რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ ელექტრო შალაშინის შეძენა გადაწყვიტეთ

კაცმა არ იცის, 1958 წელს მომხდარი ამ ორი მოვლენიდან რომელი უფრო მნიშვნელოვანია: შერონ სტოუნის დაბადება თუ პირველი ელექტრო შალაშინის შექმნა... რა შუაშია ეს ხელსაწყო და შერონ სტოუნი? თურმე, თუ კარგად გაშალაშინებული არ არის სკამი, წამითაც არ ჩამოჯდება ზედო, ფეხის ფეხზე გადადებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია...

კარგით, შერონ სტოუნი კარგად იყოს, მაგრამ 1958 წლის გამოგონებამ ხის მასალაზე მომუშავე ადამიანების ცხოვრება კი ნამდვილად მნიშვნელოვნად შეცვალა.

რისთვის გამოიყენება ელექტრო შალაშინი?

ელექტრო შალაშინი ხის იდეალურთან მიახლოებული სწორი და გლუვი ზედაპირის შესაქმნელად გამოიყენება. ინსტრუმენტი მოთხოვნადია როგორც პროფესიულ სფეროებში, ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მექანიკური მოწყობილობისგან განსხვავებით, ელექტრო მოწყობილობას ფუნქციონირების ფართო სპექტრი აქვს.

ინსტრუმენტის ფუნქციებში შედის:

  • ზედაპირების გათანაბრება;
  • ნაწიბურების დამუშავება;
  • ზომების კორექტირება;
  • ირიბი კიდეების გასწორება;
  • ქერქის მოშორება.

აღჭურვილობა და მუშაობის პრინციპი

სალაშინი მარტივი ხელსაწყო ნამდვილად არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი აღჭურვილობისა და მუშაობის პრინციპის ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ხის დამუშავებაზე მუშაობს. წესების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ერთი, რომ სამუშაო პროცესის გამარტივებას, ხოლო დაზიანების შემთხვევაში - შეკეთებას.

ელექტრო შალაშინის ძირითადი სამუშაო ელემენტი მბრუნავი ბარაბანია, რომლის კორპუსშიც ჰორიზონტალური ფოლადის დანებია ჩაშენებული. ბარაბანი ბრუნვას ელექტრომოტორის დახმარებით იწყებს. დამუშავების ხარისხი მისი ბრუნვის სიჩქარეზეა დამოკიდებული. მაღალ ბრუნებზე დანები ზედაპირს ეხება და საჭირო სისქის ნათალს აშორებს.

ჭრის სიღრმეზე მარეგულირებელი მექანიზმია პასუხისმგებელი. მოდელების უმეტესობა ნახერხის შემგროვებლითაც არის აღჭურვილი.

დამუშავებული ზედაპირის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია ჭრის ელემენტებზე. დანის პირების ფორმა ტალღოვანი, მომრგვალო და სწორია. მოდელიდან გამომდინარე, შეიძლება დამონტაჟდეს 1-დან 4-მდე დანა.

კონსტრუქციის აგებულება:

  • ჩამრთველი ღილაკი;
  • დამცავი გარსაცმი;
  • წინა სახელური;
  • დისკო;
  • დანებიანი ბარაბანი;
  • ძრავა;
  • სადენი;
  • უკანა სახელური.

შალაშინით მუშაობისთვის სულაც არ არის საჭირო წლების გამოცდილება და განსაკუთრებული უნარ-ჩვევები. საკმარისია ინსტრუქციის წაკითხვა და რაც მთავარია, უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. სამუშაო სივრცედ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ადგილი გამოდგება.

როგორ შეარჩიოთ ელექტრო შალაშინი?

მექანიკური ანალოგისგან განსხვავებით, ელექტრო შალაშინი მაღალი წარმადობით გამოირჩევა. საჭირო შედეგის მისაღებად, დურგალს მინიმალური ძალისხმევა ეხარჯება.

იმისთვის, რომ საიმედო ინსტრუმენტი შეარჩიოთ, აუცილებელია შეისწავლოთ კონსტრუქციის თავისებურებები და კომპლექტაციის შესაძლებლობები. ყურადღება დაუთმეთ ძირითად მახასიათებლებს, დანებსა და მათ ფორმებში გარკვევას.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეძენამდე ზუსტად განსაზღვრეთ მიზანი და გამოყენების სიხშირე.

რეგულარული გამოყენებისთვის პროფესიონალურ ელექტრო შალაშინს ირჩევენ, ხოლო თუ იშვიათად მოგიწევთ ინსტრუმენტის გამოყენება, უმჯობესია, არჩევანი მარტივ მოდელზე შეაჩეროთ.

ელექტრო შალაშინის შერჩევისას, როგორც წესი, შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებენ:

  • ინსტრუმენტის სიმძლავრე;
  • ხის დამუშავების სიჩქარე;
  • ფენების მოხსნის სიღრმე და სიგანე;
  • წონა;
  • დანების სახეობები;
  • სახელურის კომფორტულობა;
  • კვების ტიპი;
  • დამატებითი პარამეტრები და ასე შემდეგ.

TOLSEN TOL1518-79564 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen eleqtro shalashini

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 187x92.5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528798613
  • წონა (კგ) - 1.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

CROWN CT13401-ელ. შალაშინი 320W

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 320W
  • ზომა - 115x230mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177421708
  • წონა (კგ) - 2.43
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის შემგროვებელი + სახეხი ფურცელი 3 ცალი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5011402291458
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმმართველი + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება