რა უპირატესობებით გამოირჩევა მაღალი წნევის სარეცხი აპარატი

ყველაზე პრაქტიკული აღჭურვილობის რეიტინგი რომ შეადგინოს ვინმემ, დიდი ალბათობით, მაღალი წნევის აპარატი აუცილებლად საპატიო ადგილს დაიკავებს და სრულიად დამსახურებულადაც. აბა, წარმოიდგინეთ, ეს აპარატი რომ არ იყოს, ვერც მანქანის გარეცხვა მოხერხებოდა ასე იოლად, ვერც ხალიჩების, კედლების და მოკლედ, ბევრი რამის.

Holst.ge-ზე არა მხოლოდ არაერთი სახეობის მაღალი წნევის სარეცხი აპარატი დაგხვდებათ, არამედ, მისი ცალკეული დეტალებიც: ფილტრები, შლანგები, ქაფის შემრევები და ასე შემდეგ.

ის კი ნამდვილად გეცოდინებათ, რომ ამ აპარატს ხშირად მოიხსენიებენ როგორც კერხერი, თუმცა, ქვემოთ იმაზე უნდა მოგიყვეთ, რაც შესაძლოა, არ იცოდეთ ან არ გახსოვდეთ.

მაღალი წნევის სარეცხი აპარატის მუშაობის პრინციპი

მაღალი წნევის სარეცხი აპარატი - ეს არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირიდან ჭუჭყის, მტვრის, ლაქებისა და სხვა სახის ნარჩენების მოსაშორებლად.

მუშაობის პრინციპი კი ასეთია: წყალი რეზერვუარიდან გადადის პომპაში, საიდანაც უკვე მაღალი წნევის პისტოლეტში ხვდება, რომლის სიმძლავრის კონტროლიც იმის მიხედვით შეიძლება, როგორი ტიპის ზედაპირია გასასუფთავებელი. შესასხურებელი თავაკი საშუალებას იძლევა, არეგულიროთ წყლის მიმართულება და სხვადასხვა ფორმის ჭავლით სასურველი შედეგი განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე მიიღოთ.

რაზეა დამოკიდებული აპარატის ეფექტიანობა

მაღალი წნევის სარეცხი აპარატის ეფექტიანობა, დიდწილად სიმძლავრეზეა დამოკიდებული, მაქსიმალურ წნევაზე, რომლითაც იგი წყლის გამოსროლას ახდენს.

სარეცხი აპარატის სიმძლავრე დასუფთავების სიჩქარესა და ეფექტიანობას განსაზღვრავს. ელექტრო აპარატებში ეს მახასიათებელი ვატებით იზომება, ბენზინის ვერსიებში - ცხენის ძალებით. საყოფაცხოვრებო პირობებისთვის ელექტრო სარეცხი აპარატი საკმარისზე მეტია და ჩვენც სწორედ მასზე ვისაუბროთ.

  • ნაკლებად მძლავრი მოდელი 1800 ვატამდე. გამოსადეგია ბაღის ინვენტარის, ავეჯის, ველოსიპედების რეცხვისთვის;
  • საშუალო სიმძლავრე 1800-2500 ვატამდე. ასეთი მოდელი წარმატებით უმკლავდება კედლების, ბილიკების, მოტობლოკებისა და მსუბუქი ავტომობილების რეცხვას;
  • მაღალი სიმძლავრე 2500 ვატიდან. ასეთი აპარატით რამდენიმე დიდი მანქანის გარეცხვაც შეიძლება. ტროტუარების და ღობეების დასუფთავება ხომ საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

შეძენისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ შემდეგს:

მაღალი წნევის სარეცხი აპარატის არჩევისას არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებსაც თუ გაითვალისწინებთ, ურიგო ნამდვილად არ იქნება.

  1. წნევა

წნევის დონეზეა დამოკიდებული, რა ძალით შეძლებს აპარატი დაბინძურებული ზედაპირის მიკრო ნაწილაკებთან გამკლავებას.

    • აპარატები 100-130 ბარით უფრო მსუბუქი სამუშაოებისთვის გამოიყენება, როგორიცაა ავტოსამრეცხაოები.
    • 130–200 ბარი უფრო დიდი ზომისა და რთული ზედაპირებისთვისაა შესაფერისი, როგორიცაა გზები, ფასადები და ასე შემდეგ.
    • 200 ბარზე მეტი აპარატები, ძირითადად, პროფესიული გარემოსთვისაა.

  1. წყლის ნაკადის სიჩქარე

წყლის ნაკადის სიჩქარე განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად გაწმენდს აპარატი გარე ზედაპირებს.

    • - მაღალი ნაკადი (500-700 ლიტრი/საათი) საუკეთესოა კომერციული გამოყენებისთვის.
    • - დაბალი ნაკადი (250-400 ლიტრი/საათი) საკმარისია საშინაო ან მცირე სარეცხი სამუშაოებისთვის.

იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, იოლად შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ კერხერი წარმოადგენს მრავალმხრივ და სასარგებლო ხელსაწყოს, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეთ ნებისმიერ სამუშაოს, რაც ავტომობილისა თუ პრაქტიკულად, ნებისმიერ ზედაპირს უკავშირდება. აპარატის სწორად შერჩევა კი საჭიროა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზოგოთ თქვენი დრო და რესურსები.

Schpindel SPW1700 - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 145bar

Schpindel kerxerxi

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
  • სიმძლავრე - 1700W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 9000761991112
  • წონა (კგ) - 6.67
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 145 bar
  • კომპლექტაცია - სტანდარტული
  • წარმადობა - 7 l/m

Schpindel SPW1900 - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 155bar

Schpindel kerxerxi

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
  • სიმძლავრე - 1900W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 9000761991129
  • წონა (კგ) - 9.14
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 155 bar
  • კომპლექტაცია - სტანდარტული + ინტეგრირებული ქაფის ავზი
  • წარმადობა - 7 l/m

Schpindel SPW2400 - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 190bar

Schpindel kerxerxi

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
  • სიმძლავრე - 2400W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 9000761991136
  • წონა (კგ) - 9.33
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 190 bar
  • კომპლექტაცია - სტანდარტული + ინტეგრირებული ქაფის ავზი
  • წარმადობა - 7.5 l/m

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება