რატომ არის ფანარი ყველასთვის საჭირო ნივთი

სიბნელეში ფოთლების შრიალიც კი საშიში გვეჩვენება. ოდნავ ხმაურზე ყურებს ვცქვეტთ და თვალებს ვაფართოებთ, მაგრამ ვერაფერს ვხედავთ. ამას კი ორმაგად ცუდი ეფექტი აქვს. ასეთი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად, ფანარი საუკეთსო დამხმარეა. სინათლის მკვეთრი სხივებითა და შორ მანძილზე ნათებით, ყველა დაბრკოლებას ლახავს. ხელსაწყო ისეთი ნივთების ნუსხას ეკუთვნის, ნებისმიერ დროს რომ შეიძლება დაგჭირდეთ. მაგალითად, ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში, ფანარი იმედის სხივია. რაც მთავარია, დიდხანს ძლებს და ხშირად დატენვა არ სჭირდება. ამიტომ, ასეთ წუთებს მშვიდად გადაგატანინებთ.

რა განსხვავებაა ფანრებს შორის ?

როგორც სხვა ხელსაწყოების, ასევე ფანრების შემთვევაშიც, ხელთ ფართო არჩევანი გაქვთ. ინსტრუმენტები კი ერთმანეთისგან მვეთრად განსხვავდება. პირველ რიგში, ყურადღებას სიმძლავრე იქცევს. ზოგიერთ ფანარს ერთდროულად ძლიერი და სუსტი ნათება აქვს. ორი ღილაკის მეშვეობით რეგულირება მარტივია. როგორი სიმძლავრეც მოცემულ მომენტში გჭირდებათ, მხოლოდ იმას ჩართავთ. ფანრების ნაწილს კი ასეთი არჩევანი არ აქვს და სტანდარტულად ანათებს. აქაც ორი მიმართულება იკვეთება: ძლიერი და შედარებით სუსტი სხივები. ერთმანეთისგან ელემენტის სიცოხლის განხრძლივობაც განასხვავებს. Holst.ge - ზე არსებულ ნათურებს, გამძლე კვების წყარო აქვს. ინსტრუმენტების ნაწილი კი დამატებით ფუნქციასაც ითავსებს. მაგალითად, ლედ ნათურის თვისება. დატენვის ხანგრძლივობაც განსხვავებულია. თუმცა, ძალებს მეტ-ნაკლებად ყველა სწრაფად იღდგენს.

რა სახის ფანრები არსებობს ?

ფანრები სახეობების მიხედვით ცალკე პუნქტადაა გამოსაყოფი. აქ ორი მთავარი განსხვავება იკვეთება. პირველ შემთხვევაში ინსტრუმენტს ჩვეულებრივად ხელში იჭერთ, მაგრამ მეორე ვარიანტი ფანრის თავზე დამაგრებაა. ხელსაწყოების ნაწილი სწორედ ასეთია. ასე საქმიანობა ბევრად მარტივია. თავისუფალი ხელებით მოხერხებულად იმუშავებთ. ფანარი კი სივრცეს გაგინათებთ. ინსტრუმენტს სპეციალური სამაგრები აქვს და ზომაც უპრობლემოდ რეგულირდება.

რომელი ბრენდები ლიდერობს ბაზარზე ?

ფანრების მწარმოებელი ბრენდი ბევრია, მაგრამ ლიდერი რამდენიმე. ამჯერად, ოთხ საუკეთესოს გაგაცნობთ. Ledex, Crown, Black and Decker და Tolsen სხვადასხვანაირ ხელსაწყოს გთავაზობთ. განსხვავებულია დიზაინი, განათების სიმძალვრე, ელემენტის სამუშაო რესურსი, დატენვის ხანგრძლივობა და სხვა მახასიათებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ხარისხი კი გამაერთიანებელია.

LEDEX-22121 ფანარი 10W +2x5W LED 9hrs

Ledex- ის ფანარს ბევრი და რაც მთავარია, სასარგებლო თვისება აქვს. პირველ რიგში, ყურადღებას განათების ორნაირი ტიპი იქცევს. ამის მეშვეობით ხელსაწყოს ზუსტად მოირგებთ. ყველაფერი რომ უკეთ გასაგები იყოს, გეტყვით რომ ფანარს ძლიერი და სუსტი ნათება აქვს. ამ ფუნქციის მეშვეობით კი საჭიროებას ზუსტად ერგება. ზოგჯერ მცირედი განათებაც საკმარისია და ასეთ დროს შესაბამის ტემპერატურაზე ჩართავთ. ამავდროულად, ელემენტს დაზოგავთ, რადგან სუსტი ნათებით უფრო დიდხანს ძლებს. იმ შემთხვევებისთვის კი როცა მაქსიმალური სინათლე გჭირდებათ, ძლიერ ნათებაზე გადართავთ. ყველაფერი მარტივია და დისკომფორტს არ იწვევს. დასამუხტად 12-15 საათი სჭირდება. უმჯობესია თუ ამ დროის განმავლობაში, გამორთული იქნება. ასე უფრო სწრაფად იტენება და მეტი ძალას იკრეფს. პლასტმასის მასალისგან დამზადებული ფანარი რთულ პირობებშიც კომპაქტურია. რა თქმა უნდა, მოფრთხილება სჭირდება, მაგრამ ამტანობით გამოირჩევა. კიდევ ერთი დადებითი მახასაიათებელი, დამატებითი ლედ ნათურაა. ხელსაწყოს მეშვეობით განათების ძალა კიდევ უფრო მაღალია. ფანარი მსუბუქია და წონის მხრივ დისკომფორტი გმორიცხულია. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

LEDEX fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი 
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:374Lm სუსტი ნათება:145lm     
  • ნათების მანძილი - 250m     
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:9 სთ       
  • ელემენტი - 4V 4000mAh     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ         
  • ზომა - 225*168*140mm         
  • მასალა - პლასტმასი 
  • დამატებითი მახასიათებლები - დამატებით 2X5W ლედ ნათურა
  • გარანტია - 1 წელი               
  • სიმძლავრე (W) - 10 
  • წონა (კგ) - 1.2

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • დამატებითი ლედ ნათურა
  • სამუშაო რესურსი
  • ხარისხი

CROWN CT26008HX - ფანარი ელემენტის გარეშე 20V MAX

მეორე ფანარი სრულიად განსხვავებულია. Crown - ის ხელსაწყო ელემენტის გარეშე მუშაობს. გარემოს ეფექტურად ანათებს, რადგან ამისთვის ყველა რესურსი აქვს და თავსაც არ ზოგავს. ფანარი რთული სიტუაციების დაძლევის დიდოსტატია. ამიტომ, გამძლეობა მოეთხოვება. თუ კი მარტივად გაფუჭდება, მაშინ იქეთ დასახმარებელი გახდება. ეს კი არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს. შესაბამისად, ხარისხიანი და მაღალი სამუშაო რესურსის მქონე უნდა იყოს. ასეთი ხელსაწყო კომფორტული გამოსაყენებელია. Crown - ის ფანარი კი ნამდვილად სანდოა და ფასიც ხელმისაწვდომი აქვს.

Crown fanari

  • ბრენდი - CROWN   
  • განათების სიმძლავრე - 250lm         
  • გარანტია - 1 წელი   
  • სიმძლავრე (W) - 3W
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • წონა (კგ) - 0.74          

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • გარანტია
  • სიმსუბუქე

B&D BDHT0-71625 თავზე დაასამაგრებელი ფანარი

Black and Decker - ის ფანარი კომფორტის საუკეთესო მაგალითია. სწორედ ასეთი უნდა იყოს კომპაქტური ხელსაწყო. მისი მეშვეობით საქმის სრულად კეთებას შეძლებთ, რადგან ფანარს თავზე იმაგრებთ. ეს თქვენი სურვილია და სავალდებულო არაა. ისტრუმენტის გამოყენება ისეც შეიძლება, მაგრამ სწორედ ამ თვისებითაა გამორჩეული. ხელსაწყო პლასტმასის მასალისგანაა დამზადებული და მსუბუქია. ამიტომ, შემაწუხებელი არანაირად არ არის. ფანარი საკმაოდ მძლავრად ანათებს. დიდ ტერიტორიას თავისუფლად წვდება. ამავდროულად, ძლიერი ელემენტი აქვს და 11 საათს ძლებს. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

BlackDecker tavze dasamagrebeli fanari

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი 
  • განათების სიმძლავრე - 6.15lm       
  • ნათების მანძილი - 150m   
  • მუშაობის ხანგრძლივობა - 11 სთ   
  • ელემენტი - 1xAA ელემენტი
  • ზომა - 86x78x40mm 
  • მასალა - პლასტმასი 
  • გარანტია - 1 წელი               
  • სიმძლავრე (W) – 3
  • წონა (კგ) - 0.59          

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • მუშაობის ხანგრძლივობა
  • ძლიერი ელემენტი
  • სიმსუბუქე

TOLSEN TOL818-60021 ფანარი 7LED/30LM

თუ კი ჩამოთვლილი ხელსაწყოების ფასი, მაინც მაღალი გეჩვენებათ, Tolsen - ის ფანარს ვერაფერს დაუწუნებთ. უარყოფითი თვისების პოვნა რთულია. ნებისმიერი მიმართულებით საუკეთესო მახასიათებლების მქონეა. ამავდროულად, პრაქტიკულია და თქვენგან მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. ამ უკანასკნელში მხოლოდ ჩასართავ ღილაკზე ხელის დაჭერა შედის. დანარჩენს თავად მიხედავს, ჩარევა საჭირო აღარაა. ხელსაწყო ელემენტზე, 30 საათის განმავლობაში მუშაობს. ინსტრუმენტი ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული. პლასტმასის ფანარი მსუბუქია. ასევე, ძლიეირ ელემენტი, ხელმისაწვდომი ფასი და გარანტია აქვს.

Tolsen fanari

  • ბრენდი - TOLSEN     
  • განათების სიმძლავრე - 30lm
  • ნათების მანძილი - 15m       
  • მუშაობის ხანგრძლივობა - 30 სთ   
  • ელემენტი- 2xD ელემენტი   
  • ზომა - Φ70*208 mm   
  • მასალა - პლასტმასი 
  • გარანტია - 1 წელი               
  • სიმძლავრე (W) - 2   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • წონა (კგ) - 0.022        

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • გარანტია
  • ძლიერი ელემენტი

რომელია ყველაზე კომფორტული ფანარი ?

იმის გადაჭრით თქმა რომ პირველი ან მეორე მოდელი უფრო კომფორტულია, არასწორი იქნება. ყველაფერი ინდივიდუალურია, ამიტომ ასე ვერავინ განსაზღვრავს. თუ რომელს უკეთ მოირგებთ, თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა, კონკრეტული რჩევებიც არსებობს. მაგალითად, თუ დიდი ტერიტორიის გასანათებლად გჭირდებათ და ამავდროულად, სრულად დატვირთვა უწევს, მაშინ Ledex - ის ფანარი გამოგადგებათ. გულდასმით დაგეხმარებათ და კმაყოფილი იქნებით. ასევე, თავზე დასამაგრებელი ფანარი კომფროტული და მარტივი გამოსაყენებელია. ხარისხის დანაკლისი არცერთ შემთხვევაში არ დაგრჩებათ.

სად უნდა შეიძინოთ ფანრები ?

საუკეთესო ფანრებს Holst.ge - ზე შეიძენთ. ამისთვის სახლიდან გასვლაც კი არ დაგჭირდებათ. ონლაინ ჰიპერმარკეტში საქმე მარტივად გვარდება. გარდა ამისა, უმაღლესი ხარისხის ხელსაწყოები დაგხვდებათ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება