| რა უნდა იცოდეთ, სანამ სარწყავ შლანგს შეიძენთ |
| რა უნდა იცოდეთ, სანამ სარწყავ შლანგს შეიძენთ |
ვენახი იქნება, ყანა, ბოსტანი, ბაღი თუ ბაღჩა, სარწყავი შლანგი ყველგან საჭიროა - წყალი ნებისმიერ მცენარეს სჭირდება, თუ რა თქმა უნდა, კაქტუსის მოშენების უცნაური სურვილი არ გაუჩნდა ვინმეს შუაგულ ყვარელსა თუ გაგანია ამბროლაურში. თუმცა, ალბათ, წყალზე უარს არც ეს მცენარე იტყვის.
მოკლედ, მცენარეების მოვლის ისეთ მნიშვნელოვანსა და უაღრესად საჭირო აქსესუარზე უნდა გესაუბროთ, რომელსაც სარწყავი შლანგი ჰქვია.
- შლანგი რომ საგულდაგულოდ შეისწავლოთ, უმჯობესია, გაშალოთ და მთელ სიგრძეზე შეამოწმოთ;
- გაეცანით ტექნიკურ მახასიათებლებს;
- გაცილებით უსაფრთხოა, შეიძინოთ ცნობილი მწარმოებლების პროდუქცია, რომლის ექსპლუატაციის გარანტირებული ვადა მინიმუმ 10 წელია;
- მისასალმებელია, თუკი პროდუქტს აქვს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი არმირებული ფენა;
- აუცილებლად დარწმუნდით, რომ შლანგს არ აქვს მკვეთრი, არასასიამოვნო სუნი;
- რეზინი;
- სილიკონი;
- პოლივინილქლორიდი (ე.წ. პევეხა);
- თერმოპლასტი;
- ნეილონი.
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუკი ვიტყვით, რომ ყველაზე პოპულარული რეზინის შლანგია. მასალა ხასიათდება მაღალი გამძლეობით, ელასტიკურობით, ულტრაიისფერი სხივებისა და ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ მდგრადობით. ასევე, უმკლავდება ქიმიურ რეაგენტებს, დეფორმაციას და ღირებულებაც, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია. გათვლილია წნევისთვის 1-იდან 10 ატმოსფეროს დიაპაზონში.
რაც უფრო რბილია რეზინი, რომლითაც შლანგი მზადდება, მით ხანგრძლივია მისი ექსპლუატაციის ვადა.
საკადრის ყურადღებას იმსახურებს ნეილონის შლანგი. რეზინისგან განსხვავებით, მისი წონა მნიშვნელოვნად მცირეა, რაც დაგვეთანხმებით, ძალიან დიდი პლუსია. ასევე, ნეილონის შლანგი გამოირჩევა მოქნილობითა და სიმტკიცით, რაც მისი სტრუქტურის მთლიანობის დარღვევის გარეშე დახვევის საშუალებას იძლევა. ერთი კია, ტემპერატურისა და წნევის ცვალებადობას ისე წარმატებით ვერ უმკლავდება, როგორც ამას მისი „რეზინის ბიძაშვილი“ ახერხებს.
ყველაზე უფრო გამძლე მასალა თერმოპლასტია, რომლის გამოყენება წლის განმავლობაში ნებისმიერი მასშტაბის დატვირთვას გაუძლებს.
შედარებით ყველაზე ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ვარიანტია ე.წ. პევეხასგან დამზადებული შლანგი, რომლის შერჩევისას, რეკომენდებულია, ყურადღება მიაქციოთ შრეების რაოდენობას, რაც გავლენას ახდენს მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობაზე. ერთ შრიანი შლანგი დეფორმაციას მალევე ნებდება და ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 1 წელია. რაც შეეხება 3 და მეტ შრეს, ასეთი შლანგი გამოირჩევა გამძლეობით და წნევისა და ტემპერატურის ცვალებადობასაც იოლად უმკლავდება.
გაითვალისწინეთ, რომ პოლიქლორვინილის შლანგის ცივ ადგილებში შენახვა რეკომენდებული არ არის
გაურკვეველი ბრენდების იაფფასიანი პროდუქტის შეძენამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგებიც კი მოიტანოს. როგორც მინიმუმ, უხარისხო შლანგი მწყობრიდან ძალიან მალე გამოვა.
ასე და ამგვარად, როცა არც ისე მარტივი გადაწყვეტილებაა მისაღები - როგორი შლანგი ჯობს, ყურადღება შემდეგ მახასიათებლებს მიაქციეთ:


