რატომ არის ინსტრუმენტების ნაკრები მაგარი, ახლავე ყველაფერს მოგახსენებთ |
რატომ არის ინსტრუმენტების ნაკრები მაგარი, ახლავე ყველაფერს მოგახსენებთ |
„წვიმს“ - პაულო კოელიო მრავალმნიშვნელოვნად ახასიათებს ამინდს...
„მაგარია“ - უცნობი ხელოსანი გულწრფელად ახასიათებს ხელსაწყოების ნაკრებს...
მიდით, აბა, რომელიმეს შეედავეთ - რომ წვიმს, წვიმს და ეგრეა და რომ მაგარია ხელსაწყოების ნაკრები, მაგარია და რა გინდა, რომ ქნა?!
რატომ არის ინსტრუმენტების ნაკრები მაგარი, ჩემო ბატონო, ახლავე ყველაფერს მოგახსენებთ:
ხელსაწყოების ნაკრებები - საკმაოზე მეტად ფართო ცნებაა. მიზეზი ის გახლავთ, რომ შესაძლებელია მას აბსოლუტურად განსხვავებული კომპლექტაცია ჰქონდეს - დაწყებული რამდენიმე ყველაზე პოპულარული, დამთავრებული ერთმანეთისგან ყველაზე განსხვავებული ინსტრუმენტით. ამასთან, განსხვავებულია როგორც რაოდენობა (პროფესიონალურ ნაკრებებში, მაგალითად, ავტომობილებისთვის, დეტალების რაოდენობა ხშირად 200 ერთეულსაც კი აღემატება), ისე ხარისხი. ყველა ამ კრიტერიუმზეა დამოკიდებული როგორც გამოყენების სფეროები, ისე - ღირებულებაც.
შენიშვნა: კომპლექტში ელემენტების ოპტიმალური რაოდენობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამოკიდებულია მისი გამოყენების კონკრეტულ მიზნებზე, სფეროსა და ექსპლოატაციის სიხშირეზე. მაქსიმალიზმი ამ მიმართულებით გამართლებული ნამდვილად არ გახლავთ - სახელოსნოსა თუ ავტომობილის საბარგულში ტყუილად მიყრილი ხელსაწყოები არაპრაქტიკულია და რაც მთავარია, ზედმეტი ხარჯების გაღებას გულისხმობს და აბა, ასეთი რამ ვის სჭირდება?!
ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოს, თუმცა თემას რომ არ ავცდეთ, რა თქმა უნდა, პასუხი ასეთია: Holst.ge-ზე ხელსაწყოების ნაკრების მრავალფეროვანი ასორტიმენტია და დიახ, საუკეთესო ხარისხის.
აქვე, ამ ბლოგში მოშველიებულ რამდენიმე ვარიანტსაც თუ შეავლებთ თვალს, ნახავთ, რომ Tolsen-ის ბრენდის რადიკალურად განსხვავებული კომპლექტაციებია წარმოდგენილი: 9, 89 და 119 ცალიანი.
99 ცალი ხინკლის ანეკდოტი თუ მოუსმენიათ Tolsen-ში, კაცმა არ იცის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ნებისმიერი გემოვნებისა თუ საქმიანობის მქონე მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება არის შესაძლებელი. კიდევ უფრო მეტ ასორტიმენტს Holst.ge-ს შესაბამის განყოფილებაში მოიძიებთ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ სასურველს აუცილებლად მიაგნებთ.
ძებნაში, შეძენასა და მოხმარებაში წარმატებას გისურვებთ, ქვემოთ კი ისევ მთავარ საკითხს მივუბრუნდეთ.
როდის რა გამოხტება, როდის რა დასჭირდება ადამიანს, წინასწარ ცოდნა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, მაგრამ რადგან ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჰოდა, სწორედ ასეთი მოულოდნელი შემთხვევებისთვის არის მისწრება ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც პრაქტიკულად, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოადგება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ხელსაწყოების ნაკრები ყველა იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს.
თითოეული ნაკრები ადაპტირებულია გარკვეული ფუნქციების შესრულებისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია მათ სახეობებთან:
1. ლითონის ელემენტების ხარისხი და გამძლეობა;
2. ლითონის მდგრადობა ჟანგვის მიმართ;
3. საცმების, გასაღებებისა და სხვა ელემენტების ზომების ფართო დიაპაზონი;
4. გადამყვანებისა და დამაგრძელებლების არსებობა;
5. დამაგინებული დეტალების არსებობა;
6. ერგონომიული სახელურები;
7. დარტყმაგამძლე, კომფორტული, ტრანსპორტირებადი ყუთი;
8. საკუთარ ადგილზე თითოეული ინსტრუმენტის მჭიდრო ფიქსაცია;
9. მცირე წონა და კომპაქტურობა;
10. ხელმისაწვდომი ფასი;
ესეც Tolsen-ის რამდენიმე ნაკრები, რომლებიც ზემოთ უკვე ვახსენეთ: შეავლეთ თვალი, შეარჩიეთ და შეგვიკვეთეთ.