რა უნდა იცოდეთ, საჭირო შესაწამლი აპარატი რომ შეარჩიოთ

„არც კი იცით, როგორი რთულია მიწასთან მუშაობა“, - ხშირად ამბობენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მცენარეულ კულტურას უვლიან, თავს დასტრიალებენ და მოსავალს იღებენ.

მათი შრომა მართლაც კოლოსალურია და ბევრი, ძალიან ბევრი რამის გათვალისწინება უწევთ. ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი კი შესაწამლი აპარატი გახლავთ, რომელიც მცენარეებს ზრდა განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა სასიცოცხლო ნივთიერებით ამარაგებს. გარდა ამისა, მცენარეებს უამრავი მავნებლისგანაც იცავს, რაც არანაკლებ ყურადსაღები ფაქტორია.

საბედნიეროდ, ბაზარზე საკმაოდ მრავლად შეგხვდებათ შესაწამლი აპარატები და ბუნებრივია, მცენარეების მოვლისთვის აუცილებელ ამ საშუალებას Hols.ge-ზეც შეიძენთ.

ქვემოთ იმაზე მოგიყვებით, როგორი შეიძლება იყოს შესაწამლი აპარატები და როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი.

შესაწამლი აპარატი და მისი ტიპები

შესაწამლი აპარატები რამდენიმე ტიპად იყოფიან:

  • მექანიკური შესაწამლი აპარატი - მოქმედებაში ფიზიკური ძალის დახმარებით მოდის. იგულისხმება ადამიანის ძალისხმევა, რასაც ხელის აქტიური მოძრაობა სჭირდება.
  • აკუმულატორიანი შესაწამლი აპარატი - მუშაობს ავტონომიურად, ელემენტის ან აკუმულატორის დახმარებით.
  • მოტორიანი შესაწამლი აპარატი - მოქმედებაში ბენზინის ძრავის დახმარებით მოდის.

რა თქმა უნდა, სამივე ტიპის შესაწამლი აპარატის შერჩევა Holst.ge-ზე შეგიძლიათ.

- მექანიკური შესაწამლი აპარატი

ყველაზე უფრო მარტივი და ამასთან ერთად, ღირებულების თვალსაზრისით, ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტი, რომელიც გამოდგება როგორც ღია ცის ქვეშ, ისე სათბურსა თუ სახლში.

მცირე გაბარიტების მქონე და მარტივი მექანიკური შესაწამლი აპარატი ოპტიმალური ვარიანტია საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის. მაგალითად, მცირე ზომის ყვავილებისთვის, ქოთნის მცენარეებისთვის, აივნისა თუ ლოჯიის ორანჟერეისთვის და ასე შემდეგ. როგორც წესი, ასეთი აპარატის მოცულობა 0,5-დან 2 ლიტრამდე მერყეობს.

რაც შეეხება ხელის შესაწამლ აპარატს უფრო დიდი მოცულობის მქონე ავზით, მას სპეციალური სახელური აქვს, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, მცენარეები განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეწამლოს. ასეთი აპარატი უკვე მცირე ზომის ბაღ-ბოსტნებისთვის, ასევე, სათბურებისთვის ან არც თუ მასშტაბური ვენახებისთვის გამოგადგებათ.

- აკუმულატორიანი შესაწამლი აპარატი

ამ ტიპის შესაწამლ აპარატს „ოქროს შუალედს“ უწოდებენ მექანიკურსა და ბენზინის ვარიანტებს შორის.

ინსტრუმენტის დახმარებით, საკმაოდ მოზრდილი მიწის ნაკვეთის დამუშავებაა შესაძლებელი. შესაბამისად, აღჭურვილია ტევადი ავზით, როგორც წესი, 10-დან 20 ლიტრამდე, რაც სავსებით საკმარისია საშუალო ზომის ბაღების შესაწამლად.

მუშაობისთვის საჭირო ენერგიას ამ ტიპის შესაწამლი აპარატი აკუმულატორიდან იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არანაირი ძალისხმევა არ სჭირდება.

აქვე ისიც დავამატოთ, რომ აპარატს ქამრებიც აქვს, რომ ადამიანმა ზურგზე კომფორტულად ჩამოიკიდოს, რათა ხანგრძლივმა მუშაობამ დისკომფორტი და გადაღლა არ გამოიწვიოს. რასაკვირველია, აკუმულატორიანი შესაწამლი აპარატის წარმადობა და ეფექტიანობა გაცილებით მაღალია მის მექანიკურ ანალოგთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ აკუმულატორიანი შესაწამლი აპარატის მუშაობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ეკოლოგიური თვალსაზრისით, ვინაიდან მას არავითარი გამონაბოლქვი არ აქვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათბურში მუშაობის დროს.

- მოტორიანი შესაწამლი აპარატი

შესაწამლი აპარატების „ოჯახში“ ყველაზე უფრო მძლავრი და ეფექტიანი, უდავოდ მოტორიანი ვერსია გახლავთ, რომელიც დიდ ფართობებზე მუშაობის საშუალებას იძლევა.

როგორც წესი, მოტორიან შესაწამლ აპარატს ირჩევენ პროფესიონალები და დიდი ბაღებისა თუ ვენახების მფლობელები.

აპარატი დამოუკიდებლად მუშაობს და ადამიანს არავითარი ძალისხმევა არ სჭირდება იმისთვის, რომ მცენარემ ყველა საჭირო ნივთიერება მიიღოს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი, რაც ბენზინის შესაწამლ აპარატს აქვს, მისი დახმარებით მცენარეების მოვლის პროცესი ძალიან სწრაფი და ეფექტიანია.

პრაქტიკულად ყველა მწარმოებელი ითვალისწინებს, რომ აპარატი მაქსიმალურად კომფორტული იყოს და ადამიანი ნაკლებად დაიტვირთოს.

დამატებითი პარამეტრები

არსებობს კიდევ რამდენიმე პარამეტრი და მახასიათებელი, რომლებიც შესაწამლი აპარატის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ. იგულისხმება გაფრქვევის მანძილი, შლანგის სიგრძე და შესასხურებელი მილაკის სიგრძე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ძირითადად, შესაწამლი აპარატი თხევად მასალასთან მუშაობს, თუმცა, შეხვდებით უნივერსალურ მოდელებსაც, რომელთაც ფხვნილის გაფრქვევაც შეუძლიათ. ზოგიერთ აპარატს ამისთვის სპეციალური თავაკები მოჰყვება, რათა გრანულებიანი ქიმიკატების გამოყენებაც მოხერხდეს...

შრომამ შექმნა ადამიანიო, ხომ გაგიგიათ? ჰოდა, სულ გქონდეთ შრომის სურვილი და ძალა!..

Lux-Garden MES-16L შესაწამლი აპარატი Hybrid

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6940129781234
  • წონა (კგ) - 6.2
  • კვების წყარო - ელემენტი + მექანიკური (ჰიბრიდი)
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი
  • წარმადობა - 4.0 l/min

Lux-Garden 16C-57 16L ელექტრო შესაწამლი აპარატი

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 18V 2Ah
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6940129312315
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • მოცულობა - 16L
  • წნევა - 0.2-0.4MPa
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი
  • წონა (კგ) - 3.9

Lux Garden GSP-25L შესაწამლი აპარატი ბენზინზე

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6940129781258
  • წონა (კგ) - 10.2
  • კვების წყარო - საწვავი
  • მოცულობა - ბენზინის ავზი: 0.6 l
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + ქამარი
  • კუბატურა - 26cc

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება