რატომ არის ელექტრო ფრეზით მუშაობა მარტივი? |
რატომ არის ელექტრო ფრეზით მუშაობა მარტივი? |
რა არის ელექტრო ფრეზი და რამდენად კარგად გამოსადეგია ხელსაწყო ? ამ და სხვა კითხვებს, ამომწურავად ვუპასუხებთ, ამიტომ, მოემზადეთ და დავიწყოთ. მოკლედ, ფრეზი ხისა და ბეტონის დასამუშავებელი ინსტრუმენტია. ორივე მასალას ემეგობრება, მაგრამ ხეს უფრო მეტად. ელექტრო ფრეზი გამოსადეგი ხელსაწყოა, რადგან მის გარეშე საქმე სანახევროდ, ან საერთოდ არ შესრულდება. აბა, დაუმუშავებელ ხესა და მეტალს სად გამოიყენებთ?! მართალია, ვერსად. სწორედ ამიტომ აქვს ინსტრუმენტს მნიშვნელოვანი როლი.
სათაურში ვახსენეთ, რომ ელექტრო ფრეზით მუშაობა მარტივია და რატომ? იმიტომ, რომ ინსტრუმენტი კომპაქტური, სწრაფი და კარგად სამართავია. მასალას მოკლე დროში ამუშავებს და რაც მთავარია, ხარისხიანად. ძირითადად, ყველა მოდელი მსუბუქია, ეს კი დამატებითი უპირატესობაა. ამ ყველაფრის მეშვეობით, სამუშაო პროცესი ბევრად მარტივდება. მოკლედ, ფრეზს რომ კარგად გამოიყენებთ, ეს ზუსტად ვიცით.
რა თქმა უნდა, განსხვავება არის და თან ბევრი. პირველ რიგში, ხაზი სიმძლავრეს გავუსვათ. მძლავრი ხელსაწყოები, ძირითადად, რთული საქმეებისთვისაა განკუთვნილი. გადატვირთულ გრაფიკს კარგად ერგება, მუდამ გამართულად მუშაობს. საშუალო ძალის მქონე ინსტრუმენტი კი უმჯობესია, ასეთივე დონის საქმეებზე დაიხმაროთ. რაც შეეხება დაბალ ძალას, მსგავსი სახის ინსტრუმენტი იდეალურია დამწყებთათვის. განსხვავებას სხვა მახასიათებლებშიც ვაწყდებით, კერძოდ, ბრუნვის სიჩქარეში, მუშაობის სიღრმეში და ა.შ. კარგი იქნება, თუ შეძენამდე, ყველაფერს გულდასმით გადახედავთ. ასე ხელსაწყოს უკეთ შეარჩევთ და თქვენს საქმეს ზუსტად მოარგებთ.
რატომ უნდა შეიძინოთ ხელსაწყოები ჩვენთან ? პირველ რიგში იმიტომ, რომ Holst.ge - ზე მხოლოდ მაღალი ხარისხის მქონე ინსტრუმენტებია. ეს კი უკვე ყველაფერს ამბობს, მაგრამ ჯერ არ დაგვისრულებია. გარდა ამისა, ჩვენთან მრავალფეროვანი არჩევანია. საიტზე ბევრნაირი ელექტრო ფრეზი დაგხვდებათ, მხოლოდ ერთი ან ორი სახის ხელსაწყოთი არ შემოვიფარგლებით. ყველაფერი არც აქ სრულდება. ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. იმისთვის რომ ინსტრუმენტი იყიდოთ, Holst.ge - ის გახსნა საკმარისია. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია. თუ კი თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. აღნიშნული შეთავაზება, როგოც თბილისში, ისე რეგიონებშიც ვრცელდება.
Crown- ის ელექტრო ფრეზი რთულ საქმეს გაგიმარტივებთ. ინსტრუმენტს მაღალი მონაცემები და ბევრი ფუნქცია აქვს. აქედან გამომდინარე, ყველანაირ როლს ირგებს. მარტივ საქმეს თვალის დახამხამებაში ასრულებს და არც რთულს თაკილობს. ხელსაწყოს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, მიმმართველი, მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი, პარალელური მისაბჯენი და ქანჩი. ჩამოთვლილი ნივთები მუშაობის პროცესს, მეტად მარტივს ხდის.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
მეორე ელექტრო ფრეზიც საკმაოდ მძლავრია. რთული საქმეების შესრულება, ამ უკანასკნელსაც თამამად შეუძლია. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია და დამატებითი ნივთები ახლავს. კომპლექტაციაში გადამყვანი, მიმმართველი, ადაპტერი, მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი და პარალელური მისაბჯენი შედის.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ბოლოს კი ისეთ ფრეზს შემოგთავაზებთ, რომელსაც დაბალი სიმძლავრე აქვს. ასეთი ინსტრუმენტიც საჭიროა, მაგალითად, დამწყებთათვის. სახლში მართლაც იდეალურად გამოსაყენებელია, რადგან მცირე საქმეს კარგად უმკლავდება. ფრეზს კომპლექტაციაც თან ახლავს, კერძოდ, საცვლელი პირი, ადაპტერი, მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი და პარალელური მისაბჯენი. ასევე, მოყვება ერთ წლიანი გარანტია. თუ კი ინსტრუმენტს ქარხნული წუნი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონი სწორედ ამ პრობლემას გადაგაჭრევინებთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: