რა უპირატესობები აქვს LED ნათურას, სტანდარტულ ნათურასთან შედარებით?

თუ ჰიპერმარკეტში ნათურების სექციაში მოხვდით, ან ონლაინ ცადეთ მათი შეძენა, სავარაუდოდ უსასრულო ვარიანტებს გადააწყდებოდით. ბოლოდროინდელმა ინოვაციებმა მოგვცა ყველა სახის განათების ტექნოლოგია. დაწყებული ნათურებიდან, რომლებიც შექმნილია ხმის ტალღებზე რეაგირებისთვის და დამთავრებული სასიკვდილო ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად. რაც ადრე სინათლის უბრალო წყარო იყო, განვითარებას განაგრძობს.

სტანდარტული ნათირები

LED ნათურები

ეს ყველაფერი კარგია, თუმცა როდესაც უბრალოდ ახალი ნათურა გჭირდებათ თქვენი საწოლის სანათისთვის, სწორ გადაწყვეტილებას იღებთ? რომელი ნათურები თქვენი გარემოსთვის უკეთესი და რომელი დაგვეხმარება ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებაში?

*ფაქტი: LED ნათურები მოიხმარენ 75%-ით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე სტანდარტული ნათურები.

რა ვარიანტები მაქვს, როცა საქმე ნათურებს ეხება?

ძალიან ბევრი! თუმცა არისებობს სამი ყველაზე პოპულარული:

  • ინკანდესენტური ნათურები - ეს არის ძველმოდური, ტიპური ნათურები, რითაც ბევრი ჩვენგანი გავიზარდეთ. ისინი არ არიან ენერგოეფექტური და არ ძლებენ დიდხანს.
  • კომპაქტური ფლუორესცენტური ნათურები (CFL) - იგივე სპირალური ნათურები, რომლებიც გვახსენდება, როდესაც ჩვენ ენერგოეფექტურ ნათურებზე ვფიქრობთ.
  • LED-ები - LED ნათურები ძალიან ენერგოეფექტურია, მაგრამ ინარჩუნებს ინკანდესენტური ნათურის იერს და შეგრძნებას.

ინკანდესენტური, CFL და LED ნათურები მოითხოვს სხვადასხვა რაოდენობის ენერგიას. თუმცა LED ნათურები, განსაკუთრებით ყურადღების მისაქცევია.

რა არის LED ნათურები?

ტექნიკურად, LED ნათურები არ არის ნათურები - LED ნიშნავს შუქის წარმომქმნელ დიოდს. ეს არის პატარა ნახევარგამტარები (დიოდები), რომლებიც გახვეულია პლასტმასში, რათა დაიცვან ელემენტები და ფოკუსირება მოახდინოს შუქზე.

რით განსხვავდება LED სტანდარტული ნათურისგან?

როდესაც სტანდარტულ ნათურაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვგულისხმობთ ინკანდესენტურ ნათურას, ისეთ ტიპს, რომელიც არსებობდა მას შემდეგ, რაც თომას ედისონმა თავისი გამოგონება 1879 წელს დააპატენტა. ამ ნათურას აქვს ძაფები, რომლებიც ანათებენ და წარმოქმნიან სითბოს და სინათლეს. მეორეს მხრივ, LED- ებს აქვთ ელექტრონები, რომლებიც მიმართულია ფოტონების შესაქმნელად - სინათლე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ფოტონები სითბოს თითქმის არ გამოიმუშავებენ. LED-ები ასევე მოითხოვს გაცილებით ნაკლებ ენერგიას, რათა შექმნას იგივე სიკაშკაშის სინათლე, როგორც ინკანდესენტური ნათურები, და გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში იმუშაოს.

მართლა არის LED ნათურები ეკონომიური?

LED ნათურა მოიხმარს გაცილებით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე სტანდარტული ნათურა, რადგან დიოდური განათება ბევრად უფრო ეფექტურია.

LED ნათურები მოიხმარენ 75%-ით ნაკლებ ენერგიას , ვიდრე ინკანდესენტური განათება. დაბალი სიმძლავრის დონეზე, განსხვავება კიდევ უფრო დიდია. მაგალითად, ზოგიერთი LED ნათურა იყენებს მხოლოდ 11-12 ვატს, ხოლო ქმნიან ისეთ კაშკაშა სინათლეს, როგორსაც 50 ვატიანი ინკანდესენტური ნათურა.

*ფაქტი: LED ნათურები გაცილებით მეტხანს ძლებენ, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურა.

შემიძლია LED ნათურებით ფულის დაზოგვა?

ადამიანების უმეტესობას ესმის, რომ LED ნათურები ენერგიას ზოგავენთ, თუმცა მაინც ყოყმანობს უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს LED ნათურაში.

მოდით მარტივად დავიანგარიშოთ, რათა სხვადასხვა ნათურების ეფექტურობა და დანაზოგი შევადაროთ. ვთქვათ, გვაქვს 100 ვატიანი ინკანდესენტური ნათურა, რათა გამოთვლები გაგვიმარტივდეს და დავუშვათ რომ კვტ/სთ ენერგია 20 თეთრი ღირს.

100 ვატიანი ინკანდესენტური ნათურა, რომელიც მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მოიხმარს 876 კვტ/სთ ენერგიას, რაც 175,2 ლარ ელექტრო ენერგიას დახარჯავს. თუმცა აქ არ არის გათვალისწინებული ის, რომ თქვენ ნათურის გამოცვლა, ალბათ თვეში ერთხელ დაგჭირდებათ.

იმისთვის რომ, სინათლის იგივე სიხშირე და სიკაშკაშე მივიღოთ, როგორსაც 100 ვატიანი ჩვეულებრივი ნათურა, დაგვჭირდება 16 ვატიანი LED ნათურა. ის გამოიყენებს მხოლოდ 140 კვტ/სთ ენერგიას წლის განმავლობაში.

დასჭირდება მხოლოდ 16 ვატიან ნათურას იმდენი შუქის გამოსაშვებად, რამდენიც 100 ვატიან ინკანდესენტურ ნათურას, და ის გამოიყენებს მხოლოდ 140 კვტ/სთ ენერგიას წლის განმავლობაში, რაც 28 ლარი დაგიჯდებათ. ამსათან, ერთი LED ნათურა მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.

Holst.ge-ზე წარმოდგენილია უამრავი სახისა და დანიშნულების ნათურა, როგორც სტანდარტული, ასევე LED ნათურა. ნათურების დიდი არჩევანი საშუალებას მოგცემთ თქვენთვის სასურველი ნათურა მარტივად შეიძინოთ. ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ ნათურების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის Linus-ის ნათურებს, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა მაღალი ხარისხით და სიცოცხლის ხანგრძლივობით. ასევე, Linus-ის სმარტ ნათურა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სმარტ ნათურაა მსოფლიოში და პირველი სმარტ ნათურა საქართველოში.

LINUS Lin2-4203 ნათურა ვარვარა PS55 220V 40W E27 Clear

Linus natura

  • ბრენდი - LINUS         
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული                 
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz     
  • ვაზნის ტიპი - E27     
  • ფერის ტემპერატურა - 2700K
  • სამუშაო რესურსი - 1000 hrs
  • გარანტია - 1 წელი     
  • ენერგოეფექტურობის კლასი - E     
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 40
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

ძველებური, სტანდარტული ნათურა უამრავი შეგხვდებათ ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე. მომხმარებელი უმეტეს წილად მსგავს ნათურების დიდი რაოდენობით შესაძენად გვიკავშირდება. Linus-ის ვარვარა ნათურა, რომელსაც 1000 საათამდე სამუშაო რესურსით ხასიათდება, საუკეთესოა მის მსგავს სტანდარტულ ნათურებს შორის. ეს ნათურა 40 ვატი სიმძლავრისაა და არც თუ ისე მაღალი სიკაშკაშით გამოირჩევა. Linus-ის ვარვარა ნათურა 2700K ფერის ტემპერატურით ხასიათდება, რაც თბილ, ყვითელ ფერს იძლევა.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი

LUXRAM L36-0112 ნათურა ვარვარა ბურთი გამჭვირვალე E27 240V-40W

Luxram natura

  • ბრენდი - LUXRAM
  • ნათურის ტიპი - ბურთი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 2700K
  • სამუშაო რესურსი - 1000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - E     
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 40
  • პროდუქტის ტიპი - ბურთი

წინა მოდელის მსგავსად, ეს ნათურაც სტანდარტულია, თუმცა განსაკუთრებულად ლამაზი დიზაინით გამოირჩევა. ეს ნათურაც 40 ვატი სიმძლავრისაა და წინა ნათურის მსგავსი სიკაშკაშით ხასიათდება. დახვეწილი დიზაინი ინტერიერის თუ ექსტერიერის საინტერესოდ განათების საშუალებას იძლევა. ასევე, ეს ნათურა ხშირად ხდება იმ მომხმარებლების არჩევანი, ვინც გარე სივრცის მოწყობას გეგმავს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დახვეწილი დიზაინი

LEDEX LED39-8925 ნათურა სტანდარტული 9W E27 6500K CLASSIC

Ledex led natura

  • ბრენდი - LEDEX
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 750 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 9W=75W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 9
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

LED ნათურები უალტერნატივოა მათი მაღალი სიკაშკაშისა და ენერგოეფექტურობის გამო. ასევე, LED ნათურები დიდი სამუშაო რესურსით გამოირჩევა, რომელიც ამ ნათურას შემთხვევაში 15 000 საათია. ეს LED ნათურა 9 ვატიანი, რაც იმას ნიშნავს რომ სტანდარტული 75 ვატიანი ნათურის განათების სიკაშკაშეს იძლევა. Linus-ის ეს ნათურა აღჭურვილია 1 წლიანი საგარანტიო ვადით, რაც ამ პროდუქტის მიმართ ჩვენს დიდ ნდობაზე მიუთითებს. მართალია, ერჯერადად LED ნათურა უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ვარვარა ნათურა, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ვარვარა ნათურას მიერ გამოწვეული დანახარჯი, აუცილებლად აღემატება LED ნათურისას.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ეკონომიურობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

LINUS Lin28-8478 LED ნათურა ბურთი -6W E27 3000K

Linus led natura

  • ბრენდი - LINUS
  • ნათურის ტიპი - ბურთი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 3000K
  • განათების სიმძლავრე - 470 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 6W=45W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 6
  • პროდუქტის ტიპი - ბურთი

LED ნათურა ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე პროდუქტია, რომელიც დღითიდღე კიდევ უფრო ვითარდება და ძლიერდება. ეს LED ნათურა 3000K ფერის ტემპერატურით გამოირჩევა, რაც თითქმის ჩვეულებრივი, ვარვარა ნათურის ყვითელ განათებას ჰგავს. ეს ნათურა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • ფერის ტემპერატურა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება