რატომ არის დრელი ყველასთვის გამოსაყენებელი ხელსაწყო

ელექტრო დრელი თითოეული ჩვენგანისთვის საჭირო ინსტრუმენტია. როგორც წესი, მსგავსი ხელსაწყოები მხოლოდ პროფესიონალებს ან მოყვარულებს სჭირდებათ. დრელი კი სულ სხვა შემთხვევაა. პირველ რიგში, გეტყვით რომ ინსტრუმენტი კედლების სახვრეტად გამოიყენება. ძლიერ დრელს ჩამონგრევაც შეუძლია, მაგრამ ეს იქეთ იყოს და მეორე ფუნქციას დავუბრუნდეთ. ზოგჯერ სახლში დეკორაციების შეცვლა გვინდება და შეიძლება ეს სულაც კედელზე ნახატის დაკიდვა იყოს. იქნებ, სარკის სხვა ადგილას გადატანა გვსურს ? ამ ყველაფერს კედლის სიზუსტით გახვრეტა სჭირდება. სწორედ ამაში დაგეხმარებათ დრელი. იმდენად მარტივი გამოსაყენებელია, რომ პროფესიონალის დახმარებაც არ დაგჭირდებათ. წესებს თუ მიყვებით, ყველაფერს თავადაც შეძლებთ. დამოუკიდებლად, კედელსაც გახვრეტთ და სარკესაც დაამაგრებთ.

რა უპირატესობას ფლობს დრელი ?

მსგავსი საქმიანობისას კედლის დაზიანება ხშირია. ისე იშლება რომ აღდგენა რთულია. მით უმეტეს თვალში მოგხვდებათ, თუ პერფექციონისტი ხართ და თითოეულ დეტალს ყურადღებას აქცევთ. ოღონდ სარისკო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ სხვა ხელსაწყოთი მუშაობთ. ალტერნატრიული ვერსიები არსებობს და ხშირად მიმართავენ კიდეც. დრელის შემთხვევაში კი საქმე იდეალურადაა. ზუსტად ასეა და ეს სიტყვა გადაჭარბებული სულაც არ არის. კედლის გახვრეტა მარტივად შეუძლია. ისე რომ გვერდით არსებული სივრცე, ხელუხლებელი დარჩეს. ეს კი სხვებისგან გამოარჩევს და დიდ უპირატესობას ანიჭებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ წესების დაცვა, რომლებიც დრელთან მუშაობისას გჭირდებათ. ეს კი მარტივია.

რა უნდა გაითვალისწინოთ უსაფრთხოებისთვის ?

ნებისმიერ ხელსაწყოსთან მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს. არსებობს წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. რაც შეეხება დრელს, მკაცრად გაწერილი არაფერი აქვს, მაგრამ რეკომენდირებული ბევრი რამეა. პირველ რიგში, თვალების დაცვაა საჭირო. დრელს რაიმე ტიპის გამოსხივება არ აქვს. ამიტომ, მხედველობაზე მსგავსი ფაქტორებს ზეგავლენა არ ექნება. მაშ, რაშია საქმე ? კედლის ამოტეხვა დიდ შრომასა და ყურადღებას მოითხოვს. ასხლეტილ, ერთ პატარა ნაწილსაც კი სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. ასეთი შემთხვევა სხეულის არცერთი ნაწილისთვის კარგი არაა, მაგრამ თვალი განსაკუთრებით საშიშია. ამიტომ, ეცადეთ მუშაობისას სახე მაინცდამაინც ხელსაწყოსთან ახლოს არ მიიტანოთ. თუ რამის ახლოდან დანახვა გსურთ, უმჯობესია ხელსაწყო გამორთოთ და სისწორეებს ისე დააკვირდეთ. უკეთეს შემთხვევაში კი დამცავი სათვალით იმუშავეთ.

მხოლოდ კედლის გახვრეტა შეუძლია ?

დრელის განმარტება შემდეგნაირია: სანგრევ - სახვრეტი ინსტრუმენტი. ამიტომ, ორივე საქმეს ასრულებს. თუმცა, ყველანაირი ტიპის ხელსაწყო ვერა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს სიმძლავრეზეა დამოკიდებული. ყველაფრის თავი სწორედ ძალაა. დაბალი მონაცემების მქონე ხელსაწყოს, მხოლოდ გახვრეტა შეუძლია. დაბალი სიმძლავრის ხელსაწყოს თუ ჩამონგრევას დაავალებთ, ბევრს იწვალებს და საერთოდაც შეიძლება ვერაფერი ქნას. პირიქით, გაფუჭდება და სრულიად უფუნქციო გახდება. ამიტომ, ყველაფერს ზუსტი შერჩევა უნდა. ძლიერი ინსტრუმენტი ორივე საქმეს ასრულებს. მისთვის პრობლემა არაფერია. მთავარია კარგად დაარეგულიროთ და მუდამ თვალყური ადევნოთ.

რომელი ბრენდები დაგხვდებათ Holst.ge -  ზე ?

ამჯერად, დეტალურად მხოლოდ ოთხ ელექტრო დრელს განვიხილავთ. Holst.ge - ზე კი ბევრად ფართო არჩევანია. ბლოგში წარმოდგენილი ხელსაწყოები სხვადასხვა ბრენდებს ეკუთვნის. ზოგი მძლავრია, ზოგიც ნაკლებად და ასე. ხარისხით ვერცერთს დაიწუნებთ. უარყოფითი მხარის პოვნა რთულია.

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

პირველად Dewalt - ის გაცნობით დავიწყოთ. თუ მსგავსი ხელსაწყოების ხშირი მომხმარებელი ბრძანდებით, მაშინ უკვე გეცოდინებათ ბრენდის სიკარგეების შესახებ. თუმცა, არ დავიზარებთ იმის თქმას, რომ Dewalt - ის ინსტრუმენტები საუკეთესო არჩევანია. რაც შეეხება კონკრეტულ მოდელს, მძლავრია და ორი ფუნქცია აქვს, კერძოდ, ბურღვა და დარტყმა ბურღვისას. ისე ოსტატურად მუშობს, რომ გულდაწყვეტილს არავის ტოვებს. საკუთარი საქმე ნამდვილად კარგად იცის. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. ნივთები მუშაობას გაგიმარტივებთ. ინსტრუმენტი ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. თითოეულზე თავს არ ზოგავს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ხესთან მეგობრობს. ყველაზე ღრმად სწორედ ამ მასალას ბურღავს.

Dewalt dreli

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 650W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.63         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • ბურღვის სიღრმე

BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 600W GSB 13 RE

Bosch დიდი ხანია ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს. გამძლე ტექნიკა აქვს. მაცივრით დაწყებული და დრელით დასრულებული, ყველაფერი კარგად ფუნქციონირებადია. ამ შემთხვევაშიც საქმე მძლავრ ხელსაწყოსთან გვაქვს. მართალია წინასთან შედარებით, ოდნავ ნაკლები მაჩვენელი აქვს, მაგრამ მკვეთრად არ განსხვავდება. ფუნქციებიც ისეთივეა, კერძოდ, ბურღვა და ბურღვისას დარტყმა შეუძლია. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. ნივთები საქმეს წინ წაწევს და მარტივად შეასრულებს. მარეგულირებელი სიღრმის კონტროლში დაგეხმარებათ. სახელური კი კომფორტულია. ინსტრუმენტი სამი სახის მასალაზე მუშაობს. ბეტონზე, ხესა და მეტალზე მაქსიმალურს ცდილობს. ყველაზე ღრმად ხეს ბურღავს. დანარჩენებს უფრო ნაკლებად. ხელსაწყო საშუალო წონისაა და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Bosch dreli

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 600W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-44000min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/25mm/10mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ფუნქციები
  • გამძლეობა
  • გარანტია

STANLEY STDR5510C-RU ელ. დრელი 550W

Stanley - ის ინსტრუმენტი დრელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. საშუალო სიმძლავრისაა და ამით მაინცდამაინც თავს ვერ იწონებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ხელსაწყო გამძლე და ფუნქციურად გამართულია. მაღალი სამუშაო რესურსი კი დიდხანს და შეუფერხებლად ამუშავებს. ფუნქციურად მხოლოდ ბურღვა შეუძლია. ნგრევა მისი საქმე არაა. ამიტომ, მაინცდამაინც ამ საქმისთვის ნუ შეაწუხებთ. სხვა მხრივ კი პრობლემას არაფერში შეგიქმნით.

STANLEY dreli

  • ბრენდი - STANLEY   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 550W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.11         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-10mm         
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/25mm/10mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გარანტია
  • სამუშაო რესურსი

CROWN CT10125-ელექტრო დრელი 300W

Crown - ის დრელით დავასრულებთ და გეტყვით, რომ მხოლოდ ბურღვისთვის გამოიყენებთ. მარტო ეს ფუნქცია აქვს. ამასთან ერთად დარტყმის ძალა არ აქვს. 300 W საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ბეტონს, ხესა და მეტალს კარგად ბურღავს. ბრუნვის სიჩქარე მაღალი აქვს. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი დაგეხმარებათ. დრელს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ხარისხთან ერთად, სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი უპირატესობა. თუ უკვე გადაწყვიტეთ, რომელი ხელსაწყო გსურთ, დროა Holst.ge - ის დრელების გვერდს დაუბრუნდეთ. გამოწერის პროცესი კი უმარტივესია.

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 300W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.5-6.5mm       
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/13mm/6.5mm

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება