| რაც აუცილებლად უნდა იცოდე ცირკულ ხერხზე! |
| რაც აუცილებლად უნდა იცოდე ცირკულ ხერხზე! |
რომელია ყველაზე ეფექტური ხელსაწყო, ხისა და ბეტონის დასამუშავებლად? ბევრი ამ საქმისთვის შესაფერისი ინსტრუმენტი არსებობს, მაგრამ მოწინავე პოზიციას მაინც ცირკული ხერხი იკავებს. ხელსაწყო ძალიან ეფექტურია და ასევე, კომფორტული გამოსაყენებელია. თუმცა, ერთი რამაა გასათვალისწინებელი, კერძოდ ის, რომ შეძენამდე რამდენიმე მახასიათებელს დეტალურად უნდა გაეცნოთ. თუ რომლებს, აუცილებლად მოგახსენებთ.
მსგავსი ტიპის ხელსაწყოებისთვის, ძალა ფრიად მნიშვნელოვანია. თუმცა, სავალდებულო არ არის, ყველა საქმეზე მძლავრი ინსტრუმენტის გამოყენება. ძალა სამუშაოს შესაბამისად ნაწილდება. მაგალითად, თუ ხისა და ბეტონის დამუშავება თქვენი ყოველდღიურობა, ცხადია, მძლავრი ცირკული ხერხი დაგჭირდებათ. ამ ტიპის ინსტრუმენტი საქმეს სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებს. ზოგჯერ კითხვითი ნიშანი ჩნდება, ეს ორი უპირატესობა ერთად როგორ? თუმცა, ნამდვილად ასეა და როცა გამოცდით, მაშინვე დაგვეთანხმებით. არსებობს სხვაგვარი სიტუაციები, როცა ინსტრუმენტს ან იშვიათად იყენებთ, ან შედარებით მარტივი საქმისთვის გჭირდებათ. ასეთ დროს საშუალო და დაბალი ძალა სრულიად საკმარისია. სულ ეს არის, რაც სიმძლავრეს ეხება. ამ მარტივი წესების გათვალისწინებით, ხელსაწყოს უფრო სწორად შეარჩევთ.
ვიცით, რომ ცირკული ხერხი ხესა და ბეტონს ამუშავებს, მაგრამ რა სიღრმეზე? მონაცემები განსხვავებულია. არსებობს ისეთი ინსტრუმეტები, რომლებიც ზედაპირულად მუშაობს და ისეთებსაც ვხვდებით, რომლებიც მასალას სიღრმისეულად ამუშავებს. ორივეს თავისი უპირატესობა აქვს. იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, თუ როგორი გჭირდებათ. საკმაოდ მარტივი ფორმულაა.
რამდენად სწრაფად ბრუნავს ხელსაწყო და რამდენად მოკლე დროში ასრულებს საქმეს? ამ კითხვაზე პასუხს მახასიათებლებში ამოიკითხავთ, კერძოდ, ბრუნვის სიჩქარის მიმართულებაში. სწრაფი ინსტრუმენტი იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ ბევრი საქმეა და ცოტა დრო. უფრო მსუბუქ სამუშაოზე, საშუალო ან დაბალი სიმძლავრის ხერხი გამოგადგებათ. ასეთ ინსტრუმენტებს საქმის კარგად შესრულება არ უჭირს, მთავარია, რომ მაქსიმალურად არ დატვირთოთ.
პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ Holst-ი ონლაინ ჰიპერმარკეტია და ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ერთი დიდი უპირატესობა სწორედ აქ იკვეთება. ინსტრუმენტების გამოწერა მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია. მნიშვნელობა არ აქვს, ზღვიან მხარეში ხართ თუ მთიანში. ჩვენი კურიერები ყველგანმავალია და რაც მთავარია, სწრაფები არიან. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ, ხელსაწყოები თქვენამდე მალე მოვა. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, საკურიერო მომსახურება უფასოა. უპირატესობები აქ არ სრულდება, პირიქით. ხელსაწყოების ხარისხზე რას ვიტყოდით? რა თქმა უნდა, ამ მხრივაც ყველაფერი რიგზეა. Holst.ge- ზე განთავსებული ბრენდები სანდოა, ხოლო მათი ინსტრუმენტები ხარისხიანი მასალისგან, მაღალტექნოლოგიურადაა დამზადებული. ახლა კი კიდევ ერთ უპირატესობაზე გადავიდეთ. გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ინსტრუმენტი სასწრაფოდ გჭირდებათ, მაგრამ ერთიანი თანხა არ გაქვთ? ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი განვადებაა. ჩვენთან ეს ყველაფერიც მოქმედებს. დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასრუველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად ფარავთ.
Dewalt-ი როგორ ინსტრუმენტებს გთავაზობთ? ცხადია, მხოლოდ საუკეთესოებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოდელს, ინსტრუმენტი მძლავრია, მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს და მასალას საკმაოდ ღრმად ამუშავებს. ხელსაწყოს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, 24 კბილიანი საჭრელი დისკი, მტვრის მოსაშორებელი, პარალელური მისაბჯენი, ტორცის მისაბჯენი, მისაწოლი და გასაღები.

კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown-ს ხარისხი ერთი წუთითაც არ დაეწუნება, ბრენდი მუდამ გამძლე ხელსაწყოებს გვთავაზობს. კონკრეტული ცირკული ხერხი საკმაოდ მძლავრია და მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. ინსტრუმენტს თან ახლავს პარალელური მისაბჯენი და საცვლელი პირი. ასევე, მოყვება ერთ წლიანი საგარანტიო ტალონი. იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, გარანტია პრობლემას სწრაფად გადაგიჭრით.

კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Tolsen-ის ცირკული ხერხი საშუალო სიმძლავრისაა. ინსტრუმენტი გადატვირთვას ნაკლებადაა მიჩვეული, თუმცა, სხვა მხრივ ძალიან ეფექტურია. მთავარი ის არის, რომ შედარებით მსუბუქ საქმეზე უხმოთ. ინსტრუმენტს პარალელური მისაბჯენი და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

კომპლექტაცია:
უპირატესობები: