ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ასეც შეიძლება ვინმემ მოიხსენიოს: ხელსაწყოების ნაბორი, მაგრამ არც მთლად სწორია ეს ამბავი. ერთი კია, ვისაც როგორ უმარტივდება, ვისაც როგორ გაუხარდება, ისე ისაუბრებს და ამით სულაც არაფერი დააკლდება ისეთ მრავალფეროვან, საინტერესო და საჭირო რამეს, როგორიც ხელსაწყოების ნაკრები გახლავთ.
სიტყვა მრავალფეროვანი ტყუილად სულაც არ არის ნახსენები - ხელსაწყოების ნაბორი, უკაცრავად, ნაკრები, მართლაც გამოირჩევა მრავალფეროვნებით და რაც უფრო ბევრი დეტალია, მით აადვილებს ძალიან ბევრ საქმეს. რაც მთავარია, Holst.ge-ზე წარმოდგენილი ხელსაწყოების ნაკრები მრავალფეროვნებით (აი, ისევ ეს სიტყვა) გამოირჩევა და შეგიძლიათ, მაგალითად, 9 ცალიანი შეარჩიოთ, 22 ცალიანი, 89 ცალიანი, 116 ცალიანი, 175 ან 216 ცალიანი. მოკლედ, როგორი მრავალფეროვანიც თავად ხელსაწყოების ნაკრებია, იმდენად მრავალფეროვანია არჩევანი Holst.ge-ზე.
და თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ხელსაწყოების მრავალფეროვანი ნაკრები, ეგ არაფერი, გადაავლეთ თვალი, შეარჩიეთ და შეძენას კი ძალიან მარტივად შეძლებთ.
ხელსაწყოების ნაკრები და მისი მახასიათებლები
ხელსაწყო ხასიათდება სამუშაოს ტიპის მიხედვით, რისთვისაც არის განკუთვნილი და მასალით, რომლისგანაც მზადდება. მიუხედავად ამ პარამეტრების განსხვავებულობისა, სწორედ ეს განსაზღვრავს ნაკრების ფუნქციონალურობასა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობას.
სამუშაოს ტიპები
- საავტომობილო - შეირჩევა ავტომობილის სტანდარტული გაუმართაობისა და პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის. მსგავსი ნაკრები საკმარისია, გაუმკლავდეთ მაგალითად, ელექტრობის პრობლემებს, მცირე დეტალების შეცვლის საჭიროებას;
- სამონტაჟო - გამოიყენება ელექტრობასა და სანტექნიკასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის. ზოგჯერ კომპლექტში შედის მცირე ზომის ელექტრო, პნევმატიკური ან აკუმულატორიანი ინსტრუმენტები. ასეთი ნაკრებების უმრავლესობა გათვლილია საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებზე;
- საზეინკლო - კომპლექტი, რომელიც გათვლილია ხისა და მერქანბურბუშელის მასალის დამუშავებაზე. უფრო ხშირად გვხვდება უნივერსალური ნაკრებები კარებისა და საკეტების მონტაჟისთვის. ასეთი ნაკრები აუცილებლად შეიცავს საჭირო ინსტრუმენტებს: ბურღის გვირგვინას, წვრილ და ფართო საჭრეთელს, მცირე ზომის ჩაქუჩს, სახრახნისს. ცალკეული ინსტრუმენტების კომპლექტები დიამეტრისა და ზომების მიხედვით განსხვავდება. საზეინკლო და სამონტაჟო მახასიათებლები, ხშირად, უნივერსალურ კომპლექტებში ერთიანდება.
მასალა
ლეგირებული ფოლადისგან, როგორც წესი, პროფესიონალური ინსტრუმენტი მზადდება, რომელიც ხანგრძლივ და მუდმივ ექსპლუატაციაზეა გათვლილი;
- საყოფაცხოვრებო მოდელები ლითონის შენადნობებისგან იწარმოება.
- ლითონის ელემენტების ქრომირებული საფარი ესთეტიკური კი ნამდვილად არის, მაგრამ არც ისე იშვიათად, მალავს ლითონს, რომელსაც კოროზიასთან გამკლავება უჭირს. საკმარისია ერთი ნაკაწრი ზედაპირზე ან არასათანადო პირობებში ხანმოკლე შენახვა, რომ ინსტრუმენტი ჟანგით იფარება.
ასევე, საექსპლუატაციო მახასიათებლებზე მოქმედებს მასალა, რისგანაც სახელურია დამზადებული. პროფესიონალურ მოდელებში უფრო ხშირად რეზინის ზედაპირი გვხვდება და პლასტმასას, პრაქტიკულად, ვერ ნახავთ.
რაოდენობრივი მახასიათებლები
უნივერსალურ კომპლექტში ხელსაწყოების ერთეულების საერთო რაოდენობა შემდეგნაირად მერყეობს:
- ბურღების რაოდენობა: 1-33 ცალი. რაც ნაკლებია ბურღი, მით მეტია ალბათობა, რომ ხეზე მუშაობისთვის არის განკუთვნილი;
- ჭრილიანი გასაღები: 1-5 ცალი;
- სახრახნისის რაოდენობა: 107 ცალი. სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დანიშნულების მოდელები;
- ჩაქუჩების რაოდენობა: როგორც წესი, კომპლექტებში 1 ჩაქუჩი გვხვდება;
- ბრტყელტუჩების რაოდენობა: 1-2 ცალი. როგორც წესი, გვხვდება უნივერსალური და მკვნეტარა ბრტყელტუჩების კომბინაცია.
მაქსიმალური აღჭურვილობა გათვალისწინებულია საყოფაცხოვრებო მოდელებსა და სერვისის მომსახურების ვარიანტებში.
ფუნქციები
ნაკრებების ფუნქციები მათ სახელებს შეესაბამება.
- უნივერსალური - გამოიყენება საყოფაცხოვრებო ან პროფესიული საჭიროებისთვის. უფრო ხშირად ეს არის მაქსიმალური კომპლექტი, რომელიც შედგება ელემენტების დიდი რაოდენობით ყველა შემთხვევისთვის;
- ავტო - გამოიყენება როგორც საბაზისო ინსტრუმენტი მანქანებისა და დამხმარე მოწყობილობების პროფილაქტიკური მოვლისა და მცირე მასშტაბის შეკეთების დროს - საბურავების შეცვლისას, სიგნალიზაციის დაყენებისას;
- სპეციალური - სპეციალური ნაკრები უნივერსალური არ არის და მისი შერჩევა იმის გათვალისწინებით ხდება, რა მიზნებისთვის მოხდება გამოყენება. ამ ტიპის ხელსაწყოების გამოყენების გარეშე საპასუხისმგებლო სამუშაოების შესრულება ხშირად, შეუძლებელია. ინსტრუმენტს, რომელიც სპეცკომპლექტებში გვხვდება, ძალიან იშვიათად აღმოაჩენთ სხვა ნაკრებში.
თავისებურებები
ძირითადი მახასიათებლები დამოკიდებულია სასურველი ნაკრების ტიპზე. თითოეულ შემთხვევაში, თავისებურებები ინდივიდუალურია და შეიძლება მცირე დეტალებში გამოიხატებოდეს:
- კომფორტული სახელურები ხანგრძლივი მუშაობისას. კუთხვილის, რეზინის საცმების, ერგონომიული დიზაინის არსებობა არც ისე მნიშვნელოვანია იშვიათი და ხანმოკლე გამოყენებისას, მაგრამ გრძელვადიანი ან მუდმივი მუშაობისთვის ეს თავისებურებები ჰაერივით საჭიროა;
- ხრახნიანი შეერთებების სიმკვრივე, სხვა მწარმოებლების ნაწილებით ჩანაცვლების შესაძლებლობა ის მახასიათებლებია, რაც კომპლექტების კომფორტულად გამოყენების განმსაზღვრელია. ხელსაწყოების ნაკრების უმეტესობა ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ გამონაკლისის შემთხვევაში, ნამდვილად ღირს შესყიდვის პერსპექტივის ხელახლა შეფასება;
- კოროზიის საწინააღმდეგო დამცავი საფარი - მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ხელსაწყოს ექსპლუატაციას.
ხელსაწყოების ნაკრებების მახასიათებლები არ გამოიყოფა ტიპების მიხედვით, რადგან მათი გამოყენება სამუშაო საჭიროებების შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, საშუალო ზომის უნივერსალური კომპლექტები უფრო ხშირად მაქსიმალური ხარისხით იწარმოება.
TOLSEN TOL 1953-85354 ხელსაწყოების ნაკრები 116ც-იანი

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
- შტრიხ-კოდი - 6933528780199
- წონა (კგ) - 9.7
- რაოდენობა - 116 ცალიანი ნაკრები
TOLSEN TOL 1690-15146 ხელსაწყოების ნაკრები 175ც-იანი

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
- ზომა - 1/4''-3/8''-1/2''
- შტრიხ-კოდი - 6933528718345
- წონა (კგ) - 10
- რაოდენობა - 175 ცალიანი ნაკრები
TOLSEN TOL 1708-15147 ხელსაწყოების ნაკრები 216ც-იანი

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
- ზომა - 1/4''-3/8''-1/2''
- შტრიხ-კოდი - 6933528718352
- წონა (კგ) - 11.25
- რაოდენობა - 216 ცალიანი ნაკრები