გულს გენერატორს ვერ ვატკენთ და ნერვებს ვერ მოვუშლით, მაგრამ თუკი ყველაფერი ისე კარგად არ გვეცოდინება, როგორც საჭიროა, აქეთ დავრჩებით ნერვებ აშლილები - ნებისმიერ საქმეს ცოდნა სჭირდება და იმიტომ.
ჰოდა, ამჯერადაც Holst.ge დიდი სიამოვნებით მოგიყვებათ ყველა იმ საჭირო ნიუანსის შესახებ, რაც ისეთი მნიშვნელოვანი დანადგარის შესახებ უნდა იცოდეთ, როგორიც გენერატორი გახლავთ.
როგორი გენერატორები არსებობს
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბენზინის გენერატორი უნდა ვახსენოთ, რომელიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ბაზარზე ასევე შეხვდებით დიზელსა და თქვენ წარმოიდგინეთ, გაზზე მომუშავე გენერატორებსაც.
- ბენზინის გენერატორები - ყველაზე პოპულარული ვარიანტი. სტატისტიკის თანახმად, გაყიდული გენერატორების დაახლოებით 60 პროცენტი სწორედ ბენზინზე მოდის. განსაკუთრებით პოპულარულია ბენზინის გენერატორი საყოფაცხოვრებო პირობებში მოხმარებისთვის.
- დიზელის გენერატორები - ბენზინის გენერატორის არც თუ ურიგო ალტერნატივა. გვხვდება როგორც მობილური, ისე მოზრდილი ვარიანტები. შედარებით მცირე ზომის დიზელის გენერატორი ჰაერით გაგრილების სისტემით მუშაობს, სტაციონარული - წყლით გაგრილების სისტემით.
- გაზის გენერატორები - ნაკლებად გავრცელებული ვარიანტია. გაზის გენერატორი ბალონს უნდა მიუერთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა ბალონის მოცულობას უკავშირდება - რაც უფრო დიდია, გენერატორიც მით მეტხანს მუშაობს.
გენერატორის დაცვა
ხარისხიანი დანადგარი გადახურებისგან დაცვის სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი. კრიტიკული ტემპერატურის მიღწევის შემთხვევაში, გენერატორი ითიშება, რაც ძრავის დაცვას უზრუნველყოფს. ასეთი სისტემის არქონა დანადგარის დაზიანების რისკებს ზრდის.
რაკი დაზიანების რისკებს შევეხეთ, ქვემოთ ამ საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ:
ყველაფერი კარგად იქნება, თუკი ამ ნიუანსებს გაითვალისწინებთ
ადამიანები და გენერატორები უკვე დიდი ხანია, რაც მეგობრობენ და თუკი ჯერ არ გქონიათ ამ ძალიან საჭირო დანადგართან ურთიერთობა, იმით დავიწყოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი არა მხოლოდ ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლები, არამედ მომსახურების რეალური ვადა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ექსპლუატაციის რეჟიმების სწორად დაცვით, გენერატორი გაცილებით დიდხანს შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულებას.
გენერატორის ტიპის გათვალისწინებით, ბენზინის არის ის თუ - დიზელის, ექსპლუატაციის ვადები შესაძლოა, განსხვავებული იყოს, თუმცა, როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, საშუალოდ 10 წელი ორივე მოდელი თავისუფლად ძლებს.
სამწუხაროდ, მიზეზი უამრავი არსებობს, რასაც შესაძლოა, გენერატორის ნაადრევი დაზიანება მოჰყვეს, თუმცა ქვემოთ ყველაზე მთავარი რისკფაქტორების შესახებ მოგიყვებით:
- გადატვირთვა - ამის მიზეზი გენერატორის ზედმეტად ხშირი გამოყენება ხდება. მათ შორის, თუკი დანადგარი შეუჩერებლად მუშაობს. ასევე, გადატვირთვას იწვევს მასზე მიერთებული ელექტრომოწყობილობების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა;
- მექანიკური დაზიანება - ამას უკვე გარე ფაქტორები იწვევს, მათ შორის, მაგალითად, გენერატორზე სამშენებლო მასალების დაცემა, დარტყმა და სხვა ფიზიკური ზემოქმედება კორპუსსა თუ მის შიდა კომპონენტებზე;
- არახელსაყრელი მიკროკლიმატური პირობები - ტენიან ადგილებსა თუ ღია ცის ქვეშ ხშირი გამოყენება დამცავი მექანიზმების გარეშე, ბუნებრივია, გენერატორს დააზიანებს;
- უხარისხო საწვავი - გენერატორის ავზში დაბალი ხარისხის საწვავის ჩასხმა ნამდვილად არ ღირს, რადგან ამის გამო ბინძურდება ფილტრები, გაცილებით მალე ცვდება ძრავის შიდა კომპონენტები. თქვენ წარმოიდგინეთ, უხარისხო საწვავმა შეიძლება, აბსოლუტურად ახალი გენერატორიც კი მალევე დააზიანოს.
Schpindel SCHI-169016 გენერატორი ბენზინზე 5.5KW X420CC

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - გენერატორი
- სიმძლავრე - 5.5kw
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7314518169016
- წონა (კგ) - 75.2
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
- ავზის მოცულობა - 25L
- საწვავის ტიპი - ბენზინი
- კუბატურა - 420cc
- სტარტერი - მექანიკური
- ზეთი - SAE 10W-30
- დამატებითი ინფორმაცია - სამართავი პანელი: Senci სტილი, უკუქცევის დაწყება/სამი ევროპული სოკეტები/ძაბვის მრიცხველი/T ტიპის DC სოკეტი/მიწის ტერმინალი; ალტერნატორი: 220V/50HZ /T ტიპის DC/AVR ერთფაზიანი, სპილენძის მავთული
Schpindel SCHI-198573 გენერატორი ბენზინზე (E.START) 8.5KW (220-380V) X420CC

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - გენერატორი
- სიმძლავრე - 8.5kw
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7314518198573
- წონა (კგ) - 105
- კვების წყარო - 220/380V
- კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
- ავზის მოცულობა - 25L
- საწვავის ტიპი - ბენზინი
- კუბატურა - 420cc
- სტარტერი - ავტომატური (E.START)
- ზეთი - SAE 10W-30
- დამატებითი ინფორმაცია - სამართავი პანელი: Senci სტილი, უკუ დაწყება/გაშვება/ ორი ევროპული სოკეტი/ძაბვის მრიცხველი/მიწის ტერმინალი; ალტერნატორი: 220V/380V/50HZ /T ტიპის DC/AVR სამფაზიანი
Schpindel SCHI-169078 გენერატორი დიზელზე (E.START) 10KW X762CC

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - გენერატორი
- სიმძლავრე - 10kw
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7314518169078
- წონა (კგ) - 156.5
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
- ავზის მოცულობა - 20L
- საწვავის ტიპი - დიზელი
- კუბატურა - 762cc
- სტარტერი - ავტომატური (E.START)
- ზეთი - SAE 10W-30