რატომ არის გამორჩეული და განსაკუთრებული მაინცდამაინც ლედ ნათურები?

თუკი გვირაბში სინათლე ზურგს უკან შენიშნეთ, გამოდის, მატარებლის წინ მირბიხართ და ფრთხილად იყავით, ყურადღებით და გზა ისე განაგრძეთ!..

კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევაა ელექტროენერგია, დაგვეთანხმებით და ლედ ნათურები ხომ საერთოდ. რატომ მაინცდამაინც ლედ ნათურებია გამორჩეული? აი, ზუსტად ამაზე ვაპირებთ საუბარს.

რა სხვაობაა ჩვეულებრივ და ლედ ნათურებს შორის?

ცალ ხელში ავიღოთ ჩვეულებრივი ნათურა, მეორე ხელში - ლედ ნათურა. ვიზუალურადაც კი სხვაობა აშკარაა, არა? ახლა ორივე ნათურა ფრთხილად დააბრუნეთ თავის ადგილზე და კითხვა განაგრძეთ...

მარტივად რომ გავუსვათ ხაზი ლედ ნათურების უპირატესობას, ყველაზე თვალშისაცემ მაგალითებს მოგიყვანთ: ვარვარის, ანუ ჩვეულებრივი ნათურის ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 1 წელია, ლუმინესცენციური ნათურები კიდევ უფრო დიდხანს გვემსახურება - პლუს-მინუს 6 წელი. აი, რაც შეეხება ლედ ნათურას, მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობა მინიმუმ 10 წლით განისაზღვრება.

მარგი ქმედების კოეფიციენტი და ენერგოეფექტურობა

ვარვარის ნათურის მიერ მოხმარებული ენერგიის 80 პროცენტამდე ვოლფრამის ძაფის გახურება მიდის და მხოლოდ 20 პროცენტი გარდაიქმნება სინათლედ. დაახლოებით 50 პროცენტია ჰალოგენური ნათურების მარგი ქმედების კოეფეციენტი, რაც შეეხება ლედ ნათურას, სინათლედ იგი მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 95 პროცენტს გარდაქმნის.

გამძლეობა და უსაფრთხოება

ვარვარის ნათურა დაახლოებით 200 გრადუსამდე ხურდება. ის ადვილად სკდება არა მხოლოდ დარტყმით, არამედ წყლის წვეთის შეხების დროსაც. შუშის ბასრი ნამსხვრევები საკმაოდ საშიშ დაზიანებებს იწვევს. ლედ ნათურების ტემპერატურა, ძირითადად, 50 გრადუსს არ აჭარბებს, დამტვრევისთვის კი მნიშვნელოვანი ძალაა საჭირო.

დამატებითი განმარტება ლედ და შუქდიოდური ნათურებთან დაკავშირებით

ლედ ნათურები და შუქდიოდური ნათურები ერთი და იმავე პროდუქტის ორი სახელწოდებაა. აბრევიატურა LED იშიფრება როგორც Light Emitting Diode - შუქის (სინათლის) გამომყოფი დიოდი. სწორედ ამიტომ გამოდის ორი სახელწოდება: ლედ ნათურები და შუქდიოდური ნათურები.

სამაგიეროდ, თავად ლედ ნათურები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, სიმძლავრით, ფერების დიაპაზონით, გარე ფაქტორების მიმართ მდგრადობითა და ასე შემდეგ.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ლედ ნათურა, სხვა სახეობის ნათურებთან შედარებით, არაერთი უპირატესობის მფლობელია: მუშაობს გაცილებით დიდხანს, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, მუშაობს 180-დან 260 ვოლტამდე ძაბვისას, მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებზე ჩინებულად მოქმედებს და ასე შემდეგ.

LEDEX LED38-8918 ნათურა სტანდარტული 9W E27 3000K CLASSIC

LEDEX LED natura

  • ბრენდი - LEDEX
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 3000K
  • განათების სიმძლავრე - 750 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 9W=75W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხკოდი  - 4869007778918
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 9
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

LINUS Lin8-7761 LED ნათურა სტანდარტული 5W E27 3000K

LINUS LED natura

  • ბრენდი - LINUS
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 3000K
  • განათების სიმძლავრე - 400 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 5W=40W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხკოდი - 4869002007761
  • წონა (კგ) - 0.1
  • სიმძლავრე (W) - 5
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

OSRAM LED ნათურა სტანდარტული 5.5W/827 E27

OSRAM LED natura

  • ბრენდი - OSRAM
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 2700K
  • განათების სიმძლავრე - 470 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 5.5W=42W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხკოდი  - 4052899971516
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 5.5
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება