რაში უნდა გამოიყენოთ ჰაერის კომპრესორი |
რაში უნდა გამოიყენოთ ჰაერის კომპრესორი |
ერთი შეხედვით ჰაერის კომპრესორი უცნაური ხელსაწყოა. ასე კი სწორედ მისი უნარების დამსახურებითიაა. წარმოიდგინეთ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მუხლჩაუხრელად შრომობს და იშვიათად იღლება. არ დაგვავიწყდეს რომ არც ისე მარტივ საქმეს ასრულებს. კომპრესორის ფუნქცია სხვა ხელსაწყოების ჰაერით მომარაგებაა. ინსტრუმენტის უცნაურობა ტყუილად კი არ ვახსენეთ. ზოგიერთ ხელსაწყოს დამატებითი რესურსები სჭირდება. მათ გარეშე კი ვერ მუშაობს. ეს შეიძლება საწვავი, ელემენტი ან სულაც ჰაერი იყოს. ასეთ დროს მაშველ ძალად კომპრესორი ჩნდება. სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტებს იმაგრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურს აწვდის.
არსებობს ხელსაწყოები, რომლებიც შესაძლოა ნებისმიერ ადგილას დაგჭირდეთ. მაგალითად, სახლში, სხვადასხვა საწარმოებსა თუ ავტოსახელოსნოში. ჰაერის კომპრესორი კი მათ რიცხვში არ შედის. ნებისმიერ ადგილას მისი გამოყენება ნაკლებად შესაძლებელია. ძირითადად, ავეჯის საამქროებსა და სხვა დიდ საწარმოებში გამოიყენება. სახლში კი დიდად ვერაფერში გამოიყენებთ. ხელსაწყოს სამუშაო მხოლოდ მსგავსი დაწესებულებებია. საჭირო ნივთია ავტოსახელოსნოებისთვისაც. ჰაერის კომპრესორის დახმარებით, საქმეს სწრაფად და ეფექტურად ასრულებთ.
თქვენს ყურადღებას მოცულობა მაშინვე მიიპყრობს. კომპრესორებს ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვავებს, მაგრამ უპირველესად ტევადობა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ რამდენ ხელსაწყოს დაიმაგრებს და როგორი ტემპით იმუშავებს. რაც უფრო მაღალია მოცულობა, მით უფრო კარგია. თუმცა, ზუსტად ასეც არ არის. ყველაფერი საქმის მიხედვით ნაწილდება. დატვირთულ გრაფიკს დაბალი სიმძლავრის კომპრესორი ვერ გაუძლებს. ასევე, მხოლოდ ერთ ხელსაწყოს აამუშავებს და შესაძლოა ეს თქვენი საწარმოსთვის საკმარისი სულაც არ იყოს. ამიტომ, მაღალი სიმძლავრისა და მოცულობის კომპრესორი დაგჭირდებათ. ან შეიძლება პირიქით იყოს და პატარა საამქროში, დაბალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი გჭირდებოდეთ. მოკლედ, ყველაფერი საქმესა და მასშტაბზეა დამოკიდებული.
სიმართლე რომ ვთქვათ, წვრილმანებიც კი საყურადღებოა. ამიტომ, კომპრესორის შერჩევისას მახასიათებლები აუცილებლად უნდა შეათვალიეროთ. გასათვალისწინებელი კი ბევრია. მოცულობის შემდეგ სიმძლავრე შეაფასეთ. ამაზე მთელი რიგი საკითხებია დამოკიდებული. უმჯობესია მძლავრი ინსტრუმენტი შეიძინოთ. თუ ყველაფერს ახლა იწყებთ, მაშინ საშუალო მონაცემებიც საკმარისი იქნება. კვების წყარო ყველას ერთნაირი აქვს, ამიტომ უმჯობესია სხვა მახასიათებლებზე კონცენტრირდეთ. მაგალითად, წარმადობასა და ძალაზე. ასევე, მნიშვნელოვანია წნევაც. კომპრესორების უმეტესობას 8 bar აქვს. ეს კი სრულიად ნორმალური მაჩვენებელია. კომპრესორი ჰაერის ნაკადს სწრაფად გადასცემს და სხვა ხელსაწყოებიც მარტივად მუშავდება. სპეციფიკიდან გამომდინარე, ინსტრუმენტი მძიმეა. მსუბუქ კომპრესორს იშვიათად იპოვით. ეს მოცულობასა და სიმძლვრეზეა დამოკიდებული. 24 ლიტრიანი ხელსაწყოს წონა 23 კილოგრამია, მაგრამ 200 ლიტრიანის ბევრად მძიმე, 102 კგ- ია.
კომპრესორს დამატებითი ნივთებიც აქვს. ეს შეიძლება მილი ან შლანგი იყოს. კომპლექტაციის სახით კი არ მოყვება. ზოგჯერ გჭირდებათ და ზოგჯერ არა. ეს თქვენს საქმიანობაზეა დამოკიდებული. თუ დაგჭირდებათ Holst.ge - ზე მარტივად შეიძენთ. რაც შეეხება ბრენდებს, Tolsen, Crown და Schpindel დაგხვდებათ. ხშირად დასმული კითხვაა თუ რომელი სჯობს ? პასუხი რთულია, რადგან ერთის გამორჩევა ჭირს. თითოეულ ბრენდს განსხვავებული მახასიათებლები აქვს. საქმე იმაშია, თუ რომელი იქნება ყველაზე ახლოს თქვენს საჭიროებებთან. ხარისხიანი კი სამივე ბრენდია. თითოეული გამძლეობით ხასიათდება და გარანტიაც ყველას მოყვება. ამჯერად, მხოლოდ Tolsen - ის კომპრესორებს განვიხილავთ.
პირველი კომპრესორი ზუსტად ამ ადგილს იმსახურებს. ჩამოთვლილებს შორის ყველაზე ძლიერია და პირველობას არაფრით თმობს. მოცულობა 200 L - ია. ამით კი უკვე ნათელია, თუ რატომ ლიდერობს. ასეთი მაღალი ტევადობით ნებისმიერ ადგილას იმუშავებს. თუმცა, შეზღუდვებში მოქცევა კარგი არ არის. კონკრეტული ხელსაწყო ფართო მასშტაბზე ასპარეზობს. ამიტომ, უმჯობესია ბინა დიდ საწარმოებსა და საამქროებში დაუდოთ. ამაში სიმძლავრეც ხელს უწყობს. ყველაფერში მაღალი მონაცემები აქვს. საკმარისი წნევა და წრმადობაც უპირატესობად ეთვლება. კომპრესორს ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. საგარანტიო ტალონი საჭირო იშვიათადაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებათ თუ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. ამას კი მხოლოდ მუშაობის პროცესში გაიგებთ. კომპრესორი მძიმე წონისაა, კერძოდ, 102 კგ. უმეტესად ერთ ადგილას უნდა მოთავსდეს, ამიტომ სიმძიმე დისკომფორტს არ შეგიქმნით.
უპირატესობები:
მეორე კომპრესორი საშუალო მონაცემებისაა. სიმძლავრე ზუსტად იგივე აქვს, როგორც წინა მოდელს. გამოდის რომ მძლავრია და საქმესაც უსწრაფესად ასრულებს. მოცულობა კი ნაკლები აქვს, კერძოდ, 100 ლიტრი. სწორედ ამიტომ, ერთდროულად ბევრ ხელსაწყოს ჰაერით ვერ მოამარაგებს, მაგრამ ერთთან კარგად მუშაობს. მთავარი ეს არის. რასაც აკეთებს, იმ საქმეში სრულყოფილი უნდა იყოს. Tolsen - ის კომპრესორს კი ყველაფერი კარგად გამოსდის. წნევა იმავე აქვს, წონა კი შედარებით ნაკლები. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. გამძლეობა აუცილებელი მოთხოვნაა და ასეთია კიდეც. ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში, მაღალი სამუშაო რესურსია საჭირო.
უპირატესობები:
დროა შედარებით დაბალი მონაცემების კომპრესორზე გადავიდეთ. 50 ლიტრიანი ხელსაწყო კარგად მუშაობს, მაგრამ საშუალო ან პატარა საწარმოებში. ასე კი მოცულობიდან გამომდინარეა. სიმძლავრეც ოდნავ იკლებს. წნევა და ერთ წლიანი გარანტია უცვლელი რჩება. რაც შეეხება ხელსაწყოს, უმჯობესია ნაკლებად დატვირთოთ. თუ მძლავრი ინსტრუმენტი გჭირდებათ, მაშინ სხვა მოდელი უნდა შეიძინოთ. საშუალო სირთულის საქმისთვის კი კონკრეტული კომპრესორიც გამოგადგებათ. უპირატესობებში ხელმისაწვდომი ფასიც წერია. დანარჩენებთან შედარებით ნამდვილად ასეა.
უპირატესობები:
ბოლოს კი ჩამოთვლილებს შორის, ყველაზე დაბალი მოცულობის კომპრესორს გთავაზობთ. 24 L ცხადია მაქსიმუმი არ არის. მართალია ამაზე ოდნავ უფრო დაბალიც არსებობს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. კონკრეტული კომპრესორი მხოლოდ მარტივი საქმისთვის გამოდგება. გადატვირთვა და შეუსვენებლად მუშაობა მისი არ არის. ეფექტური მაშინაა, როცა სრული დატვირთვით არ მუშაობს. წნევა იმავე აქვს, სიჩქარე კი საშუალო. ხელსაწყოს პატარა საწარმოში იდეალურად გამოიყენებთ.
უპირატესობები: