რატომ არის აუცილებელი ფანრის შეძენა?

საჭირო ინსტრუმენტების სიაში ფანარი პირველ ადგილს იკავებს. ხელსაწყო სხვადასხვა უსიამოვნო მომენტში დაგეხმარებათ, ხელს გაგიმართავთ და გზას გაგინათებთ. სტანდარტული ნათურა ყველა სივრცეს თანაბრად ვერ ანათებს. ისეთი ადგილები მრავლად რჩება, რომლებიც სიბნელითაა მოცული. მუშაობის დროს კი ეს დიდი პრობლემაა. პირველ რიგში, თვალები იღლება, რადგან იძაბება, რომ კარგად დაინახოს, მაგრამ საბოლოოდ, ეს მაინც შეუძლებელია. მეორე პრობლემა ის არის, რომ შეიძლება საქმე არასწორად შეასრულოთ. მაგალითად, ხრახნი ცუდ ადგილას დაამაგროთ და ა.შ. ამ უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად, ფანარი დაგჭირდება. ინსტრუმენტი მეტად კომფორტულია და მისი მეშვეობით, ნებისმიერ სივრცეს გაანათებთ.

რატომ უნდა იყოს ფანარი ყველა სახლში?

მართალია, უშუქობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მაინც შეიძლება ტექნიკური სამუშაოების ან სხვა მიზეზის გამო, ცოტახნით სინათლის გარეშე იყოთ. ასეთი სიტუაციებისთვის სანთელი არსებობს, თუმცა, სივრცეს კარგად ვერ ანათებს, რასაც ვერ ვიტყოდით ფანარზე. ხელსაწყო შორ მანძილს სწვდება და მთელი ოთახის განათებაც კი შეუძლია. ეს უკვე სიმძლავრესა და სხვა მონაცემებზეა დამოკიდებული.

რა ტიპის ფანრები არსებობს?

თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ხელმისაწვდომია. დარწმუნებულები ვართ, სასურველი სახის ფანარს აუცილებლად იპოვით, მთავარია კოსმოსში გაფრენა არ მოსთხოვოთ და დანარჩენზე რა პრობლემაა. ხუმრობა რომ იქეთ იყოს, მართლაც ბევრნაირი ინსტრუმენტი არსებობს. შეგიძლიათ სტანდარტული ფანრები აირჩიოთ. თუ ისეთი საქმის დროს უნდა გამოიყენოთ, რომელსაც ორივე ხელი თავისუფალი სჭირდება, მაშინ თავზე დასამაგრებელს მოიხმართ კარგად. გარდა ამისა, კიდევ ბევრნაირი სახის არსებობს და ეტაპობრივად, ყველას გაგაცნობთ. მანამდე კი ზოგადად მიმოვიხილოთ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შერჩევისას?

მახასიათებლების ყურადღებით გადაკითხვა აუცილებელია. აქ ყველა საჭირო ინფორმაციას იპოვით. გასათვალისწინებელი საკითხია ნათების მანძილი და განათების სიმძლავრე. ხელსაწყოების ნაწილს ორგვარი ნათება აქვს, კერძოდ, ძლიერი და სუსტი. ზოგიერთი დიდ ტერიტორიას ანათებს, ზოგი შედარებით მცირეს და ა.შ. ასევე, სხვადასხვაა სიმძლავრე, ელემენტის მონაცემები, ზომა, მუშაობის ხანგრძლივობა, დატენვის დრო, წონა და სხვა.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ის?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტის მეშვეობით, ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ. კარგად ჟღერს და როცა თავად გამოცდით, კიდევ უფრო დარწმუნდებით, რომ მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. პირველ რიგში, დროს ზოგავთ და იმიტომ. თავიდან ირიდებთ საცობს, მაღაზიის რიგს და კიდევ ბევრ უსიამოვნებას. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ხელსაწყოები თქვენამდე რაც შეიძლება მოკლე დროში მოვა. ჩვენთან განვადებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, მაგრამ ინსტრუმენტი სასწრაფოდ გჭირდებათ, განვადება საუკეთესო გამოსავალია. დამტკიცების შემთხვევაში, თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილებთ და ეტაპობრივად დაფარავთ.

LEDEX-22128 ფანარი 7W LED 20hrs

Ledex-ის ფანარი სტანდარტული სახის ინსტრუმენტებში გადის. ხელსაწყოს ორგვარი ნათება აქვს, კერძოდ, ძლიერი და სუსტი. რაც შეეხება მუშაობის ხანგრძლივობას, სუსტი ნათებით უფრო დიდხანს ძლებს. ძალების სრულად აღდგენას კი მხოლოდ 12-15 საათს ანდომებს.

LEDEX fanari

  • ბრენდი - LEDEX       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:275lm სუსტი ნათება:94lm         
  • ნათების მანძილი - 250m     
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:5 სთ სუსტი ნათებით:20 სთ         
  • ელემენტი - 4V 4000mAh     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ         
  • ზომა - 226X126X148mm       
  • მასალა - პლასტმასი 
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.95         
  • სიმძლავრე (W) - 7   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

უპირატესობები:

  • ორგვარი ნათება
  • გამძლე ელემენტი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • შორ მანძილზე ნათება
  • მუშაობის ხანგრძლივობა
  • მაღალი ხარისხი

LEDEX-23115 ფანარი თავზე დასამაგრებელი 5W LED 35hrs

Ledex-ი მუდამ ფართო არჩევანს გთავაზობთ. ეს კონკრეტული მოდელი სრულიად განსხვავებულია. სხვებთან შედარებით, მეტად კომპაქტურია, რადგან შეგიძლიათ თავზე დაიმაგროთ და ხელები თავისუფალი დაიტოვოთ.

LEDEX fanari

  • ბრენდი - LEDEX       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:295.6lm სუსტი ნათება:120.4lm
  • ნათების მანძილი - 250m     
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:10 სთ     
  • ელემენტი - 4V 2000mAh     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ         
  • ზომა - φ95X100mm   
  • მასალა - პლასტმასი 
  • დამატებითი მახასიათებლები - თავზე დასამაგრებელი   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.45         
  • სიმძლავრე (W) - 5   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • თავზე დამაგრების ფუნქცია
  • ძლიერი და სუსტი ნათება
  • ხარისხიანი ელემენტი
  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ნათების მანძილი

LEDEX-01137 ფანარი 3W LED 120Lm 4hrs

Ledex-ის ამ ფანარს საშუალო მონაცემები აქვს. ინსტრუმენტს ძლიერად და სუსტად განათება შეუძლია. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

LEDEX fanari

  • ბრენდი - LEDEX       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:120lm სუსტი ნათება:40lm         
  • ნათების მანძილი - 150m     
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:4 სთ       
  • ელემენტი - 4V 900mAh       
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ         
  • ზომა - φ78*230mm   
  • მასალა -პლასტმასი 
  • გარანტია -1 წელი     
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 3   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლეოობა
  • მაღალი რესურსები
  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება