რა უპირატესობები აქვს ელექტრო სახრახნისს |
რა უპირატესობები აქვს ელექტრო სახრახნისს |
ბურღვასთან დაკავშირებული საქმიანობა, სულ სხვა განზომილებაა. ხრახნების ზედმიწევნით დამაგრება და ყველაფრის მწყობრში მოყვანა, რთული ამოცანაა. თუმცა, ძალიანაც ნუ შეშინდებით. როცა ელექტრო სახრახნისი გაქვთ, საქმე ასე ცუდად არ არის. ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, როცა პროფესიონალი ხელსაწყოთი მუშაობთ. ინსტრუმენტს ბევრი უპირატესობა აქვს. რამდენიმეზე აქვე გიამბობთ.
„დრო არ მქონდა და ვერ გავაკეთე“ - ერთხელ მაინც გვითქვამს ან მოგვისმენია. ასე რომ შევთანხმდეთ, თითოეულ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს. დროის მენეჯმენტი ორმაგ ფასს იძენს, როცა საქმე სამუშაოს ეხება. უფრო მაშინ, თუ პროექტის დასრულების ვადა იწურება. ელექტრო სახრახნისი ამ პრობლემას დაგავიწყებთ და საქმეს უსწრაფესად შეასრულებს. ამ სახით დიდ უპირატესობას ფლობს. ხელსაწყო სწრაფია, შესაბამისად, ხრახნებსაც თვალის დახამხამებაში აკეთებს. სულ ცოტა თქვენი მონდომებაც სჭირდება და თავად იმედს არ გაგიცრუებთ.
როგორ წარმოგიდგენიათ მოუხერხებელი ინსტრუმენტის ხელში ჭერა ? საკმაოდ უსიამოვნოა. თან უნდა იმუშაოთ, ყველაფერი სიზუსტით აკეთოთ და არაკომპაქტურ ხელსაწყოსაც გაუძლოთ. ჩვენ ასეთ სამუშაო პროცესს არ გისურვებდით. ამიტომაც, რადიკალურად სხვანაირს გთავაზობთ. ელექტრო სახრახნისები კომპაქტური ხელსაწყოებია. წონით მსუბუქია, დიზაინით კი დახვეწილი და მოქნილი. იმის საფრთხე, რომ მუშაობისას ხელს შეგიშლით, მინიმუმამდეა დასული. პირიქით, თვისებებიდან გამომდინარე საქმეს გაგიმარტივებთ. სწრაფად და კომპაქტურად საქმიანობს.
ზემოთ ჩამოთვლილი ამბები ხომ გადასარევია, მაგრამ წინ უკეთესებიც გველის. იმაზე კარგი რა უნდა იყოს, როცა ერთი ხელსაწყო ორი ტიპის მასალაზე მუშაობს ?! ელექტრო სახრახნისის სქმიანობის არეალი, ხე და მეტალია. თავს არ ზოგავს და ორივეს გულდასმით ბურღავს. თუმცა, ხესთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვს, ვიდრე მეტალთან. სიღრმითი მაჩვენებელი თითოეულ ხელსაწყოსთან განსხვავებულია, მაგრამ ეს ზემოთ თქმულს არ ცვლის. შეძენამდე კი ბურღვის სიღრმეს აუცილებლად დაუკვირდით. შესაძლოა ძლიერი ხელსაწყო გჭირდებოდეთ, ან სულაც ნაკლები ძალის.
ჩვენი სმარტფონებისგან განსხვავებით, ელექტრო სახრახნისს ძლიერი ელემენტი აქვს. ეს კი დიდი შვებაა. თავისუფლად იმუშავებთ და საქმის ბოლომდე ვერ მიყვანის შიშიც გაქრება. სხვა შემთხვევა კი წარმოუდგენელია. სულ შეერთებული ვერ გექნებათ, ასე ვერ იფუნქციონირებს. ამიტომ, ელემენტი აუცილებლად გამძლე უნდა იყოს. წარმოდგენილ სახრახნისებს კი მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. დასამუხტად კი საკმაოდ ცოტა დრო სჭირდება. ძალებს მარტივად იღდგენს.
დამატებითი ნივთები ზედმეტი არასდროსაა. ელექტრო სახრახნისს კი განსაკუთრებით საჭირო ხელსაწყოები მოყვება. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მაინც შეძენა მოგიწევდათ. ეს ნივთებია: ელემენტი, დამტენი, ქეისი და საცვლელი პირები. თუმცა, საქმე ისაა, რომ ყველა სახრახნისს კომპლექტი არ მოყვება. გააჩნია ბრენდს და მოდელს.
მახასიათებლებთან ერთად ჩვენი ინტერესის სფერო ღირებულებაცაა. ამ მხრივ კი სასიამოვნო ამბავი გვაქვს. Holst.ge - ზე ელექტრო სახრახნისებს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. საშუალო და დაბალი სიმძლავრის ხელსაწყოებს კიდევ უფრო. ხარისხიანი სახრახნისი იმდენად გამოსადეგია, რომ მაღალი თანხის გადახდაც კი ღირს. ჩამოთვლილი ინსტრუმენტების გარდა, საიტზე ბევრად მეტია. წესით, სასურველის პოვნა არ გაგიჭირდებათ.
მაშ ასე, თქვენს წინაშე საუკეთესო ბრენდებია
რა უნდა იყოს იმაზე კარგი სანახავი, ვიდრე ხარისხიანი ბრენდების თავშეყრა?! როცა არ დარდობ, რამდენად გამძლე პროდუქტია და პირდაპირ იცი, რომ ხელთ საუკეთესო სახრახნისები გაქვთ. სწორედ ამ ხასიათს ატარებს Dewalt, Crown, Bosch და Tolsen.
Dewalt - ის ელექტრო სახრახნისი სიმძლავრით ლიდერია. რთულ საქმეზე გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ. ასეთ სამუშაოებსაც კი არ უშინდება. სიმართლე რომ ვთქვათ, დამაბრკოლებელი ფაქტორები იშვიათია. ყველაფერს ერგება და სრულყოფილად მუშობს. პროფესიონალებისთვის აუცილებელი ინსტრუმნტია. ხელსაწყო ელემენტზეა დამოკიდებული და დასატენად ერთი საათი სჭირდება. ამ დროის განმავლობაში პირვანდელ ძალას სრულად იბრუნებს. უნახშიტო მოტორი და მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. სახრახნისი ხესა და მეტალზე მუშაობს. ორივე მასალაზე საკმაოდ ღრმად ბურღავს, მაგრამ ხეს უფრო მეტად. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, იდეალური გამოსავალია.
უპირატესობები:
კიდევ ერთი გამორჩეული სახრახნისი უნდა წარმოგიდგინოთ. ამჯერად, Crown - ის გამძლე ხელსაწყო. მაღალი სამუშო რესურსი მისთვის უცხო არ არის. ასევე, ძალიან მსუბუქი და კომპაქტურია. მუშაობის პროცესში დისკომფორტი არ შეგექმნებათ. დიდხანსაც რომ იმუშოთ, პრობლემა მაინც არ იქნება. ამავდროულად, კომპლექტაცია მოყვება. ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი თქვენს განკარგულებაშია.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Bosch- ის ელექტრო სახრახნისი საშუალო სიმძლავრისაა. ხესა და მეტალს გულდასმით ბურღავს. როგორც უკვე ვთქვით, სახრახნისები ხეზე უკეთ მუშაობს. გამონაკლისი არც კონკრეტული მოდელია. მეტად ეფექტური სწორედ ამ მასალაზეა. კომპლექტაციაში ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი მოყვება. თითოელი ნივთი საჭიროა, ამიტომ, ცალკე შეძენა აღარ მოგიწევთ.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Tolsen - ის ელექტრო სახრახნისით დავასრულებთ და გეტყვით, რომ მოყვარულებისთვის საუკეთესო არჩევანია. ხელსაწყო დაბალი სიმძლავრისაა. გამძლე ელემენტი აქვს და სრულად დამუხტვას სამ სააათს ანდომებს. კომპლექტაციაში დამტენი და საცვლელი პირები მოყვება. ინსტრუმენტს სამ თვიანი გარანტი ახლავს. არ გამოგვრჩეს, რომ დანარჩენებთან შედარებით, მეტად ხელმისაწვდომი ფასისაა. ინსტრუმენტი სრულ მზადყოფნაშია და საქმეს მოუთმენლად ელის.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები: