რა უნდა ქნათ, თუკი როზეტები არ გყოფნით?

რა უნდა ქნათ და პირველ რიგში, იმაზე შევთანხმდეთ, რომ არ უნდა ინერვიულოთ! საერთოდაც, რა აზრი აქვს იმაზე ნერვიულობას, რაც შეიძლება მოგვარდეს? და მით უმეტეს, რა აზრი აქვს იმაზე ნერვიულობას, რასაც არაფერი ეშველება?!

ჰოდა, მოკლედ, მთავარია, არ ინერვიულოთ, მით უმეტეს, ახლავე მოგართმევთ რჩევას - რა უნდა ქნათ, თუკი როზეტები არ გყოფნით და დამაგრძელებლები, დამაგრძელებლები უნდა გამოიყენოთ, ეს არის და ეს!..

რა არის, რისთვის გვჭირდება, როგორ შევარჩიოთ

დამაგრძელებელი პასუხისმგებელია საოფისე ტექნიკისა თუ საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მუშაობაზე, რომლებიც კვების წყაროსგან მოშორებით აღმოჩნდნენ. ამასთან, მოწყობილობა ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს: დამაგრძელებლისა და გამყოფის.

პირველი მაშინ ვლინდება, როცა ელექტრომოწყობილობა კვების წყაროსგან შორს არის, მისი სადენი კი საჭირო ადგილს ვერ წვდება. და სწორედ დამაგრძელებელი გვშველის იმ მომენტში, როცა ვფიქრობთ, რა უნდა ვქნათ, როცა გვსურს, ქსელს მივუერთოთ სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი თუ ჩაიდანი.

მეორე ფუნქცია მოქმედებაში მაშინ მოდის, როცა ტექნიკისა და აღჭურვილობის სიმრავლის გამო, როზეტები საკმარისი არ არის.

ბაზარზე მოწყობილობის მრავალფეროვანი არჩევანია. ყველაზე მეტი პოპულარობით კი სარგებლობენ:

- ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დამაგრძელებელი

ეს მოდელი აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთი დამაგრძელებლის სტანდარტული სიგრძე 1-დან 10 მეტრამდე მერყეობს, რაც აბსოლუტურად საკმარისია, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ.

- კოჭა

ეს კატეგორია პოპულარულია სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. კოჭა დამაგრძელებლის შერჩევა დიდ სირთულეს სულაც არ წარმოადგენს. საკმარისია მხოლოდ მისი მახასიათებლების განსაზღვრა - როგორია დასაშვები სიმძლავრე და სადენის სიგრძე. საერთოდაც, ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი ზომების მქონე დამაგრძელებელი - კოჭას სადენის სიგრძე 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს.

- დამაგრძელებელი დამიწებით

მოდით, ჯერ ის ვთქვათ, რომელი უკეთესია - დამაგრძელებელი დამიწებით, თუ მის გარეშე? პირველს რამდენიმე პლუსი აქვს - მთავარი ის არის, ადამიანს დენის დარტყმისგან იცავს, რაც შეიძლება სადენის იზოლაციის დაზიანებას მოჰყვეს. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ასეთი დამაგრძელებლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შენობაში, რომელსაც დამიწება აქვს. შესაბამისი კონტაქტები როზეტში უნდა იყოს დატანილი.

- დამაგრძელებელი ღილაკით

ეს მოდელი მათთვის არის მისაღები, ვისაც არ სურს, შტეფსელი როზეტიდან ყოველ ჯერზე გამოაძროს. და რისთვის არის საჭირო ღილაკი? პასუხი მარტივია - მოწყობილობის ჩართვა-გამორთვისთვის. მწარმოებლებმა ამ შემთხვევაში დიდი წინდახედულობა გამოიჩინეს და მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შესთავაზეს.

თუკი გადაწყვიტეთ, დამაგრძელებელი შეიძინოთ, რამდენიმე კრიტერიუმი უნდა იცოდეთ:

  • როზეტების რაოდენობა - უნდა გაითვალისწინოთ მოწყობილობების რაოდენობა, რომლებიც ქსელს ერთდროულად უნდა მიუერთოთ. მაგალითად, სახლისთვის საკმარისია 1-7 როზეტი;
  • უსაფრთხოება - ამ შემთხვევაში, უმჯობესია, როზეტს მიუერთდეს დამაგრძელებელი დამიწებით;
  • სხვა დაცვითი მექანიზმები - მაგალითად, დამცავი ავტომატის, რომელიც დამაგრძელებელს გადატვირთვის საშუალებას არ მისცემს;
  • სადენის სიგრძე - რა ზომის სადენიანი დამაგრძელებელი უნდა შეიძინოთ, დამოკიდებულია მის დანიშნულებაზე: საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის 10 მეტრიც აბსოლუტურად საკმარისია, პროფესიონალურისთვის - 50 მეტრიდან;
  • იზოლაციის ხარისხი - სადენი შეიძლება იყოს ერთფენიანი (გამოდგება ნორმალური ტენიანობის პირობებში), ასევე, ორფენიანი - მიზანშეწონილია, გამოიყენებოდეს ყინვაში, შენობებში, სადაც ტენიანობისა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლებია;
  • დასაშვები სიმძლავრე - დატვირთვის დასაშვები მაჩვენებელი დამაგრძელებელის კორპუსზეა მითითებული.

Linus SOC10-5712 დამაგრძელებელი 3-ადგილიანი 3 მტრ კაბელით დამიწებით

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - დამიწებით
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3
  • სადენის სიგრძე (მ2) - 3
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • კვეთა - 1
  • ამპერი - 16A
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869002005712
  • წონა (კგ) - 0.4

Linus SOC22-8546 დამაგრძელებელი დენის ფილტრით 1,5მX3 ჩამრ. დამიწებით, ჩამრთველით

Linus damagrdzelebeli denis filtrit

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - დენის ფილტრით
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3
  • სადენის სიგრძე (მ2) - 1.5
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • კვეთა - 1
  • ამპერი - 16A
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869002008546
  • წონა (კგ) - 0.4

Linus SOC20-5781 დამაგრძელებელი 5-ადგილიანი 5 მტრ კაბელით დამიწებით+ჩამრთველი+USB

Linus damagrdzelebeli damiwebit da chamrtvelit

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - დამიწებით და ჩამრთველით
  • ჩამრთველების რაოდენობა - 5
  • სადენის სიგრძე (მ2) - ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • კვეთა - 1
  • ამპერი - 16A
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869002005781
  • წონა (კგ) - 0.65

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება