რატომ არის აუცილებელი სანათების სწორად შერჩევა?

მხოლოდ ფიზიკას, ქიმიას, ალგებრას, ლიტერატურას, ხვნა-თესვასა თუ „რულავოის ნაკანეჩნიკებს“ კი არა, ყველაფერს ცოდნა სჭირდება, მათ შორის იმასაც, როგორ შევარჩიოთ სანათები, მით უმეტეს, როცა საუბარი ბავშვებს ეხება.

რატომ არის აუცილებელი სანათების სწორად შერჩევა?

რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, სანათი მხოლოდ ინტერიერის დამშვენებისთვის გვჭირდებოდეს, თუმცა, ძალიან ხშირად, მას კითხვა-მეცადინეობის პროცესშიც ვიყენებთ. ამდენად, ცოდნა პირველ შემთხვევაშიც არის აუცილებელი, რომ ნანატრი რემონტი რამე კონტექსტიდან ამოგლეჯილი დეტალით არ დაგვეჩრდილოს, ხოლო თუკი სწავლა-განათლების პროცესში უნდა ჩაერთოს, ასეთ შემთხვევაში, შეცდომის დაშვება კატეგორიულად არ შეიძლება. მოდით, გავიმეორებთ - მით უმეტეს, თუკი საუბარი ბავშვებს ეხება.

რამდენი სახეობის სანათი არსებობს?

მოკლედ თუ ვიტყვით, უამრავი, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, არა თქმით რომ დაშავდების. ჰოდა, ამ კითხვის შედარებით ვრცელი პასუხი ამგვარია: არსებობს სხვადასხვა დანიშნულების სანათები. როგორც წესი, ყველა მოწყობილობის კლასიფიცირება მათი განთავსების მიხედვით ხდება, ძირითადი სახეობები კი ასეთია:

  • ჭერის სანათი - ჭაღი;
  • კედლის - ბრა;
  • იატაკის - ტორშერი;
  • მაგიდის;
  • ქუჩის.

პრაქტიკულად, ყველა ამ სახეობის სანათის ხილვა და შეძენა Holst.ge-ზე შეგიძლიათ, ქვემოთ კი რამდენიმე ვარიანტის მონაცემებს ძიების გარეშეც გაეცნობით.

სანათების სახეობები მასალების მიხედვით

ბუნებრივია, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა მასალისგან არის დამზადებული სანათი. გარდა იმისა, რომ ამაზეა დამოკიდებული ექსპლუატაციის ვადა, კომფორტი მოხმარებისას, მასალა გავლენას ახდენს სანათის წონასა და ატმოსფეროზეც კი, რაც მან კონკრეტულ შენობაში უნდა შექმნას.

როგორც წესი, სანათები შემდეგი მასალისგან მზადდება:

  • ლითონი;
  • მინა;
  • ბროლი;
  • ტექსტილი;
  • პლასტიკი;
  • ხე;
  • კერამიკა;
  • ტყავი;
  • ქვა.

სანათების სახეობები კონსტრუქციის მიხედვით

სანათები გამორჩეულია დიზაინის მრავალფეროვნების მიხედვითაც, მათ შორის, ყველაზე პოპულარულებია:

  • შუქდიოდური - სანათები ლედ ნათურებით ეკონომიურია, არ ხურდება და მომხმარებელს ყველაზე საოცარი დიზაინებით ახარებს;
  • პლაფონებიანი - ყველაზე ხშირად, მზადდება მინისა და ლითონისგან;
  • აბაჟურებით - როგორც წესი, იწარმოება ტექსტილითა და პლასტიკით;
  • მოძრავი - პლაფონი საშუალებას იძლევა, სინათლე საჭირო მხარეს მიმართოთ;
  • ძელი - კონსტრუქცია მოიცავს ნათურებს, რომლებიც მყარად არის დამაგრებული ძელზე (მილზე);
  • სპოტი - პატარა მბრუნავი პროჟექტორები, ხშირად დაჯგუფებული ერთ მთავარ ღერძზე.

როგორ უნდა შეარჩიოთ სანათები - ზოგადი რეკომენდაციები

  • ნებისმიერ შენობაში გაცილებით დიდი ეფექტის მომხდენია „მრავალშრიანი“ განათება, სადაც სინათლის წყაროები სხვადასხვა სიმაღლეზეა გადანაწილებული. ამიტომაც, უმჯობესია, თუკი ჭერის სანათების შერჩევისას გაითვალისწინებთ ბრისა და ტორშერის განლაგებას, რათა ვიზუალურად ისინი პლაფონების დონეზე არ იყოს განლაგებული;
  • პრიალა ზედაპირებიდან სინათლის არეკვლა თვალებს ზედმეტად ღლის. ამდენად, თუკი ინტერიერში ბევრია ასეთი ზედაპირი, შეარჩიეთ ისეთი სანათი, რომლის განათების კონტროლი შესაბამისი მოწყობილობით შეიძლება - პულტს ვგულისხმობთ. სინათლის ნაკადის სიმძლავრის რეგულირებით განათების კომფორტულ დონეს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შექმნით;
  • ინტერიერის მუქი ტონები განათებას „ყლაპავს“. ასეთ სივრცეში უმჯობესია, ზედაპირზე დასამონტაჟებელი მართვადი სანათები გამოიყენოთ, რომლებიც ჭერზე ჩრდილებს არ გააჩენენ;
  • სანათი პლაფონით, რომელსაც ამოტრიალებული გუმბათის ფორმა აქვს, შენობის ფართობს ვიზუალურად საკმაოდ საგრძნობლად ზრდის;
  • შეეცადეთ, განათების ნორმები გაითვალისწინოთ - საცხოვრებელი ფართებისთვის ეს მაჩვენებელია 1 კვადრატულზე 20 ვატი;

და მთავარი წესი, შეიძლება ითქვას, ის არის, რომ სანათის დიზაინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ინტერიერის ზოგად სტილს, თორემ, თავადაც ხომ უკმაყოფილო იქნებით და რჩევების დარიგება რომ არასოდეს ეზარებათ, იმათ ათქმევინებთ: აი, ხომ გეუბნებოდი და დამიჯერე?!..

LINUS-12318 String light 15m/20s

Linus String Light

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - სიმებიანი განათება
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • კვეთა - 0.75mm
  • ვაზნის ტიპი - E27
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - 65
  • შტრიხ-კოდი - 9802187612318
  • წონა (კგ) - 2.6
  • კომპლექტაცია - ნათურების გარეშე
  • სიმძლავრე (W) - 800
  • ვაზნების რაოდენობა - 20 ცალი
  • ვაზნებს შორის დისტანცია - 0.75m

LINUS LED ჭერის სანათი შავი/ვერცხლისფერი რეფ. (SQUARE-X2) 18W 4000K

Linus cheris sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - წერტილოვანი სანათი
  • ვოლტი - 180-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 4000K
  • განათების სიმძლავრე - 675 lm
  • IP დაცვა - IP 20
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხ-კოდი - 8890127179862
  • წონა (კგ) - 0.48
  • სიმძლავრე (W) - 18

Techtouch Led Panel X2 LED Round 33W

Techtouch Led Panel

  • ბრენდი - Techtouch
  • პროდუქტის ტიპი - შიდა მონტაჟის
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფორმა - მრგვალი
  • ფერის ტემპერატურა - 4000K
  • განათების სიმძლავრე - 3300 lm
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - IP20
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხ-კოდი - 8050072365394
  • წონა (კგ) - 2.6
  • სიმძლავრე (W) - 33

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება