რატომ არ უნდა გააკაროთ ხის დასამუშავებელ მასალას უხარისხო ელექტრო შალაშინი

„გუგლის“ საძიებო სისტემაში სიტყვა „ხიჭვი“ რომ ჩაწეროთ, იმდენ მეთოდს ამოგიგდებთ მის მოსაშორებლად, ამორჩევაც კი გაგიჭირდებათ. იქვე ხიჭვის შერჭობის არაერთი მიზეზიც წერია, თუმცა, სამწუხაროდ, ვერსად შეხვდებით გაფრთხილებას, რომ თუკი ხის დასამუშავებელ მასალას უხარისხო სალაშინი გააკარეთ, ამ უსიამოვნებას, დიდი ალბათობით, ვერ ასცდებით.

კარგით, დავუშვათ, იმდენად მოხერხებული ხართ, რომ ხიჭვს გადაურჩით, უხარისხო შალაშინი სხვა პრობლემების მიზეზიც შეიძლება გახდეს. მაგალითად, მასალა, უბრალოდ, დაზიანდება და აბა, ვის უნდა ასეთი ამბავი?!

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო შალაშინი ისე, რომ ხიჭვების შერჭობაც აიცილოთ თავიდან და მასალაც ისე დაამუშაოთ, როგორც წესია, ეს მეტად მნიშვნელოვანი თემა უფრო განვავრცოთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო შალაშინი?

როგორც წესი, ნებისმიერი ელექტრო ინსტრუმენტის შერჩევისას, მომხმარებელთა უმრავლესობა კონკრეტულ კითხვას სვამს - საიდან უნდა დაიწყოს ეს პროცესი? ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით, რომ აქაც, როგორც სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში, ყველაფერი ტრადიციულად არის - არსებობს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური კლასი სხვადასხვა შესაძლებლობებითა და მაჩვენებლებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი კი მაინც სიმძლავრე გახლავთ. მთავარი ის არის, დანამდვილებით თუ არა, თუნდაც დაახლოებით იცოდეთ, ზუსტად რისთვის გჭირდებათ ხელსაწყო და რამდენად ხშირად აპირებთ მის გამოყენებას.

ძირითადი მახასიათებლები

შალაშინის ძირითადი მახასიათებლებია ელექტრომოტორის სიმძლავრე, დამუშავების სიღრმე, ბარაბნის ბრუნვის სიჩქარე და ასევე, ინსტრუმენტის სიგანე.

აი, სწორედ ეს ოთხი პარამეტრია, რომლებზე ორიენტირებაც მომხმარებელს მართებს.

შალაშინის სხვა ყველა მახასიათებლები დამოკიდებული იქნება მოტორზე, რომელსაც ინსტრუმენტი მოქმედებაში მოჰყავს.

გასათვალისწინებელია, რომ ხის მასალა არაერთგვაროვანი სტრუქტურისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ხარისხიანად დამუშავებისთვის სიმძლავრე საკვანძო როლს ასრულებს.

  • ამძრავი ღვედი

ამ მოწყობილობის დეტალებს თუ ჩავუღრმავდებით, ის უნდა ვთქვათ, რომ მოტორიდან ბარაბანზე მომენტის გადაცემა უფრო ხშირად კბილა ამძრავი ღვედით ხდება, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, ერთხელაც გაიცვითება. თუმცა, ამ ნაწილის შეცვლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ღვედი ხელმისაწვდომ ადგილას არის განთავსებული და დიდი ჯაფა შეცვლის პროცესში არ დაგადგებათ. აქედან დასკვნა: ისეთი მოდელის ძებნა, რომელსაც უსაზღვროდ და უკიდეგანოდ გამძლე ამძრავი ღვედი აქვს, არც მთლად წარმატებული გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, რომ ამ ელემენტის ღირებულება საკმაოდ დაბალია.

  • დამუშავების სიღრმე

საერთოდ, დამუშავების სიღრმის დარეგულირება ჩვეულებრივ ხელის შალაშინზეც შესაძლებელია, ხოლო რაც შეეხება ელექტრო მოდელს, ეს პროცესი ცოტათი სხვანაირად გამოიყურება. პირველ რიგში, ყველა მოდელი ერთმანეთისგან პარამეტრების დიაპაზონით განსხვავდება და შესაძლებელია, სიღრმის რამდენიმე საფეხურისგან შედგებოდეს.

უფრო ხშირად, სიღრმის შეცვლის მინიმალური მაჩვენებელი 0,1 მილიმეტრია, თუმცა, მოდელის თავისებურებებიდან გამომდინარე, ეს პარამეტრი შესაძლოა, განსხვავებულიც იყოს.

მინიმალური სიღრმის შერჩევა უმჯობესია ისე, რომ მაჩვენებელი უარყოფითი ნიშნულიდან იწყებოდეს, ვინაიდან შალაშინის ზოგიერთი მოდელი ნულოვანი მაჩვენებლიდანაც კი იწყებს ფენების დამუშავებას.

  • ინსტრუმენტის ზომები

რაღა თქმა უნდა, გაბარიტები და სიმძლავრე ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. სულაც არ არის რთული მისახვედრი, რომ უფრო მძლავრი მოდელი ზომებითაც მოზრდილი იქნება. თუმცა, ზოგიერთი მწარმოებელი ახერხებს და მომხმარებელს საკმაოდ მძლავრ, თუმცა, შედარებით მოკრძალებული ზომის ინსტრუმენტს სთავაზობს. მთავარი ამ ყველაფერში მაინც ის არის, რომ სიგრძე და სიგანე შალაშინის სტაბილურად მუშაობაზე გავლენას ახდენს. შესაბამისად, კომპაქტური ზომები პანაცეა ნამდვილად არ არის.

ელექტრო შალაშინით მუშაობის წესები

იმის გამეორება, რომ მთავარი უსაფრთხოებაა, Hols.ge-ს არასოდეს მოჰბეზრდება და მომხმარებელს შესაბამის რჩევებს ყოველთვის გააცნობს. ასე მოვიქცევით ამჯერადაც - მიუხედავად იმისა, რა ზომისა თუ სიმძლავრის ინსტრუმენტს შეიძენთ, მუშაობის დროს ეს წესები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

  • აუცილებელია შალაშინის სწორად მომართვა;
  • დანები კარგად უნდა იყოს გალესილი;
  • მასალის დამუშავების პროცესი უნდა წარიმართოს მიმართულებით „თქვენგან“;
  • კატეგორიულად არ არის რეკომენდებული მუშაობის პროცესში ყურადღების სხვა რაღაცებზე გადატანა;
  • სასურველია, ელექტრო შალაშინით მუშაობის პროცესში სპეციალური ყურსასმენები და დამცავი სათვალეები გამოიყენოთ;
  • დამუშავებული მასალის ზედაპირის შემოწმება მასზე მხოლოდ ხელის გადასმითაც შეიძლება;
  • აუცილებელია, ინსტრუმენტი სწორად შეინახოთ (მოარიდოთ ნესტს და ასე შემდეგ).

TOLSEN TOL1518-79564 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen eleqtro shalashini

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 187x92.5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528798613
  • წონა (კგ) - 1.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

CROWN CT24001HX-შალაშინი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 20V
  • ზომა - სიგანე: 82mm; სიღრმე: 0-1,5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640186248662
  • წონა (კგ) - 2.6
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 16000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-9mm

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402291458
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმმართველი + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება