რა უნდა იცოდეთ ხელსაწყოების ნაკრების შეძენამდე

ინსტრუმენტების ნაკრები კომფორტის მოყვარული ხალხისთვისაა განკუთვნილი. ყუთში თავმოყრილი ხელსაწყოები წვრილმან თუ დიდ საქმეში დაგეხმარებათ. ყველაფერი კომპლექტში ერთიანდება, ამიტომ, მსგავსი ტიპის ინსტრუმენტების ცალ-ცალკე შეძენა არ მოგიწევთ. ასე კი ბევრად კომფორტულია.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ...

გასათვალისწინებელ საკითხებს შორის, ხელსაწყოების რაოდენობა უმთავრესია. სხვადასხვანაირი ნაკრები არსებობს, მაგალითად, ზოგი 216 ინსტრუმენტს მოიცავს, ზოგიც ბევრად უფრო ნაკლებს. საკითხავი ის არის, თქვენ როგორი გჭირდებათ. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ტიპის საქმიანობა, ყოველდღიურობაა და უკვე პროფესიონალი ბრძანდებით, სათანადო აღჭურვილობა დაგჭირდებათ. ასეთი სიტუაციისთვის ყველანაირი სახის ინსტრუმენტი გამოგადგებათ და რეკომენდებულია, რომ 216 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები შეიძინოთ. მეორე შემთხვევაში კი ამდენი სულაც არ დაგჭირდებათ. ეს მაშინ, თუ დამწყები ხართ ან კომპლეტს იშვიათად იყენებთ. ასეთ დროს, მცირე რაოდენობის ნაკრები დაგეხმარებათ. მასში შემავალი ინსტრუმენტები, პატარა საქმეებისთვის, სრულად გამოსადეგია.

ხარისხი

უხარისხო ინსტრუმენტების ნაკრები უსარგებლოა. რაში უნდა გამოიყენოთ, ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც მარტივად ფუჭდება და ვეღარ ფუნქციონირებს ? მართალია, არც არაფერში. Holst.ge - სა და ასეთ ინსტრუმენტებს შორის, შავი კედელია აღმართული. ჩვენთან უხარისხო პროდუქტს ვერ გადააწყდებით, რადგან ყველაფერი მრავალჯერაა გატესტილი. რაც შეეხება ინსტრუმენტების ნაკრებს, თითოელი გამძლეა და დიდხანს მუშაობს. ნებისმიერი ბრენდის შემთხვევაში ასეა, ამიტომ, შეგიძლიათ თვალდახუჭული გვენდოთ.

რატომ Holst.ge ?

ხარისხიანი პროდუქტის გარდა, კიდევ ბევრი უპირატესობაა. ის თუ იცით, რომ ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ ?! ნამდვილად ასეა, რადგან გამოწერა ბევრად კომფორტულია. საკურიერო მომსახურება კი, მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და მეტიც, 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. რაც მთავარია, ნივთები თქვენამდე სულ მალე მოვა და დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. სხვა ყველაფერთან ერთად, ესეც კარგი უპირატესობაა. რაც შეეხება ბრენდებს, ჩვენთან მხოლო უმაღლესი ხარისხის ხელსაწყოებს იხილავთ. საიტზე განთავსებული თითოეული ბრენდის პროდუქი საუკეთესოა.

TOLSEN TOL1708-15147 ხელსაწყოების ნაკრები 216ც-იანი

Tolsen - ის ნაკრებში მრავალი კარგი ინსტრუმენტია. კომპლექტი 216 ცალიანია და ყველანაირი სახის ხელსაწყოს იხილავთ. თითოეული ხარისხიანი და ეფექტურია, შესაბამისად, შეძენა ნამდვილად ღირს. დასაწყისში ვახსენეთ, რომ პროფესიონალებს ბევრინსტრუმენტიანი ნაკრები დასჭირდებოდათ. ზუსტად ასეა და ეს მოდელი საუკეთესოა. თუ კი მსგავს ხელსაწყოებთან ყოველდღიური შეხება გაქვთ, მაშინ Tolsen - ის კონკრეტული ნაკრები თქვენთვის შექმნილა. კომპლექტში ყველა საჭირო ინსტრუმენტი ერთიანდება, ამიტომ, ნებისმიერ საქმეს შეგიძლიათ შეეჭიდოთ, როცა გვერდით ასეთი ხელსაწყოები გექნებათ.

Tolsen xelsawyoebis nabori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • ზომა - 1/4''-3/8''-1/2''
  • წონა (კგ) - 11.25       
  • რაოდენობა - 216 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ხელასწყოების რაოდენობა
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL1953-85354 ხელსაწყოების ნაკრები 116ც-იანი

მეორე ნაკრებიც Tolsen - ს ეკუთვნის. ზუსტად ისეთივე ხარისხიანია, როგორიც განხილული მოდელი. განსხვავებას რაოდენობაში ვაწყდებით. ეს ხელსაწყოების ნაკრები 116 ცალიანია, რაც საკმაოდ ბევრია. მართალია, წინასთან შედარებით თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც. ხელსაწყოები სახლისთვისაც გამოგადგებათ და ზოგადად, ყველგან გამოიყენებთ.

Tolsen xelsawyoebis nabori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • წონა (კგ) - 9.7
  • რაოდენობა - 116 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • ხელმისწვდომი ფასი
  • ინსტრუმენტების რაოდენობა
  • გამძლეობა

TOLSEN TOL1688-85352 ხელსაწყოების ნაკრები 89ც

ბოლოს კი უფრო მცირე ინსტრუმენტების ნაკრებზე გადავიდეთ. 89 ცალიანი კომპლექტი ხარისხიან ხელსაწყოებს მოიცავს. იმედგაცრუებული არცერთი მათგანით არ იქნებით, რადგან ყველა კარგია. კონკრეტული ინსტრუმენტების ნაკრები ყველგან შეიძლება დაგჭირდეთ. მასში განსაკუთრებული ხელსაწყოები შედის და უმჯობესია, სულ გვერდით გქონდეთ.

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • წონა (კგ) - 4.25         
  • რაოდენობა - 89 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება