ დროში. სწორედ ამიტომ, საგარანტიო ტალონი პრობლემას მოაგვარებს.
წყლის ტუმბოები განსხვავებულია წონის მიხედვით. ზოგიერთი მძიმეა, ან პირიქით. თუმცა, ეს დისკომფორტს არ იწვევს. მაგალითად, ხერხის შემთხვევაში, მეტ ყურადღებას მიაქცევდით. იქედან გამომდინარე, რომ ხელში ჭერა გიწევთ. ტუმბო კი მონტაჟდება და გადაადგილება არ სჭირდება.
ამ კითხვაზე პასუხით, ყველაფერი დღესავით ნათელი იქნება. ამაზე კი თქვენ უნდა იფიქროთ. რა მასშტაბისთვის გჭირდებათ ხელსაწყო ? ჩასაძირი ტუმბო გინდათ, თუ ზედაპირის ? პირველ რიგში, ამ კითხვებს უნდა უპასუხოთ. თუ უკვე გარკვეული ხართ, მაშინ კონკრეტულ ინსტრუმენტებზე გადავიდეთ. ჩამოთვლილებიდან ყველაზე მძლავრი, პირველი მოდელია. ამიტომ, ხელსაწყოს კარგად ფართო ტერტორიისთვის გამოიყენებთ. სიმძლავრისა და სხვა მახასიათებლების კუთხით, არც მეორე წყლის ტუმბო ჩამოუვარდება. ინსტრუმენტის გამოყენებაც ზუსტად იგივენაირად შეგიძლიათ. ბოლოს განხილული ხელსაწყო ნაკლები სიძლავრისაა. შესაბამისად, თუ მცირე ტერიტორიისთვის გსურთ, მაშინ სწორედ ასეთი გჭირდებათ.
წონა რომ გვერდით გადავდოთ, წყლის პომპა ზომითაც დიდია. ასეთ შემთვევაში, სახლიდან გაუსვლელად შეძენა, განსაკუთრებით კომფორტულია. ამას კი Holst.ge უზრუნველყოფს. ამავდროულად, უფასო საკურიერო სერვისით ისარგებლებთ.