რა უნდა იცოდეთ ჰაერის კომპრესორის შესახებ |
რა უნდა იცოდეთ ჰაერის კომპრესორის შესახებ |
სამყარო ბევრ თანმიმდებრულ ამბავს გვინახავს. არსებობს ჩვეული მოვლენები, რომელთა გარეშე ყოფა წარმოუდგენელია. შემოდგომაზე ხეებს ფოთლები სცვივა და მიწა ფერადდება, ზამთარს ყოველთვის გაზაფხული მოსდევს, თქვენს საამქროს კი ჰაერის კომპრესორი ამუშავებს. ჩვეული ამბავია და მის გარეშე სრული ქაოსი იქნებოდა. ხელსაწყო სახელოსნოსა და ყველა მსგავსი დაწესებულებისთვის აუცილებელია. თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ, მაშინ ერთდრულად ბევრ რესურს ხარჯავთ. სინამდვილეში საქმე ბევრად მარტივადაა. ჰაერის კომპრესორი თქვენს დროსა და ენერგიას ზოგავს.
რამდენიმე წუთი სიტყვაზე ფიქრს რომ დავუთმოთ, მაშინვე ყველაფერი ნათელია. კონკრეტულად, კომპრესორი სხვადასხვა ხელსაწყოს წნევით ამარაგებს. ეს კი ზოგიერთ ინსრტრუმენტს ისე სჭირდება, როგორც ჩვენი ჰაერი. ამის გარეშე ლაღად მუშაობა წარმოუდგენელია, რადგან საქმე რთულია. კომპრესორი კი ყველაფერს ამსუბუქებს. სწორედ ამიტომ, შეუცვლელი ხელსაწყოა.
სხვადასხვა საამქრო, ავეჯის საწარმოები და ყველა მსგავსი დაწესებულება კომპრესორით მუშაობს. ხელსაწყო სპეციალურად ამ სივრცეებისთვის შეიქმნა. ასეთი ადგილები დიდ რესურს მოითხოვს. ინსტრუმენტებს ძლიერი წნევა სჭირდება. შესაბამისად, დღის წესრიგში ჰაერის კომპრესორის გამოგონება დადგა. დიდი საამქროების მუშაობა ასე ბევრად მარტივია.
საიტზე მოხვედრისთანავე კომპრესორებს წამებში იპოვით. საძიებო ველის მეშვეობით, ინფორმაცია მარტივად იფილტრება. შემდეგ კი თვალწინ ხელსაწყოების დასტა გადაიშლება. მთელი გვერდი ჰაერის კომპრესორებს უკავია. ამიტომ, ფართო არჩევანში, სასურველ ინსტრუმენტს უკეთ იპოვით. მახასიათებლებს გულდასმით შეადარებთ და დეტალურად შეჯერდებით. Holst.ge - ზე სხვადასხვა ბრენდის კომპრესორი დაგხვდებათ. Tolsen, Lux garden, Crown და Schpindel. თითოეულ კომპრესორს მაღალი სამშაო რესურსი აქვს. მახასიათებლები მეტ- ნაკლებად განსხვავებულია. ზოგიერთი მეტად მძლავრია, ან პირიქით. რამდენიმე დიდი მოცულობისაა, დანარჩენები კი საშუალო და დაბალ პოზიციას იკავებს. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ხარისხი უცვლელი კომპონენტია.
ჰაერის კომპრესორის მოცულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ხელსაწყო ტევადია, რამდენიმე ინსტრუმენტს ერთად ამუშავებს. ამ შემთხვევაში Crown - ის კომპრესორი ლიდერია, როგორც მოცულობით, ასევე სიმძლავრით. ხელსაწყო სირთულის გასამკლავდებლად, საკმარის ენერგიას გამოიმუშავებს.მაღალი წნევის მეშვეობით, ჰაერის დიდ ნაკადს იტევს და სხვა ინსტრუმენტებს ამარაგებს. საკმაოდ მაღალია ბრუნვის სიჩქარე და წარმადობა. კომპრესორი მძიმეა, ზუსტად 55 კგ, მაგრამ ეს გასაგებიცაა. ასე მონაცემებიდან გამომდინარეა. სიძლიერე და დამატებითი ფუნქციები ამძიმებს. ამის მიუხედავად, სამუშაოდ მაინც კომფორტული და მარტივად გამოსაყენებელია.
უპირატესობები:
Schpindel გერმანული ბრენდია. დიახ, ზუსტად ისეთივე პროდუქტები აქვს, რაც გაიფიქრეთ. ხარისხიანი და კომპაქტური, მუშაობისას რომ არ გადაიღალოთ და უპრობლემოდ განაგრძოთ სვლა. ჰაერის კომპრესორი 50L მოცულობისაა. ეს კი საშუალო მაჩვენებელია. აბსოლუტურად ნორმალური, ინსტრუმენტის კარგად ფუნქციონირებისთვის. სიმძლავრე იგივე აქვს, როგორც წინა კომპრესორს, 1.5 kw. მაღალია სიჩქარის მაჩვენებელი. მექანიზმები სწრაფად ბრუნავს და საქმეს მოკლე დროში ასრულებს. ძლიერი წნევა ჰაერის დიდ ნაკადს აწოდებს და ხელსაწყოებს ძალას ანიჭებს. კომპრესორს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება ქარხნული დეფექტი ჰქონდეს. ეს კი მუშაობის პროცესში მჟღავნდება. საგარანტიო ტალონით კი შეიცვლება ან შეკეთდება. გართულებებს თავიდან აირიდებთ და საქმეს მშვიდად განაგრძობთ.
უპირატესობები:
25L მოცულობის ჰაერის კომპრესორი, მცირე საწარმოებში გამოგადგებათ. სხვებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ მაღალი წნევა აბალანსებს. თუ სხვა კომპრესორებზე რამდენიმე ხელსაწყო ერთდებოდა, Crown - ს მხოლოდ ერთს მიამაგრებთ და ყველაფერი მოგვარებულია. თუ თქვენი ობიექტი ფეხს ახლა იდგამს, დასაწყისისთვის ასეთი ხელსაწყო გამოგადგებათ. როცა საწარმო გაფართოვდება და მეტი რესურსი დასჭირდება, უკვე მძლავრ ინსტრუმენტს შეარჩევთ. დანარჩენი მახასიათებლები ძლიერი აქვს. მაგალითად, წარმადობა, ბრუნვის სიჩქარე და კვების წყარო. ჰაერის კომპრესორი გამძლე უნდა იყოს. Crown - ის ხელსაწყო კი ნამდვილად ასეთია.
უპირატესობები:
Tolsen მრავალჯერ ნაქები ბრენდია. იმსახურებს და იმიტომ. კარგ სიტყვებს არც ამჯერად დავიშურებთ და გეტყვით რომ თქვენს წინაშე გამძლე კომპრესორია. მოცულობით ყველაზე პატარა. დიდ საამქროებში მუშაობა გაუჭირდება, მაგრამ მცირე საქმეს სრულყოფილად ასრულებს. დიდ დატვირთვას ვერ უძლებს, თუმცა იქნებ ასეთი არც გჭირდებათ. ასე რომ, თუ საშუალო მონაცემების კომპრესორს ეძებთ, სწორედ ეს გამოგადგებათ. სხვებთან შედარებით მსუბუქია. გადადგილების პრობლემა ნამდვილად არ ექნება. ჰაერის კომპრესორების უმეტესობა, საკმაოდ ძვირი ღირს. კონკრეტული მოდელს კი ხელმისწვდომი ფასი აქვს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება და Holst.ge - დან შეძენაც მარტივია.
უპირატესობები:
როგორც უკვე ვნახეთ, თითოეულ ხელსწყოს განსხვავებული მონაცემები აქვს. დასაწყისში ნახსენები Crown - ის კომპრესორი ყველაზე მძლავრია. Holst.ge - ზე უფრო ძლიერებიც მოიძებნება, მაგრამ ჩამოთვლილებზეა საუბარი. ამიტომ, დიდ საწარმოში ასეთი დაგჭირდებათ. Schpindel - ის ხელსაწყოც არ ჩამორჩება და ანალოგიურად, დატვირთულ გრაფიკს უძლებს. თუმცა, საწყისი ეტაპისთვის ნაკლები სიმძლავრეც საკმარისია. მაგალითად, როგორებიცაა, Crown - ის მეორე მოდელი და Tolsen - ის კომპრესორი.
რაც უფრო ტევადია ჰაერის კომპრესორი, მით მეტ ხელსაწყოს ამუშავებს. უფრო მძლავრია და ხარვეზების გარეშე საქმიანობს. თუ დიდხანს მუშაობა უწევს, მაქსიმალურად ტევადი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში კი ნაკლებსაც კარგად მოერგებით.
ჰაერის კომპრესორების უმეტესობა მძიმეა. შორ გზაზე სატარებლად კი არც თუ ისე კომფორტული. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილი დაგჭირდებათ. Holst.ge კი მარტივ გზას გთავაზობთ. ხელსაწყოს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და ნივთს რამდენიმე დღე ელოდებით. მთელი საქართველოს მასშტაბით, 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფასო მიტანა ვრცელდება.