რამდენი როზეტი და ჩამრთველი უნდა იყოს სახლში და რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით

მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა კი არა, შტეფსელს რამდენი სახელი აქვს, თუ გაქვთ დათვლილი?! აბა, ახლა დავითვალოთ ერთად: შტეფსელი, როზეტი, დენცქვიტა, უფრო პოპულარული - შტეფცელი და... და... რა, განა საკმარისი არ არის ამდენი სახელი რომ აქვს სულ ერთი ბეწო მოწყობილობას? თან იქვე მისი „ახლო ნათესავიც“ გაიხსენეთ - ჩამრთველი და სოფელიც აშენდება.

სხვათა შორის, როგორც როზეტი, ისე ჩამრთველი რემონტისას ერთ-ერთი გამორჩეულად შესარჩევი მოწყობილობები გახლავთ და ხშირად იმასაც კითხულობენ ხოლმე, რამდენი ცალია საჭირო საშუალო ფართობის სახლისთვისო. რა თქმა უნდა, ეს ამბავი თავად უნდა გადაწყვიტოთ - რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით, თამამად შეგიძლიათ, იმდენი როზეტი და ჩამრთველი გამოიყენოთ.

როგორ უნდა შეუხამოთ ჩამრთველისა და როზეტის ფერი ინტერიერს?

ძალიანაც ადვილი საქმე და პრინციპში, სულ სამი ვარიანტი უნდა განიხილოთ: არჩევანი ან კონტრასტზე უნდა გააკეთოთ, ან ინტერიერში „ჩაკარგოთ“ და მესამე - დიზაინს შეუხამოთ.

თუკი შენობაში, ნეიტრალური ტონები ჭარბობს, მაგალითად, თეთრი, კრემისფერი ან ქვიშის ფერი, ხოლო დიზაინში - მინიმალიზმის ელემენტები, შესაძლებელია, რომ როზეტი და ჩამრთველი ერთი და იმავე ფერის იყოს.

როგორც დიზაინერები ამბობენ, არ ღირს თეთრ კედელს შავი ფერის ჩამრთველი და როზეტი შევუხამოთ - მცირე ზომის შავი დეტალები ნათელ ინტერიერს საკმაოდ დატვირთავს.

ცივი თეთრი, ნაცრისფერი, ცისფერი და ასე შემდეგ, ჩინებულად იხამებს თეთრ ან ალუმინისფერს.

თეთრი მოდელი ესთეტიკურია კრემისფერ კედელზე, განსაკუთრებით კარგია ასეთი კომბინაცია ანალოგიური შეფერილობის პლინთუსთან, კარის სახელურებთან და დეკორის სხვა ელემენტებთან ერთად.

თეთრი კედლისთვის არც კრემისფერი მოწყობილობების შერჩევა ღირს - შესაძლოა, ისეთ შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს კედელს ლაქები აქვს.

Holst.ge-ზე როგორც როზეტის, ისე ჩამრთველის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი - სასურველს ჩვენთან აუცილებლად შეარჩევთ და ძალიან მარტივადაც შეიძენთ.

LEGRAND 768100 - ერთიანი ჩამრთველი (თეთრი)

LEGRAND chamrtveli

  • ბრენდი - LEGRAND
  • პროდუქტის ტიპი - ჩამრთველი
  • სიმძლავრე - 10A
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60hz
  • დამატებითი მახასიათებლები - ერთიანი ჩამრთველი
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 3414971104457
  • წონა (კგ) - 0.05
  • კომპლექტაცია - ჩამრთველ-როზეტების კომპლექტაციაში არ შედის ჩარჩო
  • სერია - RAVENTI

LEGRAND 768306 - ორიანი ჩამრთველი (შავი)

LEGRAND chamrtveli

  • ბრენდი - LEGRAND
  • პროდუქტის ტიპი - ჩამრთველი
  • სიმძლავრე - 10A
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60hz
  • დამატებითი მახასიათებლები - ორიანი ჩამრთველი
  • ფერი - შავი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 3414971108042
  • წონა (კგ) - 0.25
  • კომპლექტაცია - ჩამრთველ-როზეტების კომპლექტაციაში არ შედის ჩარჩო
  • სერია - RAVENTI

LEGRAND 768114 - როზეტი დამიწებით (თეთრი)

LEGRAND rozeti

  • ბრენდი - LEGRAND
  • პროდუქტის ტიპი - როზეტი
  • სიმძლავრე - 16A
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60hz
  • დამატებითი მახასიათებლები - როზეტი დამიწებით           
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 3414971104754
  • წონა (კგ) - 0.05
  • კომპლექტაცია - ჩამრთველ-როზეტების კომპლექტაციაში არ შედის ჩარჩო
  • სერია - RAVENTI

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება