რაც წყლის ტუმბოების შესახებ უნდა იცოდე

წყლის ტუმბო ამოუწურავ რესურსებს ფლობს. თუ ხელსაწყოსთან ერთხელ მაინც გადაკვეთილხართ, გეცოდინებათ და თუ არა, მაშინ ახლოდან ჩვენთან ერთად გაიცანით. ინსტრუმენტს დიდი პოტენციალი აქვს. ძლიერია და ისეთ რთულ საქმეს ასრულებს, როგორიც სიღრმიდან წყლის ამოზიდვაა. მარტივი საქმე არ არის, მაგრამ ინსტრუმენტი სირთულეებისთვის სულ მზადაა. ამიტომ, რაც უნდა იყოს, ყველაფერს კარგად ასრულებს.

რამდენი სახის წყლის პომპა არსებობს ?

წყლის ტუმბოებს შორის ბევრი სხვაობაა, მაგრამ პირველ რიგში ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, თუ რამდენი სახისაა. ძირითადად, ჩასაძირ და ზედაპირის ტუმბოებს ვაწყდებით. ორივე მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად, ჩასაძირი ტუმბო სიღრმეში მონტაჟდება და მისი მოვალეობა ზედაპირზე წყლის ამოტანაა. მეორე სახის ხელსაწყოს კი, ოდნავ განსხვავებული ფუნცია აქვს. მისი მთავარი საქმე წყლის სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილებაა. სახლის ყველა წერტილი უნდა მოამარაგოს და რაც შეიძლება სწრაფად იმუშაოს.

სად შეიძლება ხელსაწყოს გამოყენება ?

მარტივად რომ ვთქვათ, ყველგან გამოიყენებთ. სახლსა თუ სხვა დაწესებულებებს კარგად ერგება. მაგალითად, იდეალურია აგარაკისთვის, უფრო მეტიც, აუცილებელიც კია. დიდ სივრცეში წყლის გადანაწილება რთულია. ხელსაწყოს დახმარების გარეშე, შეუძლებელიც კი. წყლის პომპა პრიბლემას მარტივად გადაჭრის. ეს საქმე შეგიძლიათ თავისუფლად მიანდოთ და მშვიდად იყოთ, რადგან მოვალეობას თავს კარგად ართმევს. მთელი სახლი უზრუნველყოფილი იქნება და ყველაფერი იდეალურად აეწყობა. წყლის ტუმბოები სხვადასხვა დაწესებულებაშიც შეიძლება დაგჭირდეთ. ყველგან თანაბარი ენერგიით მუშაობს და საუკეთესო შედეგს დებს.

რა უნდა გაითვალისწინოთ ხელსაწყოს შერჩევისას ?

რამდენიმე მარტივი წესის გათვალისწინებით, ხელსაწყოს სწორად შეარჩევთ. პირველ რიგში ყურადღება სიმძლავრეზე გაამახვილეთ. მთავარი მამოძრავებელი ბირთვი სწორედ ესაა. როგორც სხვა ხელსაწყოების შემთხვევაში, აქაც სამ ძირითად კატეგორიას ვაწყდებით. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე ტუმბოები. მთავარია შესაბამისი საქმე შეურჩიოთ და სამივე სახის ინსტრუმენტი უპრობლემოდ მუშაობს. მძლავრი ხელსაწყო ყველანაირ სამუშაოს ასრულებს. რთული საქმეც რომ მიაბაროთ, სრულყოფილად ჩაგაბარებთ. საშუალო ძალის მქონე წყლის პომპა, დატვირთულ მუშაობასაც უძლებს, თუმცა, უმჯობესია დიდხანს არ გამოიყენოთ. რაც შეეხება დაბალ სიმძლავრეს, ასეთი ინსტრუმენტები მაშინ გამოგადგებათ, როცა შესასრულებელი მცირე საქმეები იქნება. მსუბუქი სამუშაოებისთვის კარგია, მაგრამ გადატვირთვა არ უყვარს. შეძენისას სასურველია, ეს მარტივი წესები გაითვალისწინოთ და შესაფერის ინსტრუმენტს სწრაფად იპოვით.

მნიშვნელოვანია თუ არა ავზის მოცულობა ?

ავზის მოცულობა საყურადღებო საკითხია. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბევრ დეტალს გაიგებთ. ზოგადად, რაც უფრო ტევადია ავზი, მით უკეთესია. თუმცა, ყველაფერი ასეც არ არის. აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც სიმძლავრეზე. მაღალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი მაშინ დაგჭირდებათ, თუ წინ რთული და ხანგრძლივი საქმეა. სხვა შემთხვევაში კი, საშუალო ავზიც საკმარისია. სახლისთვის კარგად გამოიყენებთ და დიდი რაოდენობის წყლით მოგამარაგებთ.

რატომ უნდა შეიძინოთ წყლის ტუმბო Holst.ge - ზე ?

ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი გვაქვს და რიგ-რიგობით ჩამოვთვალოთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ზოგავთ დროს და უსიამოვნო ამბებს თავიდან ირიდებთ, კერძოდ, არ გიწევთ რიგში დგომა და დროის ფლანგვა. ჩვენთან საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ და ნივთები რამდენიმე დღეში თქვენთანაა. მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი, საკურიერო მომსახურება უფასოა. გამოწერილ ხელსაწყოებს ყველგან მოგიტანთ, ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს. თავად შეძენის პროცესი მარტივია და დიდ დროს არ წაგართმევთ. ჩვენი კიდევ ერთი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია. თუ თანხა მაინც დაგაკლდებათ, ან საერთოდ არ გექნებათ, გამოსავალი მაინც გამოინახება. ასეთ შემთხვევაში განვადებით ისარგებლებთ და გადასახდელ თანხას ,სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილებთ.

რა შეიძლება ვთქვათ ბრენდებზე ?

ცხადია, ეს საკითხი ყველას გვაინტერესებს. ბრენდს დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელი პირობაა, რომ ხარისხიან ხელასწყოებს აწარმოებდეს. Holst.ge - ზე სწორედ ასეთ ბრენდებს გადააწყდებით. ამჯერად, მხოლოდ Schpindel - ის ხელსაწყოებს გავეცნობით, თუმცა საიტზე ბევრად ფართო არჩევანია.

Schpindel - წყლის ტუმბო ბენზინზე 212cc 2"(50mm) High Lift

ზოგადი მიმოხილვა უკვე გავიარეთ და დროა კონკრეტულ ხელსაწყოებზე გადავიდეთ. სიმძლავრეზეც ბევრი ვილაპარაკეთ და დავკონკრეტდეთ თუ სად როგორი ძალის მქონე პომპა გამოგადგებათ. მაგალითად, ეს მოდელი მაღალი მონაცემებით გამოირჩევა. როგორც სიმძლავრის, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, დიდ რესურსებს ფლობს. სწორედ ამიტომ, მისი იმედი ნებისმიერ დროს შეიძლება გქონდეთ. მარტივ საქმეს თვალის დახამხამებაში ასრულებს და არც რთულ სამუშაოს ჩამორჩება. ხელსაწყოს კვების წყარო ბენზინია და ამასთანავე, დიდი ავზი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საწვავის ხშირად ჩამატება არ მოგიწევთ. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Schpindel wylis tumbo benzinze

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე         
  • სიმძლავრე - 212cc   
  • დამატებითი მახასიათებლები - წყლის მაღალი ატანისთვის       
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 26.8         
  • კვების წყარო - ბენზინი       
  • ავზის მოცულობა - 3.6 l       
  • წარმადობა (Max) - 30m3/h   
  • სიმაღლე (Max) - 50   
  • შემსვლელი - 50mm(2'')       
  • გამომსვლელი - 50mm(2'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 7m       
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • ტევადი ავზი
  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • მაღალი სამუშაო რესურსები
  • გარანტია
  • ამოტუმბვის სიღრმე

Schpindel წყლის ტუმბო QDX50-7-1.5TK

მეორე წყლის ტუმბო ჩასაძირია და სიღრმეში მონტაჟდება. მისი მთავარი ფუნქცია წყლის ამოტანაა. ამ საქმეს თავს კარგად ართმევს. ამაში სიმძლავრე და სხვა მონაცემები ეხმარება. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ზოგჯერ თავს უსიამოვნო შემთხვევები იჩენს. წარმოიდგინეთ, კარგ ხელსაწყოს იძენთ და რამდენიმე დღეში შესაძლოა თავი ქარხნულმა დეფექტმა იჩინოს. ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა. საგარანტიო ტალონი კი, სწორედ ამიტომ არსებობს. ხელსაწყოს მაშინვე სერვის ცენტრში მიიტანთ, ხელმოწერილ ფურცელსაც წარადგენთ და პრობლემასაც მარტივად გადაჭრით.

Schpindel chasadziri wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო         
  • სიმძლავრე - 1.5kw/2.0HP   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 40.416     
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 68m3/h   
  • სიმაღლე (Max) - 11.9
  • გამომსვლელი - 100mm(4'')

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ფუნქციები
  • გარანტია
  • მაღალი რესურსები

Schpindel - წყლის ტუმბო QB60

Schpindel - ის კიდევ ერთ ტუმბოს გთავაზობთ. ხელსაწყო ზედაპირზე მონტაჟდება და წყალს სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს. მაღალი მონაცემები აქვს და საქმეში ხელს არაფერი უშლის. დატვირთულ რეჟიმსაც კარგად უძლებს და მსუბუქ სამუშაოს მარტივად ასრულებს.

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.97         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 35   
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • გარანტია
  • ამოტუმბვის სიღრმე

Schpindel - WDP-400 მინი ტუმბო

ბოლოს კი მინი წყლის ტუმბოთი დავასრულოთ. ხელსაწყო ელექტრო დრელთანაა თავსებადი და მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. ამასთანავე, გამძლე მასალისგანაა დამზადებული და დიდხანს მუშაობს. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

Schpindel mini tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • დამატებითი მახასიათებლები - თავსებადია ელექტრო დრელთან (მაქს. ბრუნვის სიჩქარე: 1800min)       
  • წონა (კგ) - 0.75         
  • წარმადობა (Max) - 400l/h     
  • შემსვლელი - 19mm(3/4'')     
  • გამომსვლელი - 19mm(3/4'')

უპირატესობები:

  • გამძლე მასალა
  • ელექტრო დრელთან თავსებადობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება