რატომ არის ძალიან სასარგებლო სათვალთვალო კამერები |
რატომ არის ძალიან სასარგებლო სათვალთვალო კამერები |
როცა ქურდებმა მაცივარზე მხოლოდ ორი მაგნიტი შენიშნეს - ხაშურისა და მარნეულის, ჯერ კატას აჭამეს, მერე კი ჭურჭელიც გარეცხეს...
რას ვიზამთ, ასეთი კეთილსინდისიერი ქურდები მხოლოდ ანეკდოტებში გვხვდებიან, სხვა მხრივ კი... მოდით, არ ღირს ამ თემის გავრცობა და ჯობია, იმაზე ვისაუბროთ, რატომ არის ძალიან სასარგებლო სათვალთვალო კამერები.
დიახ, სხვა უამრავი ინსტრუმენტისა თუ აღჭურვილობის პარალელურად, Holst.ge ისეთ საჭირო მოწყობილობებსაც გთავაზობთ, როგორიც სათვალთვალო კამერები გახლავთ.
სათვალთვალო კამერა რომ შეარჩიოთ, რამდენიმე კრიტერიუმია გასათვალისწინებელი: გარჩევადობა, ხედვის კუთხე, კამერის ტიპი, ღამის ხედვა, გამძლეობა გარემო პირობების გათვალისწინებით და ბიუჯეტი. კამერის შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ საჭიროებები და შესაძლებლობები, რათა ობიექტის საიმედო დაცვა უზრუნველყოთ.
შევთანხმდეთ, რომ უსაფრთხოების კამერები ნებისმიერი ობიექტის უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია. კამერა საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ სიტუაცია რეალურ დროში და ჩაიწეროთ ყველაფერი, რაც ხდება.
კამერის გარჩევადობა გამოსახულების ხარისხს განსაზღვრავს. რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, უსაფრთხოების კამერები მით უფრო ნათელი და დეტალური სურათით უზრუნველგყოფენ. თუმცა, უფრო მაღალი გარჩევადობა ასევე ნიშნავს მეტ მოცულობას ინფორმაციის შენახვა-ჩაწერისთვის. ამიტომ, სანამ კამერას აირჩევთ, უნდა გადაწყვიტოთ, როგორი გარჩევადობა გჭირდებათ.
კამერის გარჩევადობა - ეს არის გამოსახულების პიქსელების რაოდენობა, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხსა და აღქმადობას. რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, მით უფრო დეტალურ სურათს მიიღებთ. მაგალითად, 5MP კამერას აქვს 2560/1944 პიქსელი, რაც უფრო მკვეთრ სურათს იძლევა, ვიდრე 2MP კამერა.
თუმცა, როგორც ზემოთაც ვთქვით, რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, მით მეტი ადგილია საჭირო ინფორმაციის შენახვისთვის. მაგალითად, 5MP ვიდეო იკავებს უფრო მეტ ადგილს მყარ დისკზე, ვიდრე 1MP ვიდეო. ეს შეიძლება პრობლემა იყოს მათთვის, ვინც ვიდეოების დიდ რაოდენობას ინახავს ან დიდ ფაილებთან მუშაობს.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ სანამ კამერას აირჩევთ, უნდა გადაწყვიტოთ, რა გარჩევადობა გჭირდებათ. თუ გეგმავთ კამერის გამოყენებას სახლის ან ოფისის მონიტორინგისთვის, მაშინ საკმარისი იქნება 2MP გარჩევადობა. თუ გსურთ მიიღოთ მაქსიმალურად მკაფიო გამოსახულება, მაშინ უმჯობესია აირჩიოთ კამერა 4 მეგაპიქსელი ან მეტი გარჩევადობით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, მით მეტი სიმძლავრეა საჭირო ვიდეოს დასამუშავებლად, ამდენად, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენს აპარატურას ამის გაკეთება შეუძლია.
ხედვის კუთხე განსაზღვრავს, რამხელა სივრცეს დაფარავს კამერა. თუ საჭიროა დიდი ფართობის მონიტორინგი, უმჯობესია, აირჩიოთ კამერა ფართო ხედვის კუთხით. თუ მნიშვნელოვანია კონკრეტული ობიექტის მონიტორინგი, შეგიძლიათ, აირჩიოთ კამერა ვიწრო ხედვის კუთხით.
ფართო ხედვის კუთხე ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, კამერა ახერხებს, უფრო დიდი ფართობი აკონტროლოს, მაგრამ კადრის დეტალები შეიძლება ნაკლებად ხარისხიანი იყოს. მეორე მხრივ, ვიწრო ხედვის კამერამ შეიძლება უზრუნველყოს გამოსახულების მეტი დეტალი, მაგრამ დაფარული ფართობი უფრო მცირე იქნება.
ამ შემთხვევაშიც, უნდა გაითვალისწინოთ კონკრეტული საჭიროებები და ამოცანები, რომლებიც კამერის დახმარებით უნდა გადაიჭრას. მაგალითად, თუ გჭირდებათ დიდი ფართობის მონიტორინგი, როგორიც არის - ავტოსადგომი ან საწყობი, უმჯობესია, აირჩიოთ კამერა ფართო ხედვის კუთხით.
თუ გჭირდებათ კონკრეტული ობიექტის მონიტორინგი, მაგალითად, სალარო აპარატი მაღაზიაში, შეგიძლიათ, აირჩიოთ კამერა ვიწრო ხედვის კუთხით.
არსებობს რამდენიმე ტიპის კამერები: ანალოგური, IP-კამერები, გარე და შიდა. ანალოგური კამერები საშუალებას გაძლევთ, გადაიტანოთ ვიდეო სიგნალი კაბელის საშუალებით, IP-კამერები მუშაობენ ინტერნეტით, გარე კამერები განკუთვნილია ქუჩაში დასაყენებლად, ხოლო შიდა კამერები განკუთვნილია შიდა ინსტალაციისთვის. თქვენ მიერ არჩეული კამერის ტიპი კონკრეტულ საჭიროებებზეა დამოკიდებული.
თუ ობიექტზე დაკვირვება ღამით გჭირდებათ, უმჯობესია, აირჩიოთ კამერა ღამის ხედვის ფუნქციით. ასეთი კამერა აღჭურვილია ინფრაწითელი განათებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სიბნელეშიც დაინახოთ.
ღამის ხედვა - ეს არის ფუნქცია, რომელიც უსაფრთხოების კამერას საშუალებას აძლევს, დაინახოს დაბალ განათებაში ან სრულ სიბნელეში. ამისთვის კამერები აღჭურვილია ინფრაწითელი განათებით. როცა განათება გარკვეულ დონემდე მცირდება, ინფრაწითელი დიოდები ავტომატურად ირთვება და სათვალთვალო სივრცეს ინფრაწითელ დიაპაზონში ანათებს.
დაბოლოს, სათვალთვალო კამერის შერჩევა საპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებულია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს, შეგიძლიათ შეიძინოთ სათვალთვალო კამერა, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს საჭიროებებს და უზრუნველყოფს ობიექტის საიმედო დაცვას.