რატომ არის გაზის წყლის გამათბობელი ყველაზე ეკონომიური და ეფექტიანი?

ყოფნა თუ არყოფნა? ქათამი პირველი გაჩნდა თუ კვერცხი? ზებრა თეთრია შავი ზოლებით, თუ შავი - თეთრი ზოლებით? ბოზბაში თუ ჩიხირთმა?

ამ და კიდევ უამრავ მარადიულ კითხვაზე პასუხების ძიება რომ დავიწყოთ ახლა, ვიმსჯელოთ და თავი ვიმტვრიოთ, იმდენ დროს წაიღებს, რთულია პროგნოზიც კი და აბა, ამისთის როგორ მოგაცდენთ? ხომ უმჯობესია, ისეთ მარტივ ჭეშმარიტებაზე ვისაუბროთ, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ ნებისმიერ ოჯახს სჭირდება ცხელი წყალი?

მართლაც, ცხელი წყალი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემა ყველასთვის და ყველგან ხელმისაწვდომი არ და ვერ არის. აქედან გამომდინარე, წყლის გათბობის შედარებით ყველაზე ეკონომიური და ეფექტიანი საშუალება გაზის კალონკა გახლავთ, იგივე გაზის წყლის გამათბობელი, გნებავთ, ასე ვუწოდოთ - გაზის წყლის გამაცხელებელი.

როგორ უნდა შეარჩიოთ გაზის წყლის გამაცხელებელი

უამრავჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ - Holst.ge-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლების უსაფრთხოება და ამ თემაზე საუბარსაც შესაბამის საკითხებზე ყურადღების გამახვილებით დავიწყებთ.

გაზი რომ ფეთქებადსაშიში ნივთიერებაა, მისი პროდუქტები კი - მომწამვლელი, არახალი ამბავია. ამდენად, გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მწარმოებელს, ნაწარმის ხარისხს, გამოყენებულ მასალას, ექსპლუატაციის ხანგრძლივობას, ასევე, დაცვისა და უსაფრთხოების ზომების არსებობას.

იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორ შეარჩიოთ გაზის კალონკა, უნდა დააზუსტოთ მონაცემები მაგალითად, წყლით მომარაგების სისტემაში წყლის წნევისა და ხარისხის შესახებ, უნდა იცოდეთ წყლის ხარჯვის სავარაუდო მოცულობა და ასე შემდეგ.

აგრეგატის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:

  • სიმძლავრე - ოჯახისთვის, რომელშიც 3-4 ადამიანი ცხოვრობს, აბსოლუტურად საკმარისია 19 კვტ. მოწყობილობები 28 კვტ-მდე დიდ სახლებსა და დაწესებულებებში მონტაჟდება;
  • წარმადობა - წუთში რამდენ ლიტრ წყალს აცხელებს მოწყობილობა;
  • ანთების ტიპი - პიეზო სანთებელა, ელექტროანთება, ჰიდროგენერატორი;
  • უსაფრთხოება - ღია წვის კამერის მქონე გამათბობლისვის აუცილებელია მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს წნევას, ჰიდროკლაპანი (წყლის არარსებობის შემთხვევაში, აგრეგატი ითიშება), ალის მაკონტროლებელი.

რა უპირატესობებით გამოირჩევა გაზის წყლის გამათბობელი

კომპაქტურობა - ყველაზე მძლავრი დანადგარიც კი, რომელსაც ცხელი წყლით რამდენიმე წერტილის მომარაგება შეუძლია, დიდ ადგილს არ დაიკავებს.

ეკონომიურობა - წყლის გაცხელება გაზის გამოყენებით, გაცილებით იაფი გამოდის, ვიდრე ელექტროენერგიის მეშვეობით.

ცხელი წყლით რამდენიმე წერტილის მომარაგების შესაძლებლობა - ცხელი წყლით 3-4 წერტილის მომარაგებისთვის გაზის კალონკა შეიძლება მიუერთოთ ჩვეულებრივ საკომუნიკაციო ხაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურებისთვის დამატებითი სიმძლავრეების თხოვნა  არ მოგიწევთ.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე მოწყობილობის დეტალურ აღწერას - შეარჩიეთ და შეგვეხმიანეთ...

MIDEA-DG-10L გაზის წყლის გამათბობელი "ერთკამერიანი" USB

MIDEA gazis gamatbobeli

  • ბრენდი - MIDEA
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 20kw
  • ზომა - 590x330x195
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 15 თვე
  • შტრიხკოდი - 2234456782113
  • წონა (კგ) - 9.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 1
  • მოცულობა - 10 l
  • წნევა - 0.20~8bar     
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display       
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური

MIDEA-DH-10L გაზის წყლის გამათბობელი "ერთკამერიანი" USB

MIDEA gazis gamacxelebeli

  • ბრენდი - MIDEA
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 20kw
  • ზომა - 590x330x195
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6939962582450
  • წონა (კგ) - 9.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 1
  • მოცულობა - 10 l
  • წნევა - 0.20~8bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური

MIDEA-HC5-12L GOLD დაბალანსებული ტიპის გაზის წყლის გამათბობელი " ორკამერიანი" საკვამურით

MIDEA gazis kalonka

  • ბრენდი - MIDEA
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 22kw
  • ზომა - 530x335x140
  • ფერი - ოქროსფერი
  • გარანტია - 1.5 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2234432169334
  • წონა (კგ) - 11.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 2
  • სისტემა - მუდმივი ტეპერატურით
  • მოცულობა - 12 L
  • წნევა - 0.15~8bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • კომპლექტაცია - საკვამური

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება