რატომ არის აუცილებელი სასუქი?

ვისაც ყურძნის მხოლოდ ჭამა უყვარს, ან გნებავთ, მარწყვის, კარტოფილისა თუ ზღმარტლის, წარმოდგენაც გაუჭირდება, რამხელა შრომა სჭირდება ამ ყველაფრის მოვლასა და მოწევას.

დიახ, ნამდვილად ასეა - უმეტესობას მხოლოდ ყურმოკვრით გაუგია, რომ მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. უფრო მეტიც, ხშირად თავად ფერმერებმაც არ იციან, როგორ მოუარონ მცენარეებს, როგორ დაეხმარონ და არ იციან, რისთვის არსებობს სასუქი. ქვემოთ სწორედ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას შევეცდებით.

რისთვის არის საჭირო სასუქი?

ერთი შეხედვით, პასუხი ნათელია - მცენარეების კვებისთვის. დიახ, ასეა! ერთი კია, არსებობს ნიუანსები, რომლებში გარკვევაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგადად მიღებული განმარტებით, სასუქები არის სხვადასხვა ნაერთები, რომლებიც შეიცავს მცენარეთა კვებისათვის აუცილებელ ნივთიერებებს და ასევე, ემსახურება ზოგადად ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას. თუმცა, ძირითადად, რა თქმა უნდა, სასუქები შექმნილია სხვადასხვა ელემენტების ნაკლებობის შესავსებად.

რა შედეგები მოჰყვება სასუქის გამოყენებას?

  • აჩქარებს მცენარის ზრდას;
  • გასაყიდი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება;
  • მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება;
  • კულტურათა იმუნიტეტის გაძლიერება;
  • ნიადაგის აღდგენა.

და ასე უსასრულოდ...

მცენარეების კვების ძირითადი ელემენტებია ფოსფორი, აზოტი და კალიუმი. ნებისმიერი მათგანის მნიშვნელოვანი დეფიციტის შემთხვევაში, ოცნებაც კი არ ღირს, რომ სათანადო მოსავლის მოწევა მოხერხდება ან გნებავთ, ლამაზი დეკორატიული მცენარეები გაიხარებენ სათანადოდ. უფრო მეტიც, ნივთიერებების სერიოზულმა დეფიციტმა შეიძლება მცენარეების სიკვდილიც კი გამოიწვიოს, თუმცა ეს მეტ-ნაკლებად ნაყოფიერ ნიადაგებზე ძალზე იშვიათია.

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სასუქის ჭარბი რაოდენობაც მცენარეებზე დამღუპველად მოქმედებს. მაგალითად, ჭარბი აზოტით განაყოფიერება იწვევს მიწის ზემოთ უკონტროლო ზრდას, აფერხებს ყვავილობასა და ნაყოფიერებას.

მეზოელემენტები ნაკლები რაოდენობით არის საჭირო, ვიდრე მაკროელემენტები, თუმცა, მცენარის გაზრდასა და განვითარებაში მაინც მნიშვნელოვანი როლი აქვს. საუბარია მაგნიუმზე, სილიციუმზე, კალციუმსა და გოგირდზე.

შემდეგი ჯგუფია მიკროელემენტები, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი (და ზოგჯერ გადამწყვეტი) გავლენა აქვს მცენარეებზე, ბევრად მცირე მოცულობით არის საჭირო. ეს მნიშვნელოვანი მიკროელემენტებია: სპილენძი, კობალტი, თუთია, მოლიბდენ, რკინა, მანგანუმი, ბორო და ასე შემდეგ.

როგორ უნდა შეარჩიოთ სასუქი?

ადამიანების არ იყოს, გემრიელად „ჭამა“ მცენარეებსაც უყვართ. ერთი კია, ამა თუ იმ ნივთიერების მოთხოვნილება სეზონზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სხვადასხვა კულტურას სხვადასხვა ნივთიერება „უყვარს“. მაგალითად, გემრიელი მწვანილის მოყვანა შეუძლებელია აზოტის დეფიციტის პირობებში, კარტოფილი კი მცირე ზომისა და უგემური იქნება, თუკი თავს კალიუმის ნაკლებობა იჩენს.

ზოგადი წესების მიხედვით, სეზონურად სასუქი მცენარეებს შემდეგნაირად უნდა დაახმაროთ:

  • ადრე გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი - აზოტი;
  • გაზაფხულის ბოლოსა და მთელი ზაფხული - ფოსფორ-კალიუმი.

ეს რაც შეეხება მთავარ კომპლექსს. აი, მიკროელემენტური სასუქების გამოყენება რეკომენდებულია ვეგეტაციის მთელ პერიოდში.

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 1 კგ.

Valagro BREXIL-MIX

  • ბრენდი - VALAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - ორგანული სასუქი
  • შტრიხკოდი  - 8031702016411
  • წონა (კგ) - 1
  • მოცულობა - 1 კგ
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია
  • კულტურა - ყველა

Yara - გრანულირებული მინერალური სასუქი - 40კგ - იარამილა NPK 9-12-25

Yara mineraluri sasuqi

  • ბრენდი - Yara
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - გრანულარული სასუქი
  • შტრიხკოდი - 00-00002016
  • წონა (კგ) - 40.1
  • მოცულობა - 40 kg
  • მოქმედი ნივთიერება - 9% N (2.6%NH4 და 6.4% NO3 ),P2O5 12%, K2O-25%.S-2.6%,SO3-6.5% ,MgO-2%
  • პრეპარატული ფორმა - გრანულირებული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - YARA
  • მწარმოებელი ქვეყანა - ფინეთი
  • კულტურა - ყველა

Valagro - სასუქი - მასტერი 18.18.18 - 25 კგ

Valagro MASTER

  • ბრენდი - VALAGRO
  • შტრიხკოდი - 8031702009291
  • მოცულობა - 25 კგ
  • პრეპარატული ფორმა - კრისტალური სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია
  • კულტურა - ყველა
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - კრისტალური სასუქი
  • წონა (კგ) - 25

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება