რამდენად მარტივია, შეარჩიოთ ფანარი? |
რამდენად მარტივია, შეარჩიოთ ფანარი? |
სინამდვილეში, იმდენი სახის, ტიპის, დანიშნულებისა და შესაძლებლობების მქონე ფანარი არსებობს, შესაძლოა, არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივი აღმოჩნდეს. თუმცა, Holst.ge ერთ ყველაზე მარტივ რჩევას მოგცემთ - პირველ რიგში, ის დააზუსტეთ, რისთვის გჭირდებათ: სათევზაოდ, სანადიროდ, სამსახურისთვის, მანქანაში შესანახად - რა იცი, რაში დაგჭირდეს ამბავში თუ რამე სხვა მიზანი გაქვთ.
მოდით, ქვემოთ კარგად ჩავშალოთ, როგორი ფანრები არსებობს და იქნებ, უფრო მეტად გაგიადვილდეთ გადაწყვეტილების მიღება.
როგორც წესი, ფანრები ამგვარად კლასიფიცირდება:
- ხელის ფანარი - „ტრადიციული“ და ყველასთვის კარგად ნაცნობი ფანარი, რომლის ზომებიც შესაძლოა, იყოს როგორც ადამიანის ჯიბეს მორგებული, ისე, საკმაოდ მოზრდილი. რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში, უდიდესი ფართობის განათება შეუძლია;
- ბრელოკი - კომპაქტური ფანრები, რომელთა სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა გზა ფეხებთან გაინათოს;
- ტაქტიკური - მაგრდება იარაღზე. როგორც წესი, იყენებენ სამხედროები, მცველები და მონადირეები;
- ველოფანრები - მაგრდება ველოსიპედებზე და ანათებს დაახლოებით 10-20 მეტრის მანძილზე. არის გამძლე და მდგრადი ვიბრაციებისა და დარტყმების მიმართ;
- შუბლის - თავზე ან ჩაფხუტზე ქამრის დახმარებით მაგრდება. ასეთი ფანარი ადამიანს საშუალებას აძლევს, ხელები თავისუფლად ჰქონდეს და საქმე დაუბრკოლებლად აკეთოს. პოპულარულია ტურისტებში, სპელეოლოგებში, ხელოსნებში და ასე შემდეგ;
- შორი განათების - ზემძლავრი მოდელი, რომელიც დაახლოებით 150-200 მეტრის მანძილზე ანათებს. განსაკუთრებით აქტუალურია სამხედროებსა და მონადირეებში.
შევთანხმდეთ, რომ მეთევზეს ორივე ხელი თავისუფალი უნდა ჰქონდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შუბლის ფანრები უნდა შეარჩიოს.
გასათვალისწინებელია, რომ ცივი შუქდიოდი ვერ ერევა წყლის ზედაპირზე დამდგარ ნისლსა თუ კვამლს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია ფანარი თბილი განათებით. გამოდგება კომბინირებულიც.
- გამძლე და საიმედო;
- უნდა შეიძლებოდეს მისი იარაღზე დამონტაჟება;
- უნდა ჰქონდეს რეჟიმების მინიმალური რაოდენობა და იყოს მარტივი სამართავი;
- უნდა ანათებდეს საკმაოდ შორ მანძილს;
- უნდა ჰქონდეს საიმედო ელემენტები შენახვის ხანგრძლივი ვადით;
- არ უნდა ახდენდეს გავლენას იარაღის ბალანსზე. შესაბამისად, რაც მსუბუქი იქნება, მით უკეთესი.
ეს უფრო ავტომობილის მფლობელის საქმიანობაზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ფაქტია - ნებისმიერი მანქანის სანივთეში, მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა ბარდაჩოკს რომ უწოდებს, ფანარი აუცილებლად უნდა მოიძებნებოდეს. მაინც, როგორი? მაგალითად, ავტომობილისტმა, რომელსაც ხშირად უწევს დიდი მანძილების დაფარვა, შუბლის ფანარი უნდა შეარჩიოს - თუკი რამის შეკეთება დასჭირდება, ორივე ხელი თავისუფალი რომ ჰქონდეს.
თუკი საუბარია უგზოობასთან შეჭიდების მოყვარულებზე, სადაც ფანარი ორიენტირებისთვის გამოიყენება, მისწრებაა მძლავრი HID ან შუქდიოდური პროჟექტორი.
- ისეთი, რომელიც არ დაიკარგება - მოზრდილი, შესამჩნევი, უმჯობესია, ნათელი ფერის კორპუსის მქონე;
- აუცილებელი პირობაა, იყოს დაცული მტვრისგან, იყოს წყალ და დარტყმაგამძლე;
- კორპუსი უნდა ჰქონდეს ალუმინის ან გამძლე პლასტიკის.
თუკი ფანარი რეგულარულად გჭირდებათ, ყოველდღე, ან თუნდაც მხოლოდ უქმეებზე, აკუმულატორი და დამტენი მოწყობილობა შედარებით მაღალ ღირებულებას მალე დაგავიწყებთ. ხოლო თუ ფანარი უჯრაში „ყოველი შემთხვევისთვის“ უნდა მოათავსოთ, უმჯობესია, არჩევანი ელემენტებიანზე გააკეთოთ.
ამასთან ერთად, თუკი ხანგრძლივ ლაშქრობაში აპირებთ წასვლას, აუცილებლად უნდა განიხილოთ ფანრები ელემენტებით, ვინაიდან აკუმულატორის დამუხტვის შესაძლებლობა, ტყესა თუ მთაში, დიდი ალბათობით, არ გექნებათ.