რაში გამოგადგებათ ელექტრო სახრახნისი

ხრახნის დამაგრება სპეციფიკური საქმეა. პროფესიონალი ხელსაწყო და მარჯვე ოსტატი სჭირდება. თუ ორივე ადგილზეა, მაშინ საქმე გადაწყვეტილია. ამისთვის ელექტრო სახრახნისი საუკეთესოა. მარჯვე ხელსაწყო რთულ სიტუაციაში თქვენს გვერდით იქნება. დეტალური ინფორმაციისთვის კი სტატია ყურადღებით გადაიკითხეთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო სახრახნისი ?

ხელსაწყოს შერჩევა მარტივია, მთავარია რამდენიმე ფაქტი გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, სამუშაოს დონე შეაფასეთ. მაგალითად, რამდენად დიდხანს მოგიწევთ მუშაობა და როგორი სირთულის მასალაზე. ამის გაცნობიერების შემდეგ, მიხვდებით მძლავრი ხელსაწყო გჭირდებათ თუ შედარებით დაბალი ძალის. ყველა ჩამოთვლილ სახრახნისს კომპლექტაცია მოყვება. დამატებითი ნივთები მუშაობას სასიამოვნოს გახდის. ინსტრუმენტი მსუბუქი და კომპაქტურია. დისკომფორტს არასდროს შეგიქმნით.

რა მასალაზე მუშაობს ელექტრო სახრახნისი ?

ჩამოთვლილი ინსტრუმენტები ორი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ხესა და მეტალზე. საქმეს იმდენად ხარისხიანად ასრულებს, რომ ნაკლის პოვნა გაგიჭირდებათ. ელექტრო სახრახნისი ხეზე უფრო ღრმად მუშაობს. მეტალს შედარებით ნაკლებად ხრახნის. ხელსაწყოს საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს. ასევე, გამძლეა და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

CROWN CT21076HQX-4 BMC - ელ.სახრახნისი 2x4Ah ელემენტით 20V MAX

ამჯერად, სამ სხვადასხვა ბრენდს გთავაზობთ. პირველი Crown - ია.  ელემენტზე მომუშავე ელექტრო სახრახნისი მძლავრია. რთული საქმეების ჩაბარება თამამად შეგიძლიათ. ინსტრმენტი გულდასმით იმუშავებს და საუკეთესო შედეგს დადებს. სულ ცოტა თქვენი დახმარებაც სჭირდება, მეტს არაფერს ითხოვს. სახრახნისს დამატებითი ნივთები, კერძოდ, ორი ელემენტი, დამტენი, ქეისი და სახელურები მოყვება.

Crown saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 20v       
  • ელემენტი - 4Ah       
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.75         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 1500min
  • ბრუნვის მომენტი - 45Nm/55Nm     
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 40mm/13mm   
  • ფუნქციები - რევერსი

კომპლექტაცია:      

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი
  • დამატებითი სახელურები   

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე
  • გარანტიახარისხი

Dewalt DCD701D2-QW ელ.სახრახნისი 12V (2Ah Kit)

Dewalt - ის ინსტრუმენტი შედარებით ნაკლები სიმძლავრისაა. ხელსაწყოს რევერსის ფუნქცია აქვს და კომპლექტაცია მოყვება. ეს კი ორ ელემენტს, დამტენსა და ქეისს მოიცავს. სახრახნისს მაღალი ბრუნვის მომენტი და ვაზნის დიამეტრი აქვს, ასევე, გამძლე ელემეტი.

Dewalt saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12V       
  • ელემენტი - 2.0Ah     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 3hrs     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1   
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1500min         
  • ბრუნვის მომენტი - 57.5Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 20mm/10mm   
  • ფუნქციები - რვერსი 

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • სამუშაო რესურსი

Bosch GO 2 - ელექტრო სახრახნისი 3.6V

Bosch - ის სახრახნისი ყველაზე დაბალი სიმძლავრისაა. ამიტომ, მხოლოდ მარტივ საქმეზე თუ გამოიყენებთ. დიდ დატვირთვას ვერ უძლებს. კომპლექტაციაში დამტენი, ქეისი და საცვლელი პირები ახლავს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

Bosch eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6v     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.28         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-360min
  • ბრუნვის მომენტი - 2.5Nm/5Nm     
  • ვაზნის დიამეტრი - 5mm      

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამტენი
  • ქეისი
  • საცვლელი პირები

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება