რას აკეთებენ ხოლმე მეზობლები პერფორატორით?

სიყვარული კი არის ბრმა, მაგრამ აი, მეზობელი - არა! არასოდეს! არც იოცნებოთ!.. მეზობელი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს, მეზობელმა ყველაფერი იცის. უფრო მეტიც, ყოველთვის თქვენზე დაკავებული და საქმიანია და უთენია თუ მოქოქა პერფორატორი, უნდა მოითმინოთ! აკი გითხარით - მეზობელს ყოველთვის თქვენზე მეტი საქმე აქვს!

მაინც, რისთვის იყენებს მეზობელი პერფორატორს? ბევრი რამისთვის, ძალიან ბევრი რამისთვის, თუმცა ხომ შეუძლია იმ დალოცვილს, მზეს მაინც აცადოს ამოსვლა? აბა, რა გითხრათ, საკუთარი მეზობლებისა ვერა გაგვირკვევია და თქვენსაზე გეტყვით რამეს? სამაგიეროდ, პერფორატორზე გვაქვს საინტერესო რამერუმეები, ყურადღებით იყავით.

რა შეუძლია ინსტრუმენტს?

პერფერატორი - უნივერსალური ელექტროინსტრუმენტია, რომელიც შეუცვლელია მშენებლობისა და რემონტის დროს. ძირითარი დანიშნულება მყარ მასალებზე მექანიკური ზემოქმედებაა. დარტყმის ძალად გადამუშავებული ენერგიის წყალობით, პერფერატორი უმკლავდება დემონტაჟს, მოსამზადებელ და სამშენებლო-მოსაპირკეთებელ სამუშაოებს.

კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, პერფორატორი შემდეგი მიზნებისთვის გამოიყენება:

  • ზედაპირის გასასუფთავებლად ძველი კაფელისგან, ცემენტის ფენისგან, ბათქაშისგან;
  • ელექტროსადენების გაყვანის მიზნით კედლებზე ღარების დატანისთვის;
  • ბეტონში, აგურის კედელში, ხელოვნურ და ნატურალურ ქვებში სხვადასხვა დიამეტრის მქონე გამჭოლი ხვრელების დატანისთვის;
  • ფიქსირებული კონსტრუქციული ელემენტების გახვრეტისთვის.

უნდა ითქვას, რომ პერფორატორის მიერ გამოცემული ხმაური 80-100 დეციბელია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამდენად, მუშაობის პროცესში დამცავი ყურსასმენებისა და სათვალეების გამოყენება აუცილებელია.

რამდენიმე რჩევა განსაკუთრებით ფაქიზ მასალასთან მუშაობისთვის

კერამიკულ ფილასა და მინის ზედაპირთან მუშაობას განსაკუთრებული სიფრთხილე და შემდეგი წესების გათვალისწინება სჭირდება:

1. უნდა გამოიყენოთ სპეციალური ბურღი, ე.წ. „ბალერინკა“;

2. უნდა გათიშოთ დარტყმის რეჟიმი;

3. ინსტრუმენტი დაბალ სიჩქარეზე უნდა ამუშაოთ.

კაფელის დამუშავებისას არასოდეს გამოიყენება რევერსის რეჟიმი, განსაკუთრებული სიფრთხილე კი გადაბმების ადგილებთან მუშაობას სჭირდება.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პერფორატორი მყარი ზედაპირის მქონე მასალებთან მუშაობისთვის არის განკუთვნილი, იქნება ეს ბეტონი, აგური, ქვა. სასურველია, თუ არ გამოიყენებთ ისეთ მასალებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ხე, ლითონი. ინსტრუმენტს უამრავი ოპერაციის შესრულება კი შეუძლია, მაგრამ მისი ამგვარი გამოყენება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის:

  • ხეზე მუშაობისას საჭიროა დარტყმის რეჟიმის გათიშვა. ასევე, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სპეციალური ბურღი, რომელიც მაქსიმალურ ბრუნებზე უნდა ამუშაოთ;
  • ლითონის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ თხელი ფურცლის დამუშავება და ისიც სპეციალური, ლითონის ბურღების გამოყენებით;
  • xხრახნების დაჭერა ზედმეტად მოუხერხებელია პერფორატორის სიმძლავრისა და გაბარიტების გამო. ამასთან, არსებობს ხრახნის დაზიანების რისკი, რის გამოც, ამ ინსტრუმენტისთვის ხრახნის საცმები არ მზადდება.

გაითვალისწინეთ, რომ თუკი პერფორატორს ძირითადი დანიშნულებისთვის გამოიყენებთ, ინსტრუმენტი შრომისუნარიანობას გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებს, Holst.ge-ზე კი წამყვანი ბრენდების მიერ შექმნილ მის არაერთ მოდიფიკაციას შეარჩევთ.

B&D KD860KA-QS-ელ. პნევმატური დრელი 600W

BlackDecker perforatori

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048289044
  • წონა (კგ) - 4.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-960min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი+ დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი + სათადარიგო პირები
  • დარტყმის ძალა - 1.6J
  • დარტყმის სისრაფე - 0-5100min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 20mm/30mm/13mm

BOSCH პერფერატორი 800w SDS PLUS GBH 3-28 DRE

Bosch perforatori

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი  - 061123A000
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-900min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის ძალა - 3.1J
  • დარტყმის სისრაფე - 0-4000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 28mm/30mm/13mm

Dewalt D25899K-QS პნევმატური ჩაქუჩი SDS-MAX 1500W

Dewalt perforatori

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048182932
  • წონა (კგ) - 10
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-415min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS MAX
  • ფუნქციები - დარტყმა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური
  • დარტყმის ძალა - 17.9J
  • დარტყმის სისრაფე - 0-2040min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 45mm/N/A/N/A

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება